ჰიპერქოლესტერინემია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპერქოლესტერინემია

საზოგადოდ, ქოლესტერინი ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვანი პროცესების მთელ წყებაში მონაწილეობს. მის საფუძველზე სინთეზირდება სასქესო ჰორმონები, ასევე - თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები (კორტიკოსტეროიდები). ქიმიური გარდაქმნების გზით ღვიძლში ქოლესტერინისგან წარმოიქმნება ნაღვლის მჟავები, რომელთა გარეშე შეუძლებელია საჭმლის გადამუშა-ვების ნორმალური პროცესი, რადგანაც ისინი ააქტიურებენ საჭმელში არსებული ცხიმის დამშლელ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებს. ქოლესტერინი შედის უჯრედის მემბრანის შემადგენლობაში. თუმცა ქოლესტერინის სიჭარბე სისხლში ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენას იწვევს. სისხლში ქოლესტე-რინის ნორმალურ მაჩვენებლამდე დაწევა ათეროსკლეროზის განვითარების პროცესს საგრძნობლად აფერხებს, ამის მიღწევა კი დიეტით და წამლით შეიძლება. რაც შეეხება მედიკამენტურ საშუალებებს, არსებობს მათი ვრცელი ნუსხა, მაგრამ არ გირჩევთ, რომელიმე მათგანი ექიმის დანიშნულებისა და მეთვალყურეობის გარეშე მიიღოთ, რათა თქვენს ჯანმრთელობას უფრო მეტი ზიანი არ მიადგეს. ეს წამლები ყოველ კერძო შემთხვევაში სხვადასხვა დოზითა და წესით ინიშნება, ამიტომ მხოლოდ მათი ჩამოთვლით შემოვიფარგლებით. ლიპანორი, ლიპოსტატი, ზოკორი, მედოსტატინი, ლიპრიმარი, ტიოკტაციდი, ბერლიტიონი - ეს ის პრეპარატებია, რომლებიც გავლენას ახდენენ ცხიმოვან ცვლაზე და აქვეითებენ ქოლესტერინის დონეს. პრაქტიკაში შედარებით ახალი დანერგილია ეზეტიმაიბი. იგი წარმატებით გამოიყენება ჰიპოლიპიდემიურ კომპლექსურ თერაპიაში და აძლიერებს სტატინების (მედიკამენტების ჯგუფია) ჰიპოქოლესტერინემიულ ეფექტს. რაც შეეხება კვებას, ზოგადი რეკომენდაციაა, შემცირდეს ცხოველური ცხიმით მდიდარი პროდუქტების მოხმარება. საქონლისა და ღორის ხორცი უნდა იყოს მჭლე, ქათმისა და ინდაურისა - კანგაცლილი. ხორცის პროდუქტები მოხარშული უნდა მიირთვათ, რძის ნაწარმი - მხოლოდ უცხიმო. ნაღების კარაქის, ერბოს, ცხიმიანი ყველის ნაცვლად რბილი მარგარინი, ნაღებმოხდილი ყველი, ზეთი გამოიყენეთ. ქოლესტერინით მდიდარია კვერცხის გული, ღვიძლი, თირკმელები, ტვინი, ღორისა და ცხვრის ცხიმი, ცხიმიანი ხორცი.

მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ბოჭავენ ქოლესტერინს და უზრუნველყოფენ ორგანიზმიდან მის გამოძევებას, მაგრამ ჭარბად მოხმარებისას ცხიმოვან ქსოვილში ლაგდებიან და სიმსუქნეს იწვევენ. ასეთი ცხიმებით მდიდარია ზეითუნის, არაქისის (მიწის თხილის), მზესუმზირას, სიმინდის, სოიის, ბამბის ზეთი, მარგარინი. ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების (შაქარი, მანანი და ბრინჯი, კანფეტი, ნაყინი და ა. შ.) წილად უნდა მოდიოდეს რაციონის კალორიულობის არა უმეტეს 8%-ისა. მენიუს ძირითად ნაწილს უნდა შეადგენდეს ხილ-ბოსტნეული, რომელიც რთულ ნახშირწყლებსა და უჯრედისს შეიცავს. დადგენილია, რომ მხოლოდ წყალში ხსნადი ნახშირწყლები ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის ოდენობას. ასეთი უჯრედისით მდიდარია შვრიის ბურღული, ლობიო, შავი მოცხარი, ჭარხალი, ვაშლი, ქლიავი, ფორთოხალი, სტაფილო, კომბოსტო. დღე-ღამეში აუცილებელია დაახლო-ებით 15 გ წყალში ხსნადი უჯრედისის მიღება. ამისთვის უნდა მიირთვათ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: 0,5 ჭიქა შვრიის ფაფა, 1-1,5 ჭიქა პარკოსანი (ბარდა, სოია, ლობიო), 500გ ვაშლი, ჭარხალი, კომბოსტო ან სტაფილო. ხორცის ნაწარმი უმჯობესია თევზის პროდუქტებით შეცვალოთ. მოწევისგან თავშეკავება (უკიდურეს შემთხვევაში, თამბაქოს ოდენობის საგრძნობლად შემცირება) მნიშვნელოვანი ნაბიჯია სისხლში ქოლესტერინის ნორმალიზებისათვის. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მოწევის შეწყვეტა გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს 2-3-ჯერ ამცირებს. საშიშია არა მხოლოდ აქტიური, არამედ პასიური მოწევაც ანუ მწეველთან ერთად განსაზღვრულ სივრცეში ყოფნა. ისეთი ფაქტორების გავლენა, როგორიც არის მცირე ფიზიკური აქტივობა და ემოციური სტრესი, ბოლომდე შესწავლილი არ გახლავთ, თუმცა ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას და სულის სიმშვიდეს ზიანი ჯერ არავისთვის მოუტანია, ამიტომ, თუნდაც ჯერჯერობით არაფერს უჩიოდეთ, ამ ფაქტორების გათვალისწინება მაინც საჭიროა. ახლა პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდეთ. შემოგთავაზებთ მაგალითს, რომლის მიხედვითაც უნდა იანგარიშოთ აუცილებელი საკვები კომპონენტების აუცილებელი დღიური ოდენობა. ჯერ უნდა გამოთვალოთ სხეულის მასის ინდექსი (კეტლეს ინდექსი): წონა(კგ)/სიმაღლე (მ2). მაგალითად, თუ ადამიანის წონაა 70 კგ, ხოლო სიმაღლე - 162 სმ (1მ 62სმ), კეტლეს ინდექსი 26,9 იქნება  (70/1,62=26,9).

კეტლეს ინდექსიდან გამომდინარე, ენერგიის დღიური (დღეღამური) ულუფა ანუ ბაზალური ენერგეტიკული ბალანსი ამგვარად განისაზღვრება:

თუ ინდექსი ნაკლებია 20-ზე, წონის თითოეულ კილოგრამზე საჭიროა 25 კკალ;

20-24 ინდექსის შემთხვევაში - 20 კკალ;

25-29,9 - 17 კკალ;

30 - 15 კკალ.

ჩვენ მიერ მოყვანილ მაგალითში კეტლეს ინდექსი 26,9-ია, მასა - 70, ამიტომ ბაზალური ენერგეტიკული ბალანსია 17კკალ X 70კგ=1190კკალ /დღე-ღამეში.

ენერგეტიკული მოთხოვნილების კორექცია ფიზიკურ დატვირთვასთან მიმართებით უნდა მოხდეს. ამისთვის ბაზალურ ენერგეტიკულ ბალანსს ემატება კილოკალორიების განსაზღვრული ოდენობა, რაც შესრულებულ სამუშაოზეა დამოკიდებული.

განასხვავებენ რამდენიმე შრომით ჯგუფს:

  • ძალიან მსუბუქი შრომა (გონებრივად მომუშავეები): ადმინისტრაციულ-მმართველობითი აპარატი, ბუღალტრები, მეცნიერები, არაქირურგიული პროფილის ექიმები, იურისტები, მხატვრები და ა. შ.;
  • მსუბუქი შრომა (გონებრივი შრომა უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად): მომსახურების სფეროს მუშაკები, ექთნები, სანიტრები, მკერავები, აგრონომები, დიასახლისები და ა. შ.;
  • საშუალო სიმძიმის შრომა: ქირურგები, ფეიქრები, ამწყობები, მლესავები, საყოფაცხოვრებო მომსახურების, კვებითი მრეწველობის პერსონალი და ა. შ.;
  • მძიმე შრომა: მშენებლობაზე, გაზის მრეწველობაში, ხის გადამამუშავებელ მრეწველობაში, ნავთობის საბადოებზე მომუშავეები, მეტალურგები, სოფლის მეურნეობის მექანიზატორები და ა. შ.;
  • ძალიან მძიმე სამუშაო: ქვის მთლელები, მიწის მთხრელები, ბეტონის მზელავები, შავი მუშები, მტვირთავები და ა. შ.  სამუშაოს სიმძიმის მიხედვით რაციონის დღეღამური ენერგეტიკული ღირებულება განისაზღვრება ასე: ძალიან მსუბუქი შრომისას - ბებ (ბაზალური ენერგეტიკული ბალანსი)+1/6ბებ;

მსუბუქი შრომისას - ბებ+1/3ბებ;

საშუალო სიმძიმის შრომისას - ბებ+1/2ბებ;

მძიმე შრომისას - ბებ+2/3 ბებ;

ძალიან მძიმე შრომისას - ბებ+ბებ.

ჩვენ მიერ განხილულ შემთხვევაში, როცა ბებ=1190კკალ დღე-ღამეში, რაციონის დღეღამური ენერგეტიკული ღირებულება, მაგალითად, დიასახლისებისთვის უნდა შეადგენდეს 1190+1/3X1190=1587კკალ-ს. ახლა გავარკვიოთ, როგორ განვსაზღვროთ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების წილი რაციონში, დიეტის ტიპისა და რაციონის დღეღამური ენერგეტიკული ღირებულების გათვალისწინებით. თავდაპირველად უნდა დავადგინოთ, რამდენ კკალ-ს ვიღებთ საკვების კომპონენტებიდან, შემდეგ კი საკვები კოპონენტების გრამების ოდენობა განვსაზღვროთ. ამისთვის დღეღამური ენერგეტიკული ღირებულება (კკალ), უზრუნველყოფილი ცილების წილით, გავყოთ 4-ზე (1 გ ცილა წვისას იძლევა 4 კკალ-ს); ნახშირწყლების წილი - ასევე 4-ზე (1 გ ნახშირწყალი წვისას იძლევა 4 კკალ-ს); ცხიმის წილი - 9-ზე (1გ ცხიმი წვისას იძლევა 9კკალ-ს).

დიეტა #1

უჯერი ცხიმების წილი დღეღამური რაციონის 10%-ს უნდა შეადგენდეს. განხილულ მაგალითში 1587კკალ-ის 10% არის 159კკალ.  159/9=18გ. ასე რომ, #1 დიეტის დროს აღნიშნული ცხიმები უნდა გამოვიყენოთ 18გ დღე-ღამეში.

ცილების რაოდენობა - 15% ანუ 1587-ის 15%=238კკალ. 238/4=59გ ცილა დღე-ღამეში.

ნახშირწყლების ოდენობა - 55% ანუ 1587-ის 55%=872 კკალ. 872/4=218გ ნახშირწყალი დღეში.

ქოლესტერინის ოდენობა - 300მგ-მდე დღე-ღამეში.

დიეტა #2

უჯერი ცხიმოვანი მჟავები - 7%, ე.ი. 1587-ის 7%=111კკალ; 111/9=12გ.

ცილა - 16%. 1587-ის 16% =254კკალ. 254/4=63გ ცილა.

ნახშირწყალი - 57%. 1587-ის 57%=905კკალ. 905/4=226გ ნახშირწყალი დღეში.

ქოლესტერინი - 200მგ დღე-ღამეში.

იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.