რომელი საკვებია სასარგებლო თირკმელებისთვის
! და მხოლოდ ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი, გადაუმუშავებელი პროდუქტებისგან კი არ წმენდს მას, არამედ უზრუნველყოფს ჰომეოსტაზსაც - ორგანიზმის შიდა გარემოს მუდმივობას, მონაწილეობს ასევე არტერიული წნევის რეგულაციაში, ხოლო ღვიძლის დაზიანებისას მის ფუნქციას ნაწილობრივ საკუთარ თავზე იღებს. რომელი საკვებია სასარგებლო თირკმელებისთვის:
• A ვიტამინის შემცველი პროდუქტები, რომელთა შთანთქმა თირკმელებს უხვად შეუძლიათ და ამით ძალიან კმაყოფილიც დაგრჩებიან. ა ვიტამინის დიდ ნაწილს ჩვენი ორგანიზმი კაროტინისგან ასინთეზებს. მისი წყაროებია: სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ქაცვი, ოხრახუში, ჭინჭარი, ხახვი და ქინძი.
• თირკმელებისთვის მეტად სასარგებლოა გოგრა: მისი პიურე, ფაფა და წვენი. გოგრას აქვს შარდმდენი მოქმედება, არ აღიზიანებს თირკმელსა და შარდგამომყოფ გზებს. ასეთივე არაჩვეულებრივი თვისებები აქვთ საზამთროსა და ნესვს, ოღონდ - ნაკლებად ტკბილ ჯიშებს. გარდა ამისა, თირკმელებისთვის სასარგებლოა ვაშლი და ქლიავი.
• თირკმელები ნეტარებენ, როცა ადამიანი ოთხზე დგას. მუხლ-იდაყვის პოზა მათთვის მეტად კომფორტულია: ეს პოზა ხელს უწყობს შარდის დინების ნორმალიზებას.
• თირკმელებს ძალიან მოსწონთ, როცა ადამიანი ბევრს მოძრაობს - ცეკვა, თხილამურებით სრიალი, ვარჯიში მათთვის მეტად სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, ამ დროს ადამიანი სეზონისა და ამინდის შესაბამისად უნდა იყოს ჩაცმული.
ავტორი დევი დევიძე
იხილეთ სხვა სტატიები რუბრიკაში ნეფროლოგია