რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
წყალი ჩვენს ორგანიზმში

- რა იწვევს ჰიპერჰიდრატაციას?
- ჰიპერჰიდრატაცია ანუ მდგომარეობა, როცა ორგანიზმი გადატვირთულია სითხით, ვითარდება მაშინ, როცა მიღებული სითხის რაოდენობა აჭარბებს გამოყოფილი სითხის რაოდენობას. აღნიშნულს კი განაპირობებს სითხის ძალზე ჭარბი მიღება ან დაავადებები, რომელთა დროსაც ორგანიზმში სითხის შეკავება ვითარდება. ხშირად სითხის შეკავება იწვევს სისხლძარღვებში წნევის მატებას, სითხის გაჟონვას ქსოვილებში და შეშუპების აღმოცენებას. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ჰიპერჰიდრატაციას ხშირად თან ახლავს სისხლში ნატრიუმის შემცველობის დაქვეითება ანუ ჰიპონატრიემია, რაც ორგანიზმისათვის საკმაოდ არასასურველი მდგომარეობაა, მის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტვინის უჯრედები. დადგენილია, რომ ჭარბი რაოდენობით წყლის მიღება ჩვეულებრივ არ იწვევს ჰიპერჰიდრატაციას,  თუ ენდოკრინული სისტემა, თირკმელი, ღვიძლი და გული ნორმალურად ფუნქციონირებენ. ცნობილია, რომ თუ თირკმელი ჯანმრთელია, ორგანიზმს წყლის გამოყოფის საკამოდ დიდი შესაძლებლობები აქვს. ჰიპერჰიდრატაცია მრავალ ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მისი ყველაზე ხშირი მიზეზი გულის უკმარისობაა. ჰიპერჰიდრატაციას იწვევს თირკმლის დაავადებებიც. ზოგჯერ ორგანიზმში დიდი რაოდენობით წარმოიქმნება ანტიდიურეზული ჰორმონი - ჰორმონი, რომელიც თირკმელში სითხის უკუშეწოვას იწვევს. ანტიდიურეზული ჰორმონის ჭარბი სეკრეციის მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ფილტვების ანთება ან ინსულტი, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატი, მედიკამენტი კარბამაზეპინი. ზომიერი ჰიპერჰიდრატაციის მიზეზი შეიძლება გახდეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული (არაჰორმონული) პრეპარატები და ნატრიუმით მდიდარი საკვები. ჰიპერჰიდრატაციის რისკი იზრდება ინტრავენურად სითხეების ინტენსიური შეყვანისას.


- როგორ ვლინდება ჰიპერჰიდრატაცია, რას ემყარება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
- ჰიპერჰიდრატაცია, რომელსაც თან ახლავს ორგანიზმში სითხის მოცულობის ზრდა, კლინიკურად ხშირად ქვემო კიდურების შეშუპებით ვლინდება. თუ პაციენტი მწოლიარეა, შეშუპება გავის არეშია ლოკალიზებული. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სიმპტომატიკა ყოველთვის არ არის დაკავშირებული ჰიპერჰიდრატაციასთან. ამის თვალსაჩინო მაგალითია ქვემო კიდურების შეშუპება ვენური უმარისობისას. გარდა შეშუპებისა, ჰიპერჰიდრატაციისას ყურადღებას იპყრობს ქოშინი, ხშირად ის ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის ან წოლის დროს. აღნიშნული სიმპტომების არსებობისას ექიმი იწყებს კვლევას ჰიპერჰიდრატაციის მიზეზების დასადგენად, რისთვისაც ტარდება კვლევები გულის, თირკმლის, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენის მიზნით. ჰიპერჰიდრატაციის მკურნალობის ძირითადი პრინციპია სითხის მიღების შემცირება და ორგანიზმში დაგროვილი ჭარბი სითხის გამოყოფის სტიმულაცია. ამ მიზნით ინიშნება დიურეზული საშუალებები ანუ შარდმდენები. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ჰიპერჰიდრატაციის გამომწვევი დაავადების მკურნალობა, მიზეზის კორექცია.


- რომელ ელექტროლიტებს შეიცავს ორგანიზმი და როგორ შეიძლება შეიცვალოს მათი შემცველობა?
- ორგანიზმის უმთავრესი ელექტროლიტებია ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ქლორი, ფოსფატები და კარბონატები. მართალია ნებისმიერი მათგანის შემცველობა შეიძლება გაიზარდოს ან დაქვეითდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები ნატრიუმის, კალიუმის ან კალციუმის დონის ცვლილებისას ვითარდება. როგორც წესი, ელექტოლიტების შემცველობის ცვლილება დაკავშირებულია ორგანიზმში წყლის შემცველობის ცვლილებებთან.


- როგორია ექიმის ტაქტიკა ელექტროლიტების შემცველობის დარღვევისას და ვის ემუქრება ელექტროლიტების ცვლის მოშლა?
- ელექტროლიტური ცვლის დარღვევის დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება სისხლში ან შარდში ელექტროლიტების შემცველობის განსაზღვრა და სპეციალური კვლევები, რომლებიც გვეხმარებიან აღნიშნული დარღვევების მიზეზთა დადგენაში. ზოგიერთი ელექტროლიტების შემცველობის დაქვეითებისას,  მაგალითად ჰიპოკალიემიის ან ჰიპონატრიემიის შემთხვევაში, პაციენტებს ურჩევენ აღნიშნული კომპონენტებით მდიდარი საკვების მიღებას. არის შემთხვევები, როცა საჭირო ხდება ელექტროლიტების ინტრავენური შეყვანა. ელექტროლიტების შემცველობის მატებისას რეკომენდებულია მეტი სითხის მიღება ან ინტრავენური შეყვანა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ელექტროლიტური ცვლის დარღვევის გამომწვევი დაავადებების მკურნალობას. ითვლება, რომ ელექტროლიტების ცვლის მოშლა უფრო ხშირია ხანშიშესულ პირებში, რაც დაკავშირებულია ჰიპერ- ან ჰიპოჰიდრატაციის უფრო მაღალ რისკთან. აღნიშნულის მიზეზია ასაკის მატებასთან ერთად თირკმლის ფუნქციის გაუარესება. ელექტროლიტების ცვლის მოშლის რისკს ზრდის გარკვეული მედიკამენტების, მაგალითად შარდმდენების ან საფაღარათოების, ინტენსიური გამოყენება, საკვებისა და სითხის არაადეკვატური მიღება, რაც ხანშიშესულ ასაკთანაა დაკავშირებული. ამას ემატება მრავალი ქრონიკული დაავადება და ცხელებით, ღებინებით ან ფაღარათით მიმდინარე ნებისმიერი პათოლოგია.


- რა არის და როგორი სიმპტომებით ვლინდება ჰიპონატრიემია?
- ჰიპონატრიემია არის მდგომარეობა, როცა სისხლში ნატრიუმის შემცველობა დაქვეითებულია (ნაკლებია 135 მექვ/ლ-ზე). ნატრიუმი, როგორც ელექტროლიტი, მონაწილეობს ორგანიზმსა და მის ქსოვილებში სითხის შემცველობის რეგულაციაში. ის განაპირობებს სისხლის ნორმალური წნევის შენარჩუნებას, ნერვებისა და კუნთების ადეკვატურ მუშაობას, არეგულირებს წყლის ნორმალურ ბალანსს. ორგანიზმში ნატრიუმის იონის შემცველობის დაქვეითებისას იზრდება სითხის შეღწევადობა უჯრედებში და ვითარდება უჯრედების შეშუპება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობას წარმოადგენს ტვინის შეშუპება. დადგენილია, რომ ქრონიკული ჰიპონატრიემიისას, როცა ნატრიუმის შემცველობა თანდათან და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქვეითდება, სიმპტომები ზომიერადაა გამოხატული. მწვავე ჰიპონატრიემიისას კი, როცა ნატრიუმის შემცველობა სწრაფად ეცემა, შესაძლებელია სერიოზული გართულებების, მათ შორის ტვინის შეშუპების აღმოცენება, რაც კომისა და ხშირად სიკვდილის მიზეზია. კლინიკურად ჰიპონატრიემია შეიძლება გამოვლინდეს გულისრევით, ღებინებით, თავის ტკივილით, ძილიანობით, სისუსტით, მადის კარგვით, მოუსვენრობითა და გაღიზიანებადობით, კუნთების სისუსტით, სპაზმით, მტკივნეული შეკუმშვით, გულყრით, ცნობიერების დარღვევითა და კომით. გართულების რისკი უფრო დიდია ქალებში პრემენოპაუზურ ასაკში, რასაც მკვლევარები უკავშირებენ ნატრიუმის ბალანსზე ქალის სასქესო ჰორმონების მარეგულირებელი გავლენის დარღვევას.



თარიღი : 13-09-2014
lilia
გამარჯოაბთ,გთხოვთ მიპასუხოთ.. ჩემი ოჯახა ვიყავით წყლის დიეტაზე ,ანუ 12 საათემდე ვსვამდით 2 ლიტრ წყალს. ი..და 6 მერე არ ვჩამდით.მამაემს 15 დღის მერე ალბათ 10 წელი ცჰამოაკლდა ისე ლამაზად მოუხდა,და დზალიან დაიკლი,,,თვითონ არის 140 კგ და თკვენ ვერ წარმოიდგენთ ოგორ დაეტყო..15დხის მერე არის შედეგი...დედაჩემსაც მოუხდა...მაგრამ მე ბრმანაწლავის ოპერაცია მექნა სასწრაფოდ გასაკეთებელი,,,მე მაგას დავაბრალე , ????შეიძლება 2 ლიტრი წყლის დალევა 12 საათემდე განაწილებულად? დზალიან მაგარი ეფექტი აკვს და მინდა მასე დავილო,რაფერში არ ვარ შეზYუდული და გადასარევად იკლებ...თუ არ არს საშიში?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" საქველმოქმედო პროექტის #ქველმოქმედებამარტივია ფარგლებში ნოემბრისა და დეკემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი 5 022 ლარი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს გადასცა.
"ძალ­იან მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესში პაციენტის თანამონაწ­ილეობა. ეს წიგნი სწორედ ამას გასწავლით...
ზამთრის მზე, ულტრაიისფერი გამოსხივების თვალსაზრისით, ზაფხულისაზე არანაკლებ საშიშია. ზამთარში ზოგჯერ ის უფრო ინტენსიურიცაა. ამასთან, წელიწადის ამ დროს სხეული ტანსაცმლითაა დაფარული, ხოლო თვალები მზის ზემოქმედების ქვეშ მთელი დატვირთვით ხვდება.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საკვების საფუძვლიანად დაღეჭვა მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს ამცირებს. ამ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები ნიიგატას უნივერსიტეტიდან. მათ ღეჭვის ფუნქციის უნარი და გავლენა ორგანიზმზე
სიმსუქნის გამო სულ უფრო მეტი ბავშვი იბადება პრობლემებით. დასავლეთის სამყაროს დიდი ნაწილი სიმსუქნის ეპიდემიამ მოიცვა, რამაც მომავალი თაობისთვის კატასტროფული შედეგი შეიძლება მოიტანოს.
დღის განმავლობაში მისაღები წყლის აუცილებელი რაოდენობა შეადგენს, წლის ცივ პერიოდში, 1 კილოგრამ წონაზე, 30 მილილიტრს, ხოლო ზაფხულში, 40 მილილიტრს 1 კილოგრამ წონაზე.
დედამიწა, სხვა მიკროელემენტების მსგავსად, იოდსაც შეიცავს, მისი ყველაზე დიდი ნაწილი იაპონიასა და ჩილეშია თავმოყრილი. ჩვენს ორგანიზმს მხოლოდ ნიადაგში, საკვებსა და წყალში არსებული იოდის შეწოვა შეუძლია.

იოდის კონცენტრატორები
იოდს დიდი ოდენობით შეიცავს ზოგიერთი იოდის კონცენტრატორად წოდებული წყალმცენარე - ისინი ნიადაგიდან ისეთი ტემპით აგროვებენ ამ ელემენტს, რომ მათი ხელის მოჭერითაც კი შესაძლებელია იოდის მიღება.

დაახლოებით 40 წლიდან ქალები წონის მატებას იწყებენ. ბევრი ამ მოვლენას მტკივნეულად განიცდის, ვერ ხვდება, სად შეცდა, თითქოს ისევ ჩვეული ულუფებით იკვებება, მაგრამ მაინც სუქდება.

რა პრობლემასთან გვაქვს საქმე?
ზოგი ქალი წონის მატებაში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ადანაშაულებს, რაც ყოველთვის სწორი არ არის. მართალია, ეს პაწაწინა ორგანო გარკვეულწილად ორგანიზმში კალორიების გამნაწილებელია, მაგრამ სიმსუქნეს ყოველთვის მის არასწორ მუშაობას ვერ დავაბრალებთ. საბედნიეროდ, სისხლის ანალიზით ადვილად დგინდება ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა და წონის მატებაში მისი წვლილი. შეიძლება მართლაც დარღვეული იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობა და მაშინ აუცილებელი იქნება მკურნალობა.

რითია სასარგებლო ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი В9). სხვა ვიტამინებზე უკეთ აღადგენს იმუნიტეტს და ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
21 ოქტომბერი 2016
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
13 სექტემბერი 2016
1. საფეხურებზე სიარული.

კიბეზე ასვლისას ადამიანი წუთში 11 კალორიას წვავს.
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
ხახვი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია და მრავალი დაავადების სამკურნალო, ეფექტურ ბუნებრივ წამალსაც წარმოადგენს.
გაგიგონიათ ალბათ, შიშს დიდი თვალები აქვსო. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ორგანული დაავადება, რომელზეც შიში მანკიერად არ მოქმედებს.