ყველაზე სასარგებლო 7 სასმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე სასარგებლო 7 სასმელი

პირველ ადგილზეა ჩაი - ყველაზე ეფექტურ სასმელად სპეციალისტები თეთრ ჩაის მიიჩნევენ. მეორე ადგილზეა მწვანე ჩაი. საზოგადოდ, რაც უფრო ნაკლები ფერმენტაცია აქვს გადატანილი ჩაის, მით უფრო მეტ პოლიფენოლებს შეიცავს ის და შესაბამისად, უფრო სასარგებლოცაა.

მეორე ადგილზეა კარკადე - მას ბევრი ფარაონთა სასმელის სახელწოდებით იცნობს. კარკადე ფაქტობრივად მცენარის Hibiscus sabdariffa საფუძველზე მზადდება (ყვავილის გვირგვინის ფურცლების ნაყენია). მცენარე Hibiscus sabdariffa მდიდარია ანტოციანებით, რომლებიც ნაყენს წითელ ფერს ანიჭებს. გარდა ამისა, კარკადე უხვად შეიცავს P ვიტამინს, რომელიც სისხლძარღვთა კედლებს განამტკიცებს.

მესამე ადგილი დაიკავა ყავამ - ის ბლოკავს გარკვეული სასიგნალო სისტემების ფუნქციას, ამაღლებს გუნება-განწყობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ზრდის კონცენტრაციის უნარსა და შრომისუნარიანობას დაღლილობისა და მოდუნების დროს. ყავა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც.

მეოთხე ადგილი მიეკუთვნა კაკაოს, რომელიც ხელს უშლის თრომბოციტების შეწებებას, დადებით გავლენას ახდენს სისხლძარღვთა ტონუსზე.

მეხუთე ადგილზე გასული პომიდვრის წვენი შესაძლოა ბევრს არც უყვარს და არც მიირთმევს. მაგრამ შეგახსენებთ, რომ ის უნიკალური სასმელია. აუმჯობესებს მხედველობას. გარკვეული კვლევებით დადასტურებულია, რომ პომიდვრის წვენი სიმსივნურ პროცესთან ბრძოლაშიც ეფექტურია. ენერგიას ჰმატებს ორგანიზმს.

მეექვსე ადგილზეა ასკილის ნახარში - ის C ვიტამინით მდიდარი სასმელია, ძალიან სასარგებლოა მოტეხილობების დროს, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს.

სასარგებლო სასმელების ბოლო, მე-7 ადგილი კი სპეციალისტებმა წითელ ღვინოს მიაკუთვნეს. ეს სასმელი აძლიერებს იმუნიტეტს, განამტკიცებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

თინათინ გოცაძე