რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
გულის დაავადებათა მიზეზი ტვინის სიღრმეში იმალება
გულის დაავადებათა მიზეზი ტვინის სიღრმეში იმალება
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა განცხადებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მაპროვოცირებელი მთავარი ფაქტორი თავის ტვინის სიღრმეში იმალება. გამოცემა Lancet-ში გამოქვეყნებულმა საინტერესო კვლევის შედეგებმა ბევრი სპეციალისტი დააფიქრა. როგორც კვლევის ავტორი, პროფესორი აჰმედ ტავაკოლი განმარტავს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები განსაკუთრებით ხშირად და თანაც ადრეულ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ასაკშივე უვითარდებათ იმ პირებს, რომლებსაც ნუშისებური სხეულის (ემოციებზე პასუხისმგებელი თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურაა) მომატებული აქტივობა აღენიშნებათ. ჯაჭვი, რომელიც გულის დაავადებათა აღმოცენების მიზეზი ხდება, სინამდვილეში ძალიან მარტივა - პერმანენტული სტრესული ფაქტორები ნუშისებური კომპლექსის გადამეტებულ აგზნებადობას იწვევს, რაც თავის მხრივ პროვოცირებას უწევს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებს.

პროფესორი ტავაკოლი იმასაც აღნიშნავს, რომ ამ მოვლენის ბიოლოგიური მექანიზმი სისხლის თეთრი უჯრედების ანომალურად დიდი რაოდენობის სინთეზშია (წარმოქმნაშია). ლეიკოციტების დიდი მოცულობები კი გულისა და სისხლძარღვების არასწორად ფუნქციობის საფუძველი ხდება.

ამგვარად, ინფარქტებისა და ინსულტების განვითარებაში მთავარი დამნაშავე ნუშისებური სხეული ყოფილა, რომელიც ვერ უმკლავდება მუდმივ სტრესს.

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
დასრულდა 2017 წლის ეროვნული გამოცდები, თუმცა ჯერ არ დამცხრალა ვნებათაღელვა, რაც ამ პროცესს ახლავს ხოლმე თან.
ექიმების აზრით, თითოეულ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია ჯანმრთელობის ოპტიმალურ მდგომარეობას მიაღწიოს შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

1. ცხოვრების აქტიური რეჟიმი. ფიზიკური დატვირთვის არარსებობა ადამიანს სიცოცხლის 4 წელს ართმევს.
თმის ღერების მთავარი სტრუქტურული ელემენტი და მათი ზრდის დამაჩქარებელი - ცილაა. შესაბამისად, თმის ზრდის სტიმულაციის მსურველებმა საკვები რაციონი ცილით უნდა გაამდიდრონ, რეგულარულად მიირთვან კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები და ხორცი.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ვიაგრა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამედიცინო საშუალებაა. ის ეფექტურად გამოიყენება ერექციული დისფუნქციის დროს. ამჯერად მას კარდიოლოგებმა ახალი დანიშნულება მოუძებნეს იმ პაციენტებში, რომელთაც სტენტირება (არტერიების გაფართოება) ესაჭიროებათ.
ამერიკელმა ექიმებმა უეცრად გარდაცვლილი 302 ადამიანის სისხლის შედგენილობა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომელთა გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები იყო, სისხლში მომატებული ჰქონდათ C-რეაქტიული ცილა.
1. საშუალო ასაკის ადამიანის გული ახორციებს დაახლოებით:

წუთში 72 დარტყმას;
დღეში 100 ათასს;
ახალი მეთოდი შეიმუშავეს ოჰაიოს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. სპეციალისტებმა სუპერკომპიუტერის დახმარებით შეძლეს კონკრეტული პაციენტების გულის მოდელის შექმნა და მონაცემების ანალიზი. ამ მეთოდით შესაძლებელი იქნება იმის განსაზღვრა, ადამიანი იმყოფება თუ არა გულში თრომბის ფორმირების რისკის ქვეშ.
მაღალი არტერიული წნევიანი პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილში ორგანიზმის ასეთი მდგომარეობა განპირობებულია სამედიცინო პერსონალის მიერ წნევის გაზომვით. ამ ფენომენს სპეციალურ სახელწოდებას - "თეთრი ხალათის ჰიპერტენზიას" ან "თეთრი ხალათის სინდრომსაც" კი უწოდებენ.
სპეციალისტები ინფარქტის რისკის პროგნოზირებისთვის არაინვაზიურ კტ-ანგიოგრაფიასა და დატვირთვის ტესტებს გვთავაზობენ. დღეისათვის ამისთვის ძირითადად, ინვაზიურ კორონაროგრაფიასა და ერთფოტონური ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით დატვირთვის ტესტებს იყენებენ. კვლევისას მეცნიერებმა ეს მეთოდები შეადარეს.
15 აგვისტო 2017
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ზღვისპირა კურორტებზე კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა უარი თქვა იქ დასვენებაზე
15 აგვისტო 2017
მეცნიერები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხრა კოსმონავტს, რომლებიც ფრენის იმიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა.
კბილების გათეთრების უამრავი რეცეპტი არსებობს სოდის, აქტივირებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატის და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით. სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს საშუალებები არა მარტო არაეფექტური, არამედ საშიშიცაა.
სპორტი მამაკაცებს უნაყოფობის დაძლევაშიც კი ეხმარება - ამ დასკვნამდე ირლანდიელი მეცნიერები რამდენიმე პრაქტიკული კვლევისა და თეორიული გათვლის შემდეგ მივიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ
ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება ესმა ჯამასპიშვილი, ექიმი ენდოკრინოლოგი, ჰარბინის (ჩინეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე აფილირებული ჰოსპიტლის დოქტორანტი ენდოკრინოლოგიის განხრით.