რეაბილიტაცია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რეაბილიტაცია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტთა გათვითცნობიერებას და დარწმუნებას სარეაბილიტაციო კურსის აუცილებლობაში, შესაბამისად, მათ მიერ სავალდებულო წესების დაცვასა და თავის გაფრთხილებას განმეორებითი ინფარქტის თავიდან ასაცილებლად.

კვების რეჟიმი

სარეაბილიტაციო კომპლექსში კვების რეჟიმი პირველ პუნქტად მოიაზრება. ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კვლევების ფონზე დადგენილია, რომ ინფარქტგადატანილთა უმრავლესობას აღენიშნება გარკვეული ხარისხის გაცხიმოვნება, ლიპიდური სპექტრის დარღვევა (კერძოდ, ქოლესტერინის მომატებული დონე სისხლში), არტერიული ჰიპერტენზია და სხვადასხვა მავნე ჩვევა (მოწევა, ალკოჰოლით გატაცება და სხვა). თუ თამბაქოს მოწევასა და ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმა შედარებით სწრაფად შეიძლება მოხდეს (დამოკიდებულია პაციენტის ნებისყოფაზე) და შესაბამისად, ორგანიზმზე ამ მავნე ჩვევათა ნეგატიური გავლენა მალევე შეწყდეს, ჭარბ წონასთან, არტერიულ ჰიპერტენზიასა (მაღალ წნევასთან) და ჰიპერქოლესტერინემიასთან (სისხლში ქოლესტერინის მომატებულ დონესთან) ბრძოლა ერთი დღის საქმე როდია, ის გარკვეულ პერიოდს მოითხოვს. მთავარი ის არის, რომ ყველა ამ პრობლემის მოგვარებაში დიეტა ერთდროულად იძლევა დადებით ეფექტს. ისიც აღსანიშნავია, რომ შიმშილობა ან მკაცრი დიეტები, რომლებითაც ხშირად ლამობენ წონის ერთბაშად დაკლებას, ინფარქტგადატანილებისთვის მიზანშეუწონელია, ყველაზე რაციონალურია თვეში 3-5კგ-ის დაკლება. სხეულის მასის ეტაპობრივად დაკლებით ინფარქტგადატანილი ადამიანი ნელ-ნელა, თანდათანობით ეგუება, ასე ვთქვათ, “ახალ სხეულს” და ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. ინფარქტგადატანილებისთვის სხვადასხვა დიეტა არსებობს, თუმცა ყველა საერთო პრინციპებს ეფუძნება. ეს ძირითადი პრინციპებია:

  • მიღებული საკვების კალორიულობის შემცირება;
  • ორგანიზმის ნახშირწყლებით გადატვირთვისაგან დაცვა (ანუ კანფეტების, ნამცხვრებისა და ცომეულის აკრძალვა);
  • ცხოველური ცხიმების შემცველი საკვების შეზღუდვა;
  • მარილის დღე-ღამეში 5 გ-მდე შეზღუდვა; მარილიანი, ცხარე და მწარე საკვების გამორიცხვა;
  • დღეში სულ ცოტა 1,5 ლიტრი წყლის დალევა;
  • საკვების ხშირად და მცირე ულუფებით მიღება (იმისათვის, რომ ადამიანი არ შეაწუხოს შიმშილის გრძნობამ, კუჭი სავსე იყოს, მაგრამ არაგადავსებული).

ამ პრინციპებზე დაფუძნებული დიეტა ეხმარება ინფარქტგადატანილ ადამიანს სხეულის მასის შემცირებაში, შესაბამისად, გულის კუნთზე დატვირთვაც საგრძნობლად მცირდება.

ფიზიკური აქტივობა ინფარქტის შემდეგ

ინფარქტგადატანილის რეაბილიტაციაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას. სამკურნალო ფიზკულტურა დიეტის მსგავსად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორგანიზმის ჯანმრთელობის აღდგენაში. სადღეისოდ ცივილიზებულ ქვეყნებში პაციენტთა ფიზიკური რეაბილიტაციით შესაბამისი კარდიოლოგიური ცენტრებია დაკავებული. ინფარქტგადატანილები ექიმ-სპეციალისტთა მეთვალყურეობით ასრულებენ შესაბამის ვარჯიშებს. სამწუხაროდ, საქართველოში ეს პრაქტიკა ბევრი მიზეზის გამო არ არსებობს და კლინიკიდან გამოწერილ პაციენტთა უმრავლესობას სახლში დამოუკიდებლად უწევს ვარჯიში. ისიც აღსანიშნავია, რომ ბევრი ამ რეკომენდაციას ზერელედ უყურებს და სრულებით არ ითვალისწინებს, ვერ აცნობიერებს ფიზიკური აქტივობის როლს რეაბილიტაციასა და ინფარქტის რეციდივის პროფილაქტიკაში. არადა ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას, ყოველდღიურ ვარჯიშსა და ფეხით სიარულს (დღეში 1-2-3 კმ-ის მანძილზე, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით) უდიდესი მნიშვენლობა აქვს გულის კუნთის გაკაჟება-გამაგრებისა და მთლიანად ორგანიზმის გაჯანსაღებისათვის.

ფსიქიკასაც სჭირდება რეაბილიტაცია

ინფარქტი მძიმე დაღს ასვამს ადამიანის ფსიქიკას. მისი გადატანის შემდეგ პაციენტები კარგა ხანს ვერ ივიწყებენ განცდილ შიშსა და შოკს, რაც მთავარია, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ ხშირად ეუფლებათ დეპრესია. ბევრი რამის აკრძალვა, დაავადების განმეორების (რეციდივის) შიში უიმედობას ჰგვრის პაციენტებს. როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება, რაღა აზრი აქვს მას საერთოდ ინფარქტის შემდეგ, როგორ უნდა გამოსწორდეს ორგანიზმის მდგომარეობა - ყველა ეს საკითხი მოსვენებას არ აძლევს ადამიანს. ბუნებრივი და გასაგებია, რომ ინფარქტდაგადატანილს ყველა შემთხვევაში ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და რეადაპტაცია ესაჭიროება. თუმცა ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ინდივიდუალურია, ზოგი ადვილად ართმევს პრობლემებს თავს, ადვილად ეგუება ახალ პირობებსა და წესებს, ზოგს კი ძალიან უჭირს ცხოვრების ახალ სტილზე გადასვლა. ამ დროს ფსიქოთერაპიის ერთადერთი ამოცანაა - არ დაუშვას პიროვნების პათოლოგიური ცვლილებები და ნევროზის განვითარება. ნევროზული დეზადაპტაცია ადვილად შესამჩნევია პაციენტის ახლობლებისა და ოჯახის წევრების მიერ. ეს სიმპტომებია:

  • ადვილად გაღიზიანება;
  • გუნება-განწყობის არამდგრადობა (ადამიანი ერთხანს თითქოს წყნარდება, მშვიდდება და ჩვეულ რიტმს მიჰყვება, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სასოწარკვეთასა და მტანჯველ ფიქრებში იძირება);
  • სხვადასხვა სახის ფობიები (ავადმყოფი საკუთარ გულზეა დაყურადებული, მთლიანად ორიენტირებულ-დამოკიდებულია გულისცემაზე), ეშინია მარტო დარჩენის, სასეირნოდ გამცილებლის გარეშე არ მიდის.

იპოქონდრიული ქცევისათვის დამახასიათებელია “დაავადებისაკენ გაქცევა”. პაციენტი დარწმუნებულია, რომ ინფარქტის შემდეგ ცხოვრება სრულფასოვანი ვეღარ გახდება, დაავადება უკურნებელია, რომ ექიმებს არ შეუძლიათ ყველა წვრილმანის შემჩნევა, ამიტომაც ის ხშირად უმიზეზოდაც თავად იძახებს სასწრაფო დახმარებას, ითხოვს დამატებით გამოკვლევასა და მკურნალობას. ზოგიერთს კი, ძლიერი სასოწარკვეთის გამო, ამის გაკეთებაც უშედეგო ეჩვენება. ამგვარად, ინფარქტის შემდეგ პაციენტის რეაბილიტაცია გულისხმობს არა მხოლოდ მისი ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენასაც.

ახალგაზრდა პაციენტებთან ფსიქიკურად დათრგუნვის ერთ-ერთი მიზეზი სქესობრივი ცხოვრებისადმი დაბრუნების საკითხზე შფოთვაცაა. იპოქონდრიულ სინდრომს ხშირად სწორედ ამ საკითხზე ფიქრი და დარდი აღრმავებს, როდის შეიძლება ინტიმური ცხოვრების განახლება, იქონია თუ არა ინფარქტმა სქესობრივ ფუნქციაზე გავლენა, ეს და სხვა საკითხები არ ასვენებთ ხოლმე ახალგაზრდა პაციენტებს. მოგეხსენებათ, ინფარქტის გაახალგაზრდავების გამო ეს პათოლოგია სულ უფრო ახალგაზრდა ასაკის მამაკაცებთან გვხვდება, შესაბამისად, სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრების საკითხიც მეტად აქტუალურია. მიოკარდიუმის გავრცობილი ინფარქტის დროს სქესობრივი ცხოვრების დაწყება დაახლოებით 2 თვეშია რეკომენდებული. ინფარქტგადატანილებთან სექსით დაკავების უკუჩვენება სტენოკარდია და მაღალი არტერიული წნევაა. ასეთ დროს საჭიროა ექიმ-კარდიოლოგთან კონსულტაცია. საზოგადოდ კი ცნობილია, რომ სექსი ინფარქტის შემდეგ არათუ დაშვებული, აუცილებელიც კია, ის ხომ დადებითი ემოციების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. შესაბამისად, ამ სფეროში გარკვეული პრობლემების აღმოცენების შემთხვევაში პაციენტებს დამატებითი მკურნალობაც ენიშნებათ ფსიქოთერაპიის, აუტოგენური წვრთნისა და ფსიქოფარმაკოლოგიური კორექციის სახით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამსახურში დროულად დაბრუნებასაც, საყვარელი საქმე უადვილებს ინფარქტგადატანილს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. დადებითი განწყობა და ემოციები კი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ფიზიკურ მდგომარეობაზე!