გაზაფხულის ჰიპოვიტამინოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაზაფხულის ჰიპოვიტამინოზი

ზამთარში თითქოს სრულფასოვნად, მრავალფეროვნად ვიკვებებოდით, რეგულარულად მივირთმევდით ხილსა და ბოსტნეულს... საქმე ის არის, რომ სათბურებში გამოზრდილი ბოსტნეული ვიტამინების უხვი შემცველობით არ გამოირჩევა, სათავსში დიდხანს შენახულ ხილში კი თითქმის ყველა ვიტამინი დაშლილი და გამქრალია, ამიტომ გაზაფხულის ჰიპოვიტამინოზი პრაქტიკულად ყველას გვემუქრება. იმასაც შეგახსენებთ, რომ ვიტამინების საჭირო ულუფის მისაღებად ყოველდღიურად 2 კგ-ზე მეტი ხილი, კენკრა და ბოსტნეული უნდა მიირთვათ. ასე რომ, რეალობას თვალი გაუსწორეთ და ჰიპოვიტამინოზის აღმოფხვრაზე დროულად იზრუნეთ.

წინათ გაზაფხულის ავიტამინოზად წოდებული პათოლოგიური მდგომარეობა ბოლო ხანს გადაიხედა და სახელი შეიცვალა - გაზაფხულის ჰიპოვიტამინოზი. ამგვარი სახელწოდება უფრო მართებულია, ვინაიდან ავიტამინოზი ამა თუ იმ ვიტამინის მწვავე უკმარისობას ან სრულ არარსებობას ნიშნავს, რომელსაც ზოგჯერ ლეტალურ შედეგამდე მივყავართ და თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, მედიკოსთა თქმით, ძალზე იშვიათია. აი, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა კი, რომელსაც ჰიპოვიტამინოზს ვუწოდებთ, დღეს თითქმის საყოველთაო პრობლემაა. ჰიპოვიტამინოზი ასუსტებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს გაციებას, ავადმყოფობას, ორგანიზმის დაუძლურებასა და მომატებულ გაღიზიანებადობას იწვევს. გაქვთ თუ არა ვიტამინების ნაკლებობა, ამის განსაზღვრა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. ამისთვის უპასუხეთ (“კი” ან “არა”) ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

  • ხშირად ცივდებით?
  • შეუძლოდ ყოფნა ხშირად გირთულდებათ სხვადასხვა პათოლოგიით, რომლის შემდეგაც ორგანიზმი დიდხანს ვერ ახერხებს გამოჯანმრთელებას?
  • ხშირად განიცდით დისკომფორტს ან გეუფლებათ აპათია?
  • დეპრესია თქვენი ცხოვრების წესად იქცა?
  • ხშირად ღიზიანდებით და ჩხუბობთ?
  • სწრაფად იღლებით და ხშირად ვერ ახერხებთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას?
  • უყურადღებო ხომ არ გახდით, ხშირად ხომ არ გავიწყდებათ მნიშვნელოვანი რამეები?
  • კბილების გამოხეხვისას ღრძილებიდან სისხლი ხომ არ გდით?
  • კანი ხომ არ გამოგიშრათ, ფრჩხილების აშრევებასა და თმის გამყიფებას ხომ არ ამჩნევთ?
  • ხომ არ გაგიმწვავდათ რომელიმე ქრონიკული დაავადება?

თუ ორ კითხვაზე მაინც გაეცით დადებითი პასუხი, ეს იმას ნიშნავს, რომ გაზაფხულის ჰიპოვიტამინოზი გაქვთ. შეგახსენებთ, ამა თუ იმ სიმპტომს კონკრეტული ვიტამინის ნაკლებობა იწვევს და თქვენც სწორედ მისი მარაგი უნდა შეივსოთ. A ვიტამინის ნაკლებობა იწვევს თმისა და კანის  გამოშრობას, ფრჩხილების მტვრევა-აშრევებას, მხედველობის პრობლემებს  (სინათლე მტკივნეულად აღიქმება, თვალებში “ქინქლები” ჩნდება), საჭმლის მომნელებელი სისტემის  დარღვევებს, აქვეითებს იმუნიტეტს. მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება სტაფილოთი, გარგარით, ჭინჭრით, ჭარხლით, გოგრით, წითელი წიწაკით, პომიდვრითა და სიმინდით. C ვიტამინის ნაკლებობისას თავს იჩენს ღრძილებიდან სისხლდენა, სისხლძარღვთა სიმყიფე, რის გამოც კანზე სისხლძარღვოვანი ბადეები ან ვარსკვლავები ჩნდება. გარდა ამისა, C ვიტამინის ნაკლებობის დროს ადამიანი ხშირად ცივდება, ადვილად ავადდება ვირუსული და სხვა ინფექციებით, ვეღარც გული მუშაობს სათანადო რეჟიმში. C ვიტამინის მარაგის შევსება შეიძლება ციტრუსებით, პარკოსნებით, ასკილით, შავი მოცხარით, მწვანილით, ბულგარული წიწაკით, ქაცვით, ვაშლით, ჟოლოთი და მაყვლით, კარტოფილითა და კომბოსტოთი. K ვიტამინის ნაკლებობა ვლინდება ცხვირიდან უმიზეზო სისხლდენით. დეფიციტი შეგიძლიათ აღმოფხვრათ სოიის ცხიმით, მზესუმზირათი, თევზის ქონით, ღვიძლით, კვერცხით, გოგრით, მწვანილით, პომიდვრითა და ბარდით. E ვიტამინის უკმარისობის დროს  ზიანდება მხედველობა (რეტინოპათია ანუ ბადურას პათოლოგიაც კი ჩნდება), ვლინდება ჰემოლიზური ანემია (ანუ ერითროციტები იშლება). E ვიტამინის მარაგის შესავსებად უნდა მიირთვათ მცენარეთა მწვანე ფოთლები, კვერცხი, მცენარეული ზეთი, ასევე ასკილის ნაყენი. B1 ვიტამინის ნაკლებობა გუნება-განწყობის მკვეთრი ცვალებადობის მიზეზია. ირღვევა ძილი, ხშირად იჩენს თავს უმიზეზო გულისრევა და ღებინება. კიდევ ერთი ძირითადი სიმპტომია პირის ღრუს სიმშრალე და მუქი წითელი ფერის ენა. თუ ამ ნიშნებს შეამჩნევთ, სასწრაფოდ გაიმდიდრეთ რაციონი ბრინჯით, წიწიბურათი, ნიგვზით, პარკოსნებით, კვერცხით, ქერით, შვრიით, პურპროდუქტებითა და ხორცით. B2 ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში სახეზე ჩნდება გამონაყარი, ზიანდება მხედველობა. ამ ვიტამინის ნაკლებობასთან ბრძოლა შეიძლება ცოცხალი (უმი) ბოსტნეულით, მარცვლოვნებით, საფუარით, კვერცხით, ხორცით, რძითა და თევზით. PP ვიტამინის ნაკლებობა ხშირად იწვევს ყურადღების დეფიციტს, დაბნეულობას (დემენციას), კანზე ჩნდება პიგმენტური ლაქები, ვითარდება დერმატიტი, ირღვევა საჭმლის მონელება. PP ვიტამინს უხვად შეიცავს მოხარშული ხორცი, ღვიძლი, თირკმელები, კვერცხი, ყველი, გამომშრალი სოკო, ლუდის საფუარი, ლობიო, შავი ქლიავი, თევზი, ფრინველის ხორცი. D ვიტამინის დეფიციტის დროს სუსტდება ძვალსახსროვანი სისტემა, ირღვევა ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურა, თირკმლის ფუნქცია. პრობლემას თავიდან აიცილებთ, თუ რაციონში რეგულარულად ჩართავთ რძის ნაწარმს, კვერცხსა და თევზს. მაქსიმალური სარგებლობა რომ მოგიტანოთ, ეს პროდუქტები ახალი უნდა იყოს. იმასაც შეგახსენებთ, წვისა და ხარშვისას ვიტამინების დიდი ნაწილი იშლება, ამიტომ ეცადეთ, ხილი და ბოსტნეული უმად მიირთვათ ან ორთქლზე მოამზადოთ. დაბოლოს, გაზაფხულის ჰიპოვიტამინოზის აღმოსაფხვრელად ჩაიტარეთ თქვენთვის ოპტიმალური პოლივიტამინების ერთ- ან ორთვიანი კურსი. ამასთან, ძალთა მოზღვავებისათვის მხოლოდ საკვები რაციონის კორექცია არ არის საკმარისი. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი, გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა. ეს  ყველაფერი გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას, ცხოვრებაც უფრო მშვენიერი მოგეჩვენებათ და გაზაფხულის მოსვლაც გაგახარებთ!