რითია სახიფათო მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რითია სახიფათო მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში

ის მონაწილეობს 300-მდე ფერმენტულ რეაქციაში, უზრუნველყოფს სისხლძარღვოვანი ტონუსისა და გულის რიტმის რეგულაციას, მონაწილეობს თრომბების ფორმირებაში და ძვლოვანი ქსოვილის რემოდელირებაში. დამტკიცებულია მაგნიუმის როლი ინსულინის სეკრეციაშიც. ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს უმეტესად უჯრედშიდა მაგნიუმის დაბალი კონცენტრაცია აქვთ. სისხლის შრატში მაგნიუმის დეფიციტი დიაგნოსტირდება მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტთა 90%-თან და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მწოლიარეთა 70%-თან.

სამწუხაროდ, ამბულატორიულ პირობებში იშვიათად ხდება ამ ელემენტის კონცენტრაციის განსაზღვრა და, შესაბამისად, საჭიროებისამებრ მისი კორექცია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი დაავადების მიმდინარეობა და საბოლოო გამოსავალი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მაგნიუმის შემცველობაზე.

მაგნიუმი იცავს გულს, აძლიერებს სისხლის ნაკადს, ხელს უშლის კორონარულ სპაზმს, ადუნებს კუნთოვან ბოჭკოებს. მაგნიუმის იონებს ახასიათებს ბრონქოლიზური (ბრონქების სპაზმის მომხსნელი) მოქმედება. ისინი ზრდის სუნთქვაში მონაწილე კუნთების შეკუმშვის ძალას, ამცირებს ფილტვისმიერ ჰიპერტენზიას, ქოშინს, აქედან გამომდინარე, მაგნიუმის პრეპარატები ეფექტურია რესპირატორული ტრაქტის პათოლოგიებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისას, განსაკუთრებით - მათი ერთდროული მიმდინარეობის შემთხვევაში.

მაგნიუმის დონის შესაფასებლად ყველაზე გავრცელებული ტესტია სისხლის შრატში მისი კონცენტრაციის განსაზღვრა. თუმცა სისხლის შრატში მაგნიუმის კონცენტრაციის ტესტი ასახავს ელემენტის კონცენტრაციას მხოლოდ უჯრედშორის სითხესა და ძვლებში, რაც მაგნიუმის საერთო ოდენობის დაახლოებით 2%-ია. არსებობენ პაციენტები, რომლებსაც მაგნიუმის ქრონიკული უკმარისობა აქვთ. მათ სისხლის შრატში მაგნიუმის დონე ნორმის ფარგლებშია, მაგრამ ქსოვილთა უჯრედებში რეალურად ამ ელემენტის დეფიციტია.

საყურადღებოა ისიც, რომ მაგნიუმის მომატებული დონე სისხლის შრატში აღენიშნებათ ვეგეტარიანელებს და იმ პირებს, რომლებმაც მოკლე პერიოდში ინტენსიური ძალისმიერი ვარჯიში გაიარეს (ანუ მოკლე პერიოდში ინტენსიური დატვირთვა მიიღეს). მაგნიუმის დონის შემცირება სისხლის შრატში დამახასიათებელია ორსულთათვის ორსულობის მესამე ტრიმესტრში, აგრეთვე - გამძლეობისთვის გამიზნული ხანგრძლივი ვარჯიშების შემდგომ პერიოდში. მაგნიუმის კონცენტრაცია მაღალია ახალგაზრდა ერითროციტებში. ეს შესაძლოა აქტუალური იყოს იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ერითროპოეტინით მკურნალობენ.

მაგნიუმის ბალანსის შესაფასებლად მნიშვნელოვანია მისი სადღეღამისო სეკრეციის შეფასება. ეს მეთოდი რამდენადმე შრომატევადია პაციენტებისთვის, თუმცა რეალური ფიზიოლოგიური სტატუსის შეფასების საშუალებას იძლევა.