რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
დავლიოთ თუ არა ერთ მიღებაზე დიდი რაოდენობით წყალი
დავლიოთ თუ არა ერთ მიღებაზე დიდი რაოდენობით წყალი
დღის განმავლობაში მისაღები წყლის აუცილებელი რაოდენობა შეადგენს, წლის ცივ პერიოდში, 1 კილოგრამ წონაზე, 30 მილილიტრს, ხოლო ზაფხულში, 40 მილილიტრს 1 კილოგრამ წონაზე. ეს გათვლილია ძირითადად მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. მათ კი, ვინც სპორტით არის დაკავებული, ყოველსაათიანი ვარჯიშის
You must have Flash Player installed in order to see this player.
შემდეგ, დამატებით, 200 მლ წყალი უნდა მიიღონ. უაზრობაა ორგანიზმის დღიური მოთხოვნილების უზრუნველსაყოფად, ერთ მიღებაზე, დიდი რაოდენობით წყლის მიღება. >
წყალი აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. ამასათან, ის ჭარბ წონასთან საბრძოლველი საშუალებაცაა, რადგანაც ასტიმულირებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას. ეს უკანასკნელი კი, მეტაბოლიზმის რეგულირებას უწყობს ხელს. მეტაბოლიზმის დაჩქარება ხომ ყველაზე კომფორტული და სასარგებლო გასახდომი საშუალებაა.
თუმცა, მარტო წყალი წონის დასაკლებლად საკმარისი არაა. მეტაბოლიზმის დაჩქარებას ხელს უწყობს რეგულარული ვარჯიში, ხშირი წილადობრივი კვება, სრულფასოვანი ძილი და მწვანე ჩაი.
ლალი ჩხიკვაძე
თარიღი : 29-04-2017
susi
რაა სასჰისჰი სჰე ტლუ
თარიღი : 08-10-2016
Гуру Амбра
უაზრობა კი არა საშიშია დიდი რაოდენობით წყლის ერთბაშად მიღება. სვით ხშირად და თითო-ოროლა ყლუპი!
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სრულფასოვანი ძილი და D ვიტამინი ართრიტისა და ზურგის ქრონიკული ტკივილის მკურნალობისას მნიშვნელოვანი ფაქტორია. სან-პაულოს ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევების ანალიზით აღმოაჩინეს, რომ
D ვიტამინის სასარგებლო თვისებები და მნიშვნელობა ორგანიზმისთვის დიდი ხანია ცნობილია, არაერთი ექსპერიმენტითაა დადასტურებული და მრავალმხრივაა შესწავლილი. აღმოჩნდა, რომ ყველასათვის კარგად ცნობილ ბევრ სიკეთესთან ერთად D ვიტამინი ურთიერთქმედებს დღეგრძელობის განმსაზღვრელ გენებთან.
მწვანე ყავა ეთიოპიის პროვინცია კაფაში დაახლოებით 800 წლის წინ გამოჩნდა. მას უფრო რბილი, მაგრამ ნაჯერი გემო და მრავალი სასარგებლო თვისება აქვს. მწვანე ყავა მეტ პურინულ ალკალოიდს - თეობრომინს, თეოფილინსა და კოფეინს შეიცავს.
E ვიტამინს სხვაგვარად ტვინის ვიტამინსაც უწოდებენ. ის ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიტამინია, უჯრედულ დონეზე მიმდინარე მრავალ პროცესზე ახდენს გავლენას, განსაკუთრებით კი თავის ტვინის ფუქციაზე. მიუხედავად ამისა, E ვიტამინის მიღება პრეპარატის სახით არც ისე ეფექტურია, მეტიც, არც არის სასურველი. ეს ვიტამინი უმჯობესია პროდუქტებიდან მიიღოთ. 
საკვების საფუძვლიანად დაღეჭვა მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს ამცირებს. ამ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები ნიიგატას უნივერსიტეტიდან. მათ ღეჭვის ფუნქციის უნარი და გავლენა ორგანიზმზე
სიმსუქნის გამო სულ უფრო მეტი ბავშვი იბადება პრობლემებით. დასავლეთის სამყაროს დიდი ნაწილი სიმსუქნის ეპიდემიამ მოიცვა, რამაც მომავალი თაობისთვის კატასტროფული შედეგი შეიძლება მოიტანოს.
05 აპრილი 2016
კოცნა ბევრს უყვარს და ხშირად ჩუქნის კიდეც მას საყვარელ ადამიანებს, ზოგიერთები კი უზოგავენ ამბორს სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რადგან არ უყვართ “ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში”. ამ კატეგორიას შევახსენებ, რომ კოცნა საოცარი ფენომენია, რაც მთავარია, მეტად სასარგებლო ორგანიზმისათვის.

19 მაისი 2017
ჭარბი წონის მქონე ადამიანების უმრავლესობა ახლობლებისგან მუდმივად განიცდის ზეწოლას და მათი დიდი ნაწილი, რომლებიც გახდომას ვერ ახერხებს, მიუთითებს გარშემომყოფების უარყოფით როლზე. თუ ნამდვილად გსურთ დახმარება, შეეცადეთ დაარწმუნოთ ადამიანი, რომ მიმართოს ექიმს, რადგანაც სიმსუქნე სერიოზული დაავადებაა.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
სასქესო ასოს ზომისა და ფორმის შეცვლის რამდენიმე მეთოდი არსებობს:

1. სასქესო ასოს თავის გადიდება ჰიალურონის მჟავას გელით.

სასქესო ასოს თავის გადიდება კეთდება მოცულობის, ფორმის კორექციისა და სასქესო ასოს თავის მგრძნობელობის დაქვეითების მიზნით. ჰიალურონის მჟავას გელის საშუალებით სასქესო ასოს თავის გადიდებისა და ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის მსოფლიო გამოცდილება 12 წელს მოიცავს. ეს მეთოდიკა უსაფრთხო და ეფექტურია სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად არა მარტო მამაკაცებისთვის, არამედ მათი პარტნიორებისთვისაც, იმდენად რამდენადაც სასექსო ასოს თავის მოცულობის გაზრდა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სქესობრივ აქტს.

როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.