მარწყვი უჯრედებს დეგენერაციისგან იცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარწყვი უჯრედებს დეგენერაციისგან იცავს

მეცნიერთა აზრით, მარწყვში შემავალი ნივთიერებები შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდაც კი იქნეს გამოყენებული. კალიფორნიელ მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ მარწყვი შეიცავს მძლავრ ანტიოქსიდანტს, რომელიც ტვინის მუშაობას აძლიერებს. ეს ანტიოქსიდანტი ბუნებრივი ნივთიერება ფიზეტინია (რთული გლიკოზიდი), რომელიც უჯრედებს დეგენერაციისგან იცავს.

მკვლევრებმა ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს. მღრღნელებს გარკვეული ხნის განმავლობაში უნდა შეესწავლათ ორი ობიექტი. აღმოჩნდა, რომ თაგვები, რომლებსაც ფიზეტინს აძლევდნენ, საგანს უკეთ სწავლობდნენ. ექსპერიმენტის შედეგები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ფიზეტინს გამოიყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ნერვული უჯრედების კვდომა ახასიათებს (ერთ-ერთი მათგანია ალცჰაიმერის დაავადება), მაგრამ ამ უნიკალური ნივთიერებების ყველა თავისებურების შესასწავლად დამატებითი გამოკვლევაა საჭირო.

არსებობს პრობლემაც, თუმცა მეცნიერები მისი მოგვარების იმედს არ კარგავენ: ფიზეტინმა სასარგებლო თვისებები მთელი სისრულით რომ გამოავლინოს, დღეში 5 კილოგრამამდე მარწყვი უნდა მივირთვათ, ამან კი შესაძლოა ძლიერი ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ფიზეტინს, გარდა მარწყვისა, შეიცავს ყურძენი, პომიდორი, ხახვი, ფორთოხალი, ვაშლი, ატამი, ყურძენი, კივი და ხურმაც. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ყველა ამ ხილსა თუ ბოსტნეულს შეუძლია კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინოს ადამიანის მეხსიერებაზე.

უხსოვარი დროიდან ცნობილია, რომ ტვინის დაბერებას ანელებს ხენდრო. ის გავლენას ახდენს თავის ტვინის ქსოვილებში დოფამინის შემცველობაზე, დოფამინის დონეზე კი უშუალოდ არის დამოკიდებული მეხსიერება, სწავლის უნარი და ყურადღება. მარწყვის მეორე სახეობა, ვიქტორია, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, უხდება გულ-სისხლძაღვთა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, მათ შორის - კუჭის წყლულს, ქოლეცისტიტს, პანკრეატიტს, ასევე - ნაწლავურ ინფექციებს, თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის დაავადებებს. 100 გრამი ვიქტორია შეიცავს ვიტამინების სადღეღამისო ნორმას. გარდა ამისა, დიეტურია - 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება სულ 34 კილოკალორიაა.

მარწყვი