ვიტამინი, რომელიც ამაღლებულ განწყობილებას გვჩუქნის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიტამინი, რომელიც ამაღლებულ განწყობილებას გვჩუქნის

ადამიანის ორგანიზმს B9 ვიტამინი სჭირდება ამინმჟავების, ფერმენტების, დეზოქსირიბონუკლეინისა და რიბონუკლეინის მჟავების სინთეზისთვის. ფოლიუმის მჟავა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის წარმომქმნელ სისტემაზე, ლეიკოციტების ფუნქციაზე, ღვიძლისა და მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობაზე. ეს ვიტამინი უზრუნველყოფს ნერვულ უჯრედებს (ნეირონებს) შორის იმპულსთა გადაცემას, აღმოფხვრის სტრესული სიტუაციებით შექმნილ შედეგებს (კვალს), არეგულირებს აგზნებისა და შეკავების პროცესებს ნერვულ სისტემაში.

B9 ვიტამინის დეფიციტი

ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას დეფიციტი გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით:

  • მოდუნებულობით, შფოთვითა და უსაფუძვლო მოუსვენრობით;
  • შიშის განცდით;
  • დაბნეულობითა და უყურადღებობით;
  • მეხსიერების გაუარესებით;
  • საჭმლის მონელების დარღვევით;
  • ზრდის შეფერხებით;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებით;
  • ანემიით;
  • ენის არაბუნებრივად კაშკაშა წითელი ფერით;
  • ორსულობის სპონტანური შეწყვეტითა და ნაყოფის განვითარების სხვადასხვა დეფექტით.

ორგანიზმში B9 ვიტამინის დეფიციტი შეიძლება აიხსნას საკვებ რაციონში მისი ნაკლებობით, ნაწლავების მიკროფლორაში მისი სინთეზის დარღვევით.

B9 ვიტამინის წყარო

ფოლიუმის მჟავას ძირითადი წყაროა ხორბლის ღივი და მწვანე ბოსტნეული. ორგანიზმში მისი მარაგის შესავსებად აუცილებელია, რაციონი გამდიდრდეს გაღივებული ხორბლის მარცვლებით, ისპანახით, ქატოთი, სოიით, სალათის ფურცლებითა და ბროკოლით.

B9 ვიტამინის დოზირება

B9 ვიტამინის სადღეღამისო ულუფა 400 მკგ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ორსულთათვის დოზა 600 მკგ-ს შეადგენს. ფოლიუმის მჟავას დამატებით მიღება რეკომენდებულია:

  • მაღალი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას;
  • ხშირი სტრესისა და ავადმყოფობის დროს.

B9 ვიტამინის ზედოზირება

B9 ვიტამინის დოზის გადაჭარბება მოსალოდნელია რამდენიმე თვის განმავლობაში მისი დიდი რაოდენობით უკონტროლო მიღებისას. ფოლიუმის მჟავას ზედოზირებამ შესაძლოა საფუძველი დაუდოს თირკმელების პათოლოგიას, ნერვულ აგზნებადობას, საჭმლის მონელების დარღვევას.