კალციუმი - ზომიერება საჭიროა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კალციუმი - ზომიერება საჭიროა

რა ხდება მსოფლიოში

პორტუგალიაში რძის ნაწარმის სადღეღამისო მოხმარების მაჩვენებელი 100 გრამია, ინდოეთში - 130 გრამი, ფინეთში - 980 გრამი, ისრაელში - 520 გრამი. დაკვირვებამ დაადასტურა, რომ კალციუმის საკმაოდ მცირე ოდენობით მიღების პირობებშიც კი, როდესაც სადღეღამისო მაჩვენებელი 300 მგ-ზე ნაკლებია, მოზრდილ ადამიანებს ორგანიზმში კალციუმის დეფიციტით გამოწვეული კლინიკური და პათანატომიური ცვლილებები არ აღენიშნებათ. კალციუმის დეფიციტისგან ყველაზე მეტად ზარალდებიან ბავშვები, ორსულები და მოხუცები. ყველაზე ნაკლებად რძის ნაწარმს იაპონელები მოიხმარენ - აქ მისი მიღების სადღეღამისო მაჩვენებელი 368 გრამს შეადგენს.

ნაკლები რძე - ჯანმრთელი ბავშვი

სწორედ ასეთ პარადოქსულ დასკვნას გვთავაზობს მსოფლიო სტატისტიკა. იაპონიაში ბავშვთა ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე დაბალია. ამომავალი მზის ქვეყანაში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში 1000-დან მხოლოდ 6 ახალშობილი იღუპება, მაშინ როდესაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 10-12-ს აჭარბებს.

ძროხას არ უყვარს კალციუმი

ძროხა საერთოდ არ სვამს რძეს, საინტერესოა, საიდან აწვდის იგი კალციუმს ხბოს, რომლის ჩონჩხიც, ადამიანის ნაყოფისგან განსხვავებით, ფაქტობრივად მუცლად ყოფნის პერიოდშივე ძვალდება. ცნობილია, რომ კალციუმს დიდი ოდენობით შეიცავს დედამიწის ქერქი. მისგან კალციუმს იღებენ მწვანე მცენარეები და სიცოცხლის ბიოლოგიურ ციკლში ჰარმონიულად რთავენ. სწორედ ამ გზით იღებენ ბალახისმჭამელი ცხოველები სიცოცხლისთვის მეტად საჭირო ამ მიკროელემენტს. აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე მცხოვრები რამდენიმე ათასი ძუძუმწოვრიდან არც ერთს არ სჭირდება კალციუმის გაძლიერებული მიღება, ამასთან, ორსულობის პერიოდში არც ერთი მათგანი არ იღებს რძეს, თუმცა ნაშიერებს განსაზღვრულ ასაკამდე მხოლოდ რძით კვებავენ. ეს იმიტომ, რომ არ არსებობს მცენარე, კალციუმს რომ არ შეიცავდეს. ის მოიპოვება მწვანილში, მარცვლეულში, ბოსტნეულში...

კალციუმის კონცენტრატი

კალციუმის ნამდვილი კონცენტრატი ძროხის რძეა, ამიტომ ორსულობისას მისი გაძლიერებული მიღება შესაძლოა მშობიარობის გართულების მიზეზად იქცეს. ამას შემდეგი ფაქტორები განაპირობებს:

1. თავის ქალას ძვლებს ნორმაზე მეტად გამკვრივების გამო უჭირთ მშობიარობისას კონფიგურაციის შეცვლა;

2. დიდი რაოდენობით კალციუმი ნაყოფს ზომაზე მეტად ზრდის.

რაქიტის მშობიარობამდელი პროფილაქტიკა ყოველთვის არ არის გამართლებული. მრავალრიცხოვანი გამოკვლევები ადასტურებს, რომ როდესაც მომავალ დედას რაქიტის მშობიარობამდელი პროფილაქტიკა უტარდება, ანუ გაძლიერებულად ეძლევა რძის ნაწარმი და D ვიტამინი, მშობიარობის გართულებისა და ნაყოფის ტრავმების ალბათობა გაცილებით დიდია. აუცილებელია, რაციონალურად დაიგეგმოს მომავალი დედის რაციონი, რადგან ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის საკმარისია, მუცლად ყოფნის მთელი პერიოდში განმავლობაში მას მხოლოდ 28-30 გრამი კალციუმი მივაწოდოთ.