რკინის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რკინის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის

* მიოგლობინი - ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცილა, რომლის შემადგენლობაში შემავალი რკინაც განსაზღვრავს ორგანიზმში ჟანგბადის მარაგს. სწორედ ამ მარაგის წყალობით შეუძლია ადამიანს, მაგალითად, ჩაყვინთოს წყალში და გარკვეული ხნის განმავლობაში არ ისუნთქოს;

* ციტოქრომები, რომლებიც ენერგიის დაგროვებაში მონაწილეობს. ენერგია, როგორც ცნობილია, ბიოლოგიური ჟანგვის საბოლოო ეტაპზე გამოიყოფა.

რკინის წყალობით უჯრედები არა მხოლოდ მარაგდება სასიცოცხლო ჟანგბადით, არამედ დაცულია ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) მიერ გამოყოფილი წყალბადის ზეჟანგის ტოქსიკური ზემოქმედებისგან. ლეიკოციტები პოულობენ რა მავნე მიკროორგანიზმებს სისხლსა და ქსოვილებში, ასხურებენ მათ წყალბადის ზეჟანგს, მერე კი “შთანთქავენ და ინელებენ” ამ უცხო სხეულებს. ასე მუშაობს ორგანიზმის იმუნური სისტემა და ამაში არაფერი იქნებოდა ნეგატიური, ზეჟანგის სიჭარბეს ზიანი რომ არ მოჰქონდეს ჩვენივე ქსოვილებისთვის. ჭარბ წყალბადის ზეჟანგს ანეიტრალებს სპეციალური დამცველობითი ფერმენტი - კატალაზა. სწორედ კატალაზაში შემავალი რკინა განაპირობებს ზეჟანგის მოლეკულების წყლად და ჟანგბადად დაშლას. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 3,5-4,5 გრამი რკინაა. მისი 2/3 სისხლშია, დანარჩენი 1/3 - ღვიძლში, ელენთაში, კუნთოვან ქსოვილსა და ძვლებში. ორგანიზმს დღე-ღამეში 20-დან 30 მილიგრამამდე რკინა სჭირდება.

რკინის ნაკლებობა

რკინის ნაკლებობა თურმე უფრო ხშირია, ვიდრე სხვა მიკროელემენტებისა თუ ვიტამინებისა. მისი მიზეზი ზოგჯერ ხანგრძლივი სისხლდენაა. ამ შემთხვევაში ყოველთვის ინიშნება რკინის შემცველი სამკურნალო პრეპარატები. რკინის დეფიციტი უმეტესად არასწორი კვების გამო ვითარდება. რკინის ნაკლებობა ხშირად აღენიშნებათ ქალებს ორსულობისას. განვითარებად ნაყოფს მუდმივად სჭირდება დიდი რაოდენობის რკინა, რომელსაც, რა თქმა უნდა, დედის ორგანიზმიდან იღებს. მოზარდ გოგონებთან მენსტრუაციის დაწყებისთანავე იზრდება რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი. ანემია ყოველთვის იჩენს თავს, თუ მოზარდი არ ჭამს ხორცს. რკინის კატასტროფული ნაკლებობის დროს ვლინდება ანემიის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები - ფრჩხილების დეფორმაცია (ისინი თხელდება და შიგნით ღრმავდება, ფორმით საათის მინას მოგვაგონებს; ამ დგომარეობას კოილონიქია ეწოდება), სიფითრე, სისუსტე, კუნთოვანი ძალის განლევა. რკინის დეფიციტის შედეგია აგრეთვე:

  • კანის ატროფია, სიმშრალე და აშრევება;
  • მტკივნეული ნახეთქები ტუჩის კუთხეებთან და ქუსლებზე;
  • თმის სიმშრალე, მტვრევადობა და ინტენსიური ცვენა;
  • პირის ღრუს სიმშრალე (ზოგჯერ - ყლაპვის და საყლაპავში საკვების გადაადგილების გაძნელებასთან ერთად);
  • ხშირი გაციება.

თუ ყველა ეს სიმპტომი რკინის დეფიციტითაა გამოწვეული, სიდეროპენიურ სინდრომზე ლაპარაკობენ. ამ სინდრომისთვის დამახასიათებელია გემოვნების გაუკუღმართება. პაციენტები ხშირად ჭამენ მიწას, ქვიშას, ქაღალდს, უმ ხორცს.

რკინის სიჭარბე

რკინის სიჭარბე ორგანიზმში პრაქტიკულად ყოველთვის ართულებს პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებების მიმდინარეობას. გარდა ამისა, პროვოცირებას უწევს ღვიძლისა და ნაწლავის კიბოს. რევმატოიდული ართრიტის განვითარება ხშირად სწორედ რკინის სიჭარბის ფონზე შეინიშნება. რკინის სიჭარბის დროს გამოხატული სიმპტომები ძალიან ჰგავს ჰეპატიტის ნიშნებს - კანი, სკლერები, სასა და ენა ყვითლდება, ვითარდება ქავილი, ღვიძლი დიდდება, ხელისგულებზე და იღლიებში კანი პიგმენტაციას განიცდის, მუქდება ძველი ნაწიბურები და ნაიარევები. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად და იმის დასადგენად, რომ ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი მართლაც რკინის ჭარბი რაოდენობითაა გამოწვეული, აუცილებელია სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება. ორგანიზმში რკინის სიჭარბის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

  • მისი დიდი რაოდენობით მიღება, მაგალითად, სასმელი წყლით, რომელშიც ელემენტის შემცველობა მომატებულია;
  • ღვიძლის, პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის), ელენთის დაავადებები, ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
  • რკინის ცვლის მოშლა.

რომელი საკვები შეიცავს რკინას

100 გრამ პროდუქტში შემცველობის მიხედვით ყველაზე მეტ რკინას - 3 მილიგრამზე მეტს - შეიცავს საქონლისა და ღორის ღვიძლი, საქონლის ენა, კურდღლისა და ინდაურის ხორცი, შვრია და წიწიბურა, ლობიო, მაყვალი და ატამი. ბევრი რკინაა (2-დან 3 მილიგრამამდე 100 გრამში) საქონლისა და ფრინველის ხორცში, სკუმბრიასა და ღურკანაში (горбуша), ქათმის კვერცხში, მანანის ბურღულში, მსხალში, ვაშლში, გარგარსა და ქლიავში. რკინა ცოტაა მაღალი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარ პურში, კარტოფილსა და რძის ნაწარმში, ციტრუსებიდან - მანდარინში, ფორთოხალსა და ლიმონში. ჩვეულებრივ, რაციონი, რომელშიც მოხარშული და რაფინირებული საკვები ჭარბობს, უზრუნველყოფს რკინის მხოლოდ 3%-ის ათვისებას. ხორცის პროდუქტებიდან რკინა 40-50%-ით აითვისება, თევზეულიდან - 10%-ით. ამ ელემენტის ასიმილაცია ყველაზე უკეთ ცხოველური ღვიძლიდან ხდება. ბოსტნეულისთვის 50 გრამი ხორცის დამატება რკინის ათვისებას აორმაგებს, 100 გრამი თევზისა კი ასამმაგებს. ვიტამინებით მდიდარი ხილიდან რკინის ათვისება 5-ჯერ უფრო ინტენსიურად ხდება. რკინის ათვისება ფერხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს, B1, B2, B12, C, PP ვიტამინებისა და ცილების ნაკლებობის პირობებში. კოფეინის დიდი რაოდენობა ასევე აფერხებს რკინის ათვისებას. რკინის მიღება არასასურველია ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა ჰემოქრომატოზი და თალასემია. რკინის სულფატის მიღება ხელს უწყობს E ვიტამინის კარგვას.