რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
თირკმლის გამოკვლევის მეთოდები

- განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან ქალისა და მამაკაცის შარდის ლაბორატორიული მაჩვენებლები?
- განსხვავდება. ნორმის ზედა ზღვარი მამაკაცებს უფრო მაღალი აქვთ, რაც კუნთოვანი ქსოვილის მეტი მოცულობით აიხსნება.


- იქნებ თირკმლის ფუნქციურ სინჯებზეც გვესაუბროთ. რისი განსაზღვრისათვის არის მოწოდებული ეს სინჯები და როგორ უნდა იქნეს აღებული შარდი ამ გამოკვლევისთვის?
- გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრა ყველაზე უკეთ ახასიათებს თირკმლის მოფუნქციე ქსოვილის მოცულობას. ეს მეთოდი გამოიყენება თირკმლის დაავადების სიმძიმისა და მიმდინარეობის შესაფასებლად. გარდა ამისა, მას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მედიკამენტების ადეკვატური დოზის შესარჩევად, რომლებიც თირკმელების საშუალებით გამოიყოფა. გორგლოვანი ფილტრაციის შესუსტება ან ძირითადი დაავადების პროგრესირებაზე მიუთითებს, ან იმ მდგომარეობის ნიშანია, რომელიც თირკმელების პერფუზიის დაქვეითებასთან არის დაკავშირებული. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის ინდექსად სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციას იყენებენ. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარესა და კრეატინინს შორის უკუკავშირი არსებობს. გორგლების მიერ ფილტრირებული კრეატინინის რაოდენობა დაახლოებით შეესაბამება თირკმელებით გამოყოფილი კრეატინინისას. გორგლოვანი ფილტრაციის დასადგენად საჭიროა, 24 საათის განმავლობაში (დილიდან დილამდე) მიღებულ შარდში განისაზღვროს ენდოგენური კრეატინინის საშუალო კლირენსი, ხოლო ვენიდან უზმოზე აღებულ სისხლში - კრეატინინის კონცენტრაცია.


- რომელი ინსტრუმენტული მეთოდებია მოწოდებული თირკმელების გამოსაკვლევად?
- ულტრაბგერითი გამოკვლევა, ასევე - რენტგენოლოგიური მეთოდები: მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, უროგრაფია, პიელოგრაფია, ცისტოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, თირკმელების ანგიოგრაფია, რადიოიზოტოპური გამოკვლევა.


- როდის მიმართავენ თირკმლის ულტრაბგერით გამოკვლევას? რა არის მისი ჩვენება? რისი დადგენა შეიძლება ამ გზით?
- თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა იმისთვის ტარდება, რომ განისაზღვროს თირკმლის ზომა, მდებარეობა, თირკმლის ქსოვილის ექოგენურობა (ამ უკანასკნელის მატება თირკმლის ქრონიკული დაავადების მაჩვენებელია), მენჯფიალათა სისტემის დილატაცია, თირკმელების პოლიკისტოზი, სითხის პერინეფრული დაგროვება; შესაძლებელია, გამოვლინდეს ობსტრუქცია, ჰიდრონეფროზი, კენჭი, კისტა, ესა თუ ის მოცულობითი წარმონაქმნი, შარდსასქესო ორგანოების განვითარების ესა თუ ის მანკი. ექოსკოპიის კონტროლით ხორციელდება თირკმლის ბიოფსია, ხდება თირკმლის სისხლძარღვების შესწავლა და ასე შემდეგ.


- რას გვაძლევს შარდის ბუშტის ულტრაბგერითი კვლევა?
- შარდის ბუშტის ულტრაბგერითი კვლევის ჩვენებაა შარდის ბუშტის განვითარების ანომალია, შარდის გამოყოფის დარღვევა, ცისტიტი, შარდის ბუშტის ტრავმა. ამ გზით შეიძლება შარდის ბუშტის კიბოსა და სხვა სიმსივნეების დიაგნოსტიკა.


- რა ინფორმაციას გვაწვდის დოპლეროგრაფია?
- შარდსასქესო ორგანოების დოპლეროგრაფია საშუალებას იძლევა შეფასდეს თირკმლის სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის სიჩქარე, გამოვლინდეს სტენოზი და ობლიტერაცია, აგრეთვე - შარდსასქესო სისტემის მსხვილი სისხლძარღვების ანევრიზმები. ეს მეთოდი უმტკივნეულოა, უკუჩვენება პრაქტიკულად არ აქვს.


- რენტგენოლოგიური კვლევის რომელ მეთოდებს მიმართავენ თირკმელების პათოლოგიის დროს, რას გვაძლევს ეს მეთოდები, როგორია მათი ჩატარების ჩვენება და უკუჩვენება? როგორ უნდა მომზადდეს პაციენტი გამოკვლევისთვის?
- უროგრაფია თირკმლის დაავადებების სადიაგნოზო საკმაოდ გავრცელებული ვიზუალური მეთოდია. უროგრაფიული მეთოდებია მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, ექსკრეტორული უროგრაფია, პიელოგრაფია, თირკმელების ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა. მიმოხილვითი რენტგენოგრაფია ტარდება, როდესაც ეჭვობენ შარდკენჭოვან დაავადებას ან სიმსივნეს. ექსკრეტორული უროგრაფია საშუალებას იძლევა, კონტრასტის ინტრავენური შეყვანით გამოვიკვლიოთ თირკმელების, შარდსაწვეთის, შარდის ბუშტის სტრუქტურა, გამოვავლინოთ თირკმლის პარენქიმის დაზიანება - ავთვისებიანი სიმსივნე, პაპილარული ნეკროზი, საშარდე სისტემის სიმსივნე, კენჭები, საშარდე სისტემის განვითარების ანომალიები, არტერიულ-ვენური მანკები. უროგრაფიის უკუჩვენებაა საკონტრასტო ნივთიერებაზე ალერგიული რეაქცია, თირკმლის უკმარისობა, დიაბეტური ნეფროპათია, ორსულობა. პიელოგრაფია საშუალებას გვაძლევს, ზუსტად განვსაზღვროთ ობსტრუქციის ადგილი და კონტურები, მოვახდინოთ ობსტრუქციული და არაობსტრუქციული ჰიდრონეფროზის დიფერენცირება. თირკმელების ანგიოგრაფია მეთოდია, რომლის საშუალებითაც შეიძლება შეფასდეს თირკმლის არტერიების მდგომარეობა. ამ მანიპულაციის დროს თეძოს არტერიაში შეჰყავთ კათეტერი და საკონტრასტო ნივთიერება, რის შემდეგაც იღებენ რენტგენული სურათების სერიას. ეს მეთოდი ნაჩვენებია თირკმლის სისხლძარღვოვანი არქიტექტონიკის, თირკმლის სისხლძარღვების შევიწროების ხარისხის დასადგენად, ეს უკანასკნელი კი ხშირად არის არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი. კომპიუტერული ტომოგრაფია მიზანშეწონილია ჩატარდეს ობსტრუქციის დროს, რომლის მიზეზი სიმსივნეა, ჰიდრონეფროზის დროს, როდესაც სხვა გამოკვლევები უეფექტოა, მოცულობით წარმონაქმნებზე, განსაკუთრებით კი ავთვისებიან სიმსივნეზე ეჭვის დროს, თირკმლის ტრავმის დროს. ამასთანავე, ის რეტროპერიტონეული სივრცის უფრო ეფექტური ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა.


- როდის მიმართავენ ენდოსკოპიურ გამოკვლევას?
- ენდოსკოპიური მეთოდი ფართოდ გამოიყენება შარდსასქესო ორგანოების დაავადებათა სადიაგნოზოდ და სამკურნალოდ. მისი მეშვეობით შესაძლებელია, ვიზუალურად ზედმიწევნით იქნეს გამოკვლეული ორგანოს ლორწოვანი გარსები და ღრუები.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
ტელეკომპანია PalitraNews-ი ახალ გადაცემას იწყებს, სახელწოდებით "არცოდნა აკრძალულია".
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თურმე ყავისა და სხვა კოფეინიანი სასმელების ხშირი სმა შარდკენჭოვანი დაავადების პროგრესს აჩქარებს.
მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი მიკროჩიპიანი ხელოვნური თირკმელი შექმნეს. ამ ბიოჰიბრიდულ მოწყობილობას შეეძლება
ლონდონის სამეფო საავადმყოფოში ჩატარდა გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ საჭმელ სოდას - ნატრიუმის ბიკარბონატს
კაკაო და მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც დაგვიცავს თირკმლის დაავადებებისაგან და განკურნავს დიაბეტით გამოწვეულ გართულებებს.
რა არის მოძრავი თირკმელი
მოძრავი, ცთომილი თირკმელი, მედიცინის ენაზე - ნეფროპტოზი, მდგომარეობაა, როცა მწოლიარე ადამიანის წამოდგომისას თირკმელი დაბლა იწევს. ეს ნორმიდან გადახრაა. მუცლის ღრუს ორგანოთა უმეტესობა ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, ჩვეულებრივ, მცირედით იწევს დაბლა, მაგრამ ეს თირკმელს არ ეხება. ის, წესისამებრ, ან უძრავია, ან ოდნავ იცვლის მდებარეობას. მოძრაობის ამპლიტუდა ძალიან მცირეა და არავითარ კლინიკურ სიმპტომს არ იწვევს.

თირკმელები საოცარი ორგანოა - ფილტრავს სისხლს, შთანთქავს მინერალებს, გამოყოფს შარდს, ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას, გამოიმუშავებს ჰორმონებს.
23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
18 ოქტომბერი 2016
მეცნიერებმა 16 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათ მოხალისეებში დნმ-ის მეთილირების დონე შეაფასეს.
დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ საყოფაცხოვრებო, სპორტულ, სპეციალურ სამუშაო, საბავშვო, სამხედრო, სამკურნალო და სხვა ფეხსაცმელს.

ფეხსაცმელი უნდა პასუხობდეს ჰიგიენურ პრინციპებს:

1) ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობა, უზრუნველყოს ფეხსაცმლის სივრცის მიკროკლიმატი, მისი ვენტილაცია;

ჭარბი წონის გამო ადამიანი მომხიბვლელობას რომ კარგავს და ვეღარც სასურველ სამოსს იხდენს, მყისვე დიეტას მიმართავს. სწრაფი შედეგის ეშხით, ამ დროს უმთავრესია, ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.

საშიში
შიმშილი: წონის დაკლების ყველაზე ექსტრემალური და მავნე ხერხია - სრულიად არაფრის ჭამა; შიმშილი - ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ძალიან ხშირად, “სადაც წვრილია, იქ წყდება”, ანუ თუ ორგანიზმში რაიმე სუსტი ადგილია, ის ზიანდება.

დაავადებული სახსრების მოვლა, სხვა პათოლოგიათა მსგავსად, რამდენიმე რჩევის გათვალისწინებასა და საჭირო ღონისძიებათა პერიოდულ თუ მუდმივ გატარებას გულისხმობს, რაც არც ისე ძნელია.

იკვებეთ ორგანიზმის სასიკეთოდ
სახსრების დაავადებებისას ერიდეთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ეცადეთ, მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ვაშლი, ქლიავი, ლიმონი, მოცვი და ქაცვი.