ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - მეტაბოლური სინდრომი, რას გვირჩევს ექიმი? (ნახეთ ვიდეო) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - მეტაბოლური სინდრომი, რას გვირჩევს ექიმი? (ნახეთ ვიდეო)

რომლის დროსაც იმატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ხშირად იწყება მოზრდილთა ასაკში, ხანგრძლივად რჩება შეუმჩნეველი და შედეგად იწვევს ათეროსკლეროზს, დიაბეტს და არტერიულ ჰიპერტენზიას. ხშირად პაციენტები არ აქცევენ ყურადღებას ჭარბ წონას, გლუკოზის მომატებულ დონეს და ნორმის ზედა ზღვარზე მყოფ არტერიულ წნევას. პაციენტები ექიმს მიმართავენ მხოლოდ მაშინ, როცა ამ ფაქტორთა ერთობლიობა იწვევს სერიოზულ დაავადებას. ამიტომ მნიშვნელოვანია რისკ-ფაქტორების გამოვლენა და კორექცია მანამ, სანამ ისინი გამოიწვევენ გულ-სისხლძარღვთა მძიმე პათოლოგიებს.

როგორ ხდება მეტაბოლური სინდრომის გამოვლენა?

მთავარი და აუცილებელი კრიტერიუმია აბდომინური გაცხიმოვნება ანუ ცხიმოვანი ქსოვილის უპირატესი დაგროვება მუცლის მიდამოში.

აბდომინური გაცხიმოვნების დადგენა ძალიან მარტივია. საკმარისია გავზომოთ წელის გარშემოწერილობა.

აბდომინური გაცხიმოვნების მაჩვენებლები არის წელის გარშემოწერილობა კაცებისთვის 94, ხოლო ქალებისთვის - 80 სანტიმეტრზე მეტი. გაცხიმოვნება შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ჭარბმა კვებამ და ცხოვრების არასწორმა წესმა, არამედ სერიოზულმა გენეტიკურმა ან ენდოკრინულმა დაავადებებმაც. ამიტომ ჭარბწონიანმა ადამიანებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართონ ენდოკრინოლოგს გაცხიმოვნების მეორადი ფორმების გამოსარიცხად.

მეტაბოლური სინდრომის გამოვლენის დამატებითი კრიტერიუმები:

  • არტერიული ჰიპერტენზია

არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება სისხლის წნევის ისეთი მაჩვენებლები, როცა სისტოლური არტერიული წნევა აღემატება 130-ს, ხოლო დიასტოლური - 80მმ ვწყს-ს.

  • ლიპიდური სპექტრის დარღვევა

საჭიროა ჩატარდეს სისხლის ბიოქიმიური ანალიზი ტრიაცილგლიცერიდების, ქოლესტერინისა და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის დონეების განსაზღვრისთვის.

  • ნახშირწყლების ცვლის დარღვევა

ნახშირწყლების ცვლის დარღვევად ფასდება სისხლში გლუკოზის დონის მომატება უზმოზე 5.6 მილიმოლ/ლიტრზე მეტად.

ზოგ შემთხვევაში მეტაბოლური სინდრომის დიაგნოსტიკისთვის ექიმი ნიშნავს დამატებით გამოკვლევებს, ესენია:

  • არტერიული წნევის დღიური მონიტორინგი;
  • ეკგ;
  • გულისა და სისხლძარღვების ულტრაბგერითი კვლევა;
  • ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის კვლევა;
  • ჭამიდან 2 საათში სისხლში გლუკოზის განსაზღვრა.