მკურნალობა მინერალური წყლებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მკურნალობა მინერალური წყლებით

მინერალურ წყალში შესაძლა იყოს მინერალური მარილების ნალექიც. ხშირად მინერალურ წყალს შერეული სტრუქტურა აქვს, რაც საკმაოდ აძლიერებს მის სამკურნალო ეფექტს. მაგალითად, რკინა ანემიას გვაცილებს თავიდან, იოდი ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციობას უწყობს ხელს, კალციუმი ორგანიზმში იონურ თანასწორობას უზრუნველყოფს, გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, სასარგებლოა ძვლებისთვის, კბილებისთვის, კუნთებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, მაგნიუმი არეგულირებს ორგანიზმში ნახშირწყლოვან და ენერგეტიკულ ცვლას, ნერვულ სისტემას სწორად მუშაობაში ეხმარება, ნატრიუმი აწესრიგებს სისხლის წნევას, სასარგებლოა კუნთების სისტემისთვის, კალიუმი აუცილებელია გულისა და თირკმელებისთვის, ფთორი ძვლებისა და კბილების უმთავრესი ელემენტია, რეკომენდებულია ორსულებისთვის.

სასმელი მინერალური წყლების სამკურნალოდ გამოყენება

სასმელი მინერალური წყლებით კურორტებზე მკურნალობენ, მაგრამ შესაძლებელია მათი გამოყენება კურორტის გარეშეც - საავადმყოფოს, პოლიკლინიკის, კურორტის, რომელსაც არ გააჩნია სასმელი წყალი, თუ სახლის პირობებში. ამისთვის იხმარება ბოთლში ჩამოსხმული მინერალური წყალი. სასმელი მინერალური წყლებით მკურნალობენ კუჭის ქრონიკულ კატარს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებებს, პანკრეასის ქრონიკულ ანთებას, ქრონიკულ კოლიტს, ნაწლავის ფუნქციურ დარღვევებს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო განვითარებულ დაავადებებს (პოდაგრას, სიმსუქნეს, შაქრიან დიაბეტს), ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს, საშარდე გზებისა და თირკმლის ზოგიერთ დაავადებას და სხვა. მინერალური წყლების შინაგანი მიღების სამკურნალო ეფექტი, უპირველესად, მინერალური წყლის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული. სასმელად იყენებენ სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის მინერალურ წყლებს, რომელთა შორის გამოყოფენ რამდენიმე ჯგუფს.

  • ბორჯომის ტიპის ანუ ტუტე წყლები შედეგიანია თითქმის ყველა ზემოხსენებული დაავადების დროს, განსაკუთრებით - თუ იმავდროულად აღინიშნება კუჭის წვენის მაღალი ან ნორმალური მჟავიანობა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ბორჯომი, ნაბეღლავი, ავადხარა, უცხოეთში - ვიშის (საფრანგეთი) მინერალური წყლები.
  • ესენტუკის #17 ტიპის წყლები (ქლორნატრიუმიანი წყლები). მათ მიეკუთვნება ესენტუკის #17 და #14 წყაროები, ძაუ-სუარი, ზვარე, ემსი და ობელზელტერსი (გერმანიაში). ამ წყლებით უმთავრესად მკურნალობენ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებებს, კუჭის წვენის დაბალ მჟავიანობას.
  • საირმის ტიპის წყლები დაბალი მინერალიზაციის ჰიდროკარბონატული კალციუმის შემცველი წყლებია. ასეთებია: საირმე, ბაგიათი, ნაფტუსია (ტრუსკოვეცში). ეს წყლები საუკეთესოა თირკმლისა და საშარდე გზების, თირკმლის კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ, თუმცა არანაკლებ ეფექტურია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროსაც.
  • მწარე ანუ სულფიდურ წყლებს საფაღარათო მოქმედება ახასიათებს. ამ წყლებს უმთავრესად ქრონიკული ყაბზობის დროს იყენებენ, უფრო - სიმსუქნესთან თანდართული მოვლენების შემთხვევაში. ასეთებია ახალციხის, ბატალინის წყლები. ამ ტიპის წყალი ბევრია უნგრეთში (აპენტა, ვიქტორია და სხვა).
  • ჟელეზნოვოდსკის #4-ის ტიპის წყლები (ჰიდროკარბონატულ სულფატური). ამ ჯგუფის წარმომადგენლებია სკური, ისტისუ (აზერბაიჯანში), ჯერმუკი (სომხეთში), კარლსბადი, მარიენბადი (ჩეხეთსა და სლოვაკეთში). განსაკუთრებით შედეგიანია ამ ჯგუფის წყლებით ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებების (შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის), ღვიძლისა და სანაღვლე გზების იმ დაავადებათა მკურნალობა, რომლებსაც თან ახლავს კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა.

სასმელი მინერალური წყლებით მკურნალობის ეფექტურობა გამოყენების სისწორეზეცაა დამოკიდებული. მათი მიღება არ შეიძლება სტანდარტული წესით. რეჟიმი ავადმყოფისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, ამიტომ სასმელი მინერალური წყლებით მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს.

მინერალური წყლის აბაზანები

მინერალური წყლების ყველაზე გავრცელებული ჯგუფი ნახშირმჟავა წყლებია. ნახშირმჟავა აბაზანების გავლენით შეიმჩნევა მკვეთრი ძვრები სისხლის მიმოქცევის მხრივ. ეს აბაზანები აძლიერებს აგრეთვე კუნთებისა და ნერვული სისტემის ტონუსს, აცხოველებს ნივთიერებათა ცვლას. ყოველივე ამის გამო ნახშირმჟავა აბაზანებს იყენებენ უმთავრესად სისხლის მიმოქცევის ორგანოების, ნივთიერებათა ცვლისა და ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ. რაც უფრო დიდია ნახშირმჟავას შემცველობა წყალში, მით უფრო ძლიერია მისი მოქმედება. დაბალი ტემპერატურის წყალი მეტ ნახშირმჟავას შეიცავს, წყლის ტემპერატურის ზრდასთან ერთად კი მცირდება მასში აირის რაოდენობაც. ნახშირმჟავა წყლების ჯგუფს მიეკუთვნება ბორჯომი, ყაზბეგის, კობისა და თრუსოს ნარზანები, კისლოვოდსკის ნარზანი, სომხეთში - არზნი, საფრანგეთში - მონტ-დორი და სხვა.

  • გოგირდწყალბადიან წყლებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედების მხრივ ბევრი საერთო აქვს ნახშირმჟავა აბაზანებთან და ამავე დროს განსხვავებული თვისებებიც ახასიათებს. გოგირდწყალბადიანი აბაზანა ახდენს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, აუმჯობესებს ძვალ-სახსართა სისტემის მდგომარეობას, დადებით გავლენას ახდენს კანზე და ზოგიერთ ენდოკრინულ დაავადებაზე. ყოველივე ამის გამო გოგირდწყალბადიანი წყლებით მკურნალობის ჩვენებათა ჩამონათვალი უფრო ფართოა. სისხლის მიმოქცევის ორგანოთა დაავადებებთან ერთად მათი მეშვეობით წარმატებით მკურნალობენ სახსრების, ხერხემლისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს, კანის სნეულებებს, ქალურ დაავადებებს და სხვა. სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა კონცენტრაციის გოგირდწყალბდიანი წყალი. რაც უფრო მაღალია წყალში გოგირდწყალბადის შემცველობა, მით უფრო გამაღიზიანებელია მისი ზემოქმედება, ამიტომ გოგირდწყალბადის კონცენტრაცია და აბაზანის ტემპერატურა ექიმმა უნდა შეარჩიოს. გოგირწყალბადიან წყლებს მიეკუთვნება თბილისის თბილი გოგირდოვანი წყალი, მენჯი, გორიჯვარი, რუსეთში - მაცესტა, დაღესტანში - თალგა, ლატვიაში - კემერი, უცხოეთში - აახენი (გერმანია), ბადენი (ავსტრია).
  • რადონულ წყლებს საუცხოო სამკურნალო თვისებები აქვს. საუკეთესოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ თვისებებს, ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აწესრიგებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციას. რადონული წყლის აბაზანები ძალზე შედეგიანია რევმატიზმის ნარჩენი მოვლენების მკურნალობისას, დადებითად მოქმედებს გულისა და სისხლძარღვების არაერთ დაავადებაზე. ამ აბაზანების გავლენით უმჯობესდება სისხლის შემადგენლობა. კურორტებზე, სადაც რადონული წყლები მოედინება, განსაკუთრებით ეფექტურია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური დაავადებების, კანის სნეულებებისა და სხვათა მკურნალობა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება წყალტუბოს, ტყვარჩელის, პიატიგორსკის, ბელოკურიხის, ხმელნიკის მინერალური წყლები.
  • თერმული წყლები, რომელთა სითბური მოქმედება კარგ შედეგს იძლევა სახსრების, ხერხემლის, კანისა და გინეკოლოგიური დაავადებების დროს, გამოიყენება კურორტ აბასთუმანში, ცაიშში და სხვა. იოდ-ბრომიანი წყლები კი, რომლებსაც საუცხოო ეფექტი აქვს ხანდაზმულ ავადმყოფთა მკურნალობისას, კურორტ უჯარმასა და ჩრდილოეთ კავკასიაში (ნალჩიკი) მოიპოვება.
  • გაზიანი მინერალური წყლები გამოიყენება როგორც ზოგადი, ისე ნაწილობრივი აბაზანების სახითაც (ქვედა კიდურებისთვის, ზედა კიდურებისთვის და სხვა). ასეთ აბაზანებს უნიშნავენ დასუსტებულ ავადმყოფებს, აგრეთვე მათ, ვისაც აბაზანების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვს. არსებობს კომბინირებული აბაზანებიც. ასეთებია: წყალქვეშა ვარჯიში, ნაწლავის ან საშოს წყალქვეშა გამორეცხვა, წყალქვეშა მასაჟი, წყალქვეშა დაჭიმვა. ამგვარი პროცედურები შესანიშნავ შედეგს იძლევა ჩვენებისამებრ გამოყენების დროს. მაგალითად, წყალქვეშა ვარჯიში ძალიან უხდება გულისა და სახსრების დაავადებებს, ნაწლავის წყლისქვეშა გამორეცხვას უტარებენ ავადმყოფებს, რომელთაც კუჭ-ნაწლავის თანმხლები დაავადებები აქვთ. წყალქვეშა მასაჟი ეფექტურია სიმსუქნისა და სახსრების დაავადებების შემთხვევაში. წყალქვეშა დაჭიმვა შედეგიანია ხერხემლის დაავადებების დროს.
  • მინერალური წყლების საშუალებით აწარმოებენ პირის ღრუს გამორეცხვას და ინჰალაციას ღრძილებისა და ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების დროს. მინერალური წყლის გადაჭარბებულმა მიღებამ ან არასწორი მეთოდით გამოყენებამ (ზედმეტად მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, პროცედურების ხანგრძლივობა და სხვა) შესაძლოა გამოიწვიოს ავადმყოფის გადაღლა, დასუსტება, ავადმყოფობის გამწვავება, ამიტომ აბაზანების დანიშვნა, მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა ექიმს უნდა მივანდოთ. მინერალური წყლებით მკურნალობის უკუჩვენებებია: ყველა დაავადება მწვავე და ქვემწვავე პერიოდში, ინფექციური დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები, ეპილეფსია, მიდრეკილება ყოველგვარი სისხლდენისადმი. ბალნეოთერაპია ასევე არ არის მიზანშეწონილი კეთილთვისებიანი სიმსივნის, ორსულობის, მკურნალობის ამ საშუალებათა მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.