თუთია + ვიტამინი B2 = ძლიერ იმუნიტეტს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
თუთია + ვიტამინი B2 = ძლიერ იმუნიტეტს
თუთია + ვიტამინი B2 = ძლიერ იმუნიტეტს
თუთიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უჯრედთა რეგენერაციისთვის (განახლებისათვის), ამის გამოა, რომ თუთიის დეფიციტის პირობებში ჭრილობები ცუდად (ძალიან ნელა) ხორცდება. აღნიშნული ელემენტი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ფუნქციობისა და მავნე მიკროორგანიზმთა (ბაქტერიებისა და ვირუსების) ზრდის დათრგუნვისათვის. ვიტამინი B2 ზრდის თუთიის ბიოშეღწევადობას - ეს ნიშნავს იმას, რომ მიკროელემენტი სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეუცვლელი სახით ხვდება. ვიტამინ B2-ის სხვა სახელწოდებაა რიბოფლავინი, ასევე "სილამაზის ვიტამინი", რადგან ის პასუხისმგებელია ორგანიზმში უმნიშვნელოვანესი ჟანგვა-აღდგენითი სისტემების ფუნქციობაზე.

რომელი პროდუქტები შეიცავს თუთიასა და ვიტამინ B2-ს

თუთიას დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე ბოსტნეული (ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო,
ლობიო), ასევე ნიგოზი და პარკოსნები. მას შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც, მაგალითად, თევზი და ზღვის პროდუქტები.

თუთიით მდიდარი პროდუქტების საკვებად გამოყენება სასარგებლო იქნება (შესაბამის ეფექტს მოგიტანთ), თუ მათ ვიტამინ B2-ით მდიდარ პროდუქტებთან ერთად მიირთმევთ. ესენია კვერცხი, ღვიძლი, რძე, ხაჭო, სოკო, წიწიბურა და ნუში.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
05-04-2018
ნახველი ის გამონაყოფია, რომლის შედგენილობასა და თავისებურებებზე აისახება სასუნთქი სისტემის (და არამხოლოდ მისი) ესა თუ ის პათოლოგია.
04-03-2018
ხაჭაპური, ელარჯი, პიცა, ყველის სხვადასხვა სახეობა, ბერძნული სალათი ნაზი ფეტათი-ყველასთვის საყვარელი და
21-05-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ორგანიზმში წარმოდგენილ ელემენტებს შორის კალციუმს მეხუთე ადგილი უპყრია (ნახშირბადის, ჟანგბადის, წყალბადისა და აზოტის შემდეგ),
მეტაბოლური სინდრომი არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა კომპლექსი,
კალციუმი ადამიანის ორგანიზმში გავრცელებული მაკროელემენტია. ის აუცილებელია გულისა და ძვლების
ცილა (პროტეინი) ორგანიზმის საშენი მასალა, ძვლოვანი და კუნთოვანი მასის საფუძველია.
რა უნდა მიირთვას ბიჭმა, რომ საჭირო ვიტამინების დღიური ნორმა
კალციუმი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი ძირითადი მიკროელემენტია.
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად