მივიღოთ თუ არა იმუნოსტიმულატორები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მივიღოთ თუ არა იმუნოსტიმულატორები

.

დღეისათვის არსებული იმუნოსტიმულატორები ახდენს იმუნური რეაქციის აქტივაციას ბიოქიმიურ დონეზე. თუმცა მათი რეალური სარგებელი და მოგვიანებითი შედეგები საკმაოდ რთული და ნაკლებად შესწავლილი სფეროა, იმდენად რამდენადაც შედარებით მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი იმუნიტეტის მექანიზმების შესახებ და მეცნიერები ყოველწლიურად ახალ-ახალ ცნობებს იღებენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე. ამიტომ დარწმუნებით და დაბეჯითებით "შეუსწავლელი" იმუნური სისტემის ზოგადი სტიმულაციის უსაფრთხოებაზე საუბარი ძნელია.

განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო ბავშვებში იმუნოსტიმულატორების პროფილაქტიკური გამოყენებისა და ანტივირუსული პრეპარატებით გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადების მკურნალობისას.

იმუნური სისტემის ჰიპერაქტივაცია საშიშია და იგი ისეთივე არასასურველია, როგორც იმუნოდეფიციტი.

ადამიანის ორგანიზმი ნორმალურად ფუნქციონირებს იმუნური სისტემის ბალანსის პირობებში. როდესაც ადამიანი იწყებს მის სტიმულაციას, შესაბამისი ფაქტორების არსებობის პირობებში, ეს შეიძლება დასრულდეს პათოლოგიური ანთებით, იმუნური აგრესიის გაშვებით ჯანმრთელ ქსოვილზე, იმუნური სისტემის ჰიპერაქტივაციით და თეორიულად (იშვიათ შემთხვევებში) აუტოიმინური ან ონკოლოგიური დაავადებების განვითარებით.

თუ ახლო ნათესავებიდან ვინმეს აქვს რომელიმე აუტოიმუნური დაავადება (რევმატოიდული ართრიტი,ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, შეგრენის სინდრომი, გაფანტული სკლეროზი და სხვა.), ასეთ დროს, არანიარ პირობებში არ ღირს რაიმე იმუნომასტიმულირებელი საშუალების მიღება.

თუ ჯიუტად შევეცდებით საკუთარი იმუნური სისტემის სტიმულირებას, ეს შეიძლება დასრულდეს აუტოიმუნური დაავადების დებიუტით.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა სამკურნალო საშუალებას გააჩნია გვერდითი ეფექტი.

სჯობს, სწორად იკვებოთ, მიირთვათ ბევრი ხილი და ბოსტნეული, მოიწესრიგოთ ძილი, რეგულარულად ივარჯიშოთ, ბევრი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე და იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე