იოდი - ვის და რამდენი სჭირდება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იოდი - ვის და რამდენი სჭირდება?

ამ თვისებით გამოირჩევა ფიკუსი, ლამინარია, ფილოფორა. მათი ორგანიზმის 1% იოდია, ხოლო ზოგიერთი ღრუბლოვანი წყალმცენარის ორგანიზმი 8,5%-ით ამ ელემენტისგან შედგება. მედიცინაში გამოყენებული იოდის დიდი ნაწილი სწორედ წყალმცენარეებისგან არის მიღებული.

სად ბინადრობს ორგანიზმში იოდი

ორგანიზმში იოდი ჰაერის, წყლისა და საკვების საშუალებით ხვდება. მას უმთავრესად მცენარეული სურსათი შეიცავს.

იოდის დიდი ნაწილი წვრილი ნაწლავების დასაწყისში შეიწოვება. ორგანიზმში 20-დან 50 მგ-მდე იოდი გროვდება. აქედან 10-15 მგ - კუნთებში, 15-25 მგ კი ფარისებრ ჯირკვალში.

ორგანიზმში მოხვედრილი იოდის 60-80% ფარისებრ ჯირკვალშია ლოკალიზებული.

ჯირკვლის უჯრედებს ერთი მეტად საინტერესო თვისება აქვს - მიკროელემენტის კონცენტრაცია უჯრედის შიგნით 300-ჯერ მეტია, ვიდრე სისხლის პლაზმაში. ფარისებრ ჯირკვალში არსებული იოდის თითქმის მთელი რაოდენობა (99%) მის ჰორმონთა შემადგენლობაში შედის, მხოლოდ 1%-ია წარმოდგენილი არაორგანული იოდის სახით.

იოდური სარკე

ადამიანი საოცარი მუდმივობით ინარჩუნებს სისხლში იოდის კონცენტრაციას (10-5-10-6), რასაც სისხლის იოდური სარკე ეწოდება. იოდის არაორგანული მარილების ორგანიზმში შეყვანისას სისხლში მისი კონცენტრაცია 1000-ჯერ იზრდება, მაგრამ ეს საშიში არ არის, ვინაიდან 24 საათის შემდეგ, განსაზღვრულ მექანიზმთა წყალობით, სისხლის იოდური სარკე კვლავ ნორმას უბრუნდება.

ადამიანისთვის იოდის 2-3 გრამი სასიკვდილოა, მაშინ როცა იოდიდის (იოდის მარილების) სახით მისი მიღება არავითარ საფრთხეს არ უქადის. ორგანიზმიდან იოდი უპირატესად (70-80%) თირკმელების საშუალებით, შარდთან ერთად გამოიყოფა, დანარჩენი კი - რძის, ნერწყვისა და ოფლის, ნაწილობრივ ნაღვლის მეშვეობით გამოიდევნება.

რამდენი იოდი გვჭირდება

ორგანიზმის მოთხოვნას ამ მიკროელემენტზე რამდენიმე შინაგანი და გარეგანი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის:

1. სხეულის ფიზიოლოგიური მდგომარეობა - ზრდისა და განვითარების პერიოდში მასზე მოთხოვნილება საგრძნობლად იმატებს;

2. წელიწადის დრო - სექტემბრიდან იანვრამდე სისხლში იოდის კონცენტრაცია ქვეითდება, თებერვლიდან კი კვლავ იმატებს. მაის-ივნისში იოდური სარკე უმაღლეს დონეს აღწევს. ამ ცვლილებებს შედარებით მცირე ამპლიტუდა აქვს, ამასთანავე, მათი მიზეზი მეცნიერებისთვის დღემდე გამოცანად რჩება;

3. გარემოს ტემპერატურა - სიცივეში იოდზე ორგანიზმის მოთხოვნა იზრდება.

იოდის დღეღამური მოთხოვნილება სხეულის მასის 1 კგ-ზე საშუალოდ 3 მკგ-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი მეტად პირობითია, ვინაიდან მოთხოვნა, როგორც ვთქვით, იზრდება ორსულობის, ორგანიზმის ინტენსიური ზრდისა და გადაცივებისას.

იოდზე ორგანიზმის მოთხოვნა განსხვავდება ასაკის მიხედვითაც.

  • ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ 100-200 მკგ ეს ელემენტი სჭირდება;
  • წლამდე ასაკის პატარებს - 40-50 მკგ;
  • 1-3 წლისებს - 70 მკგ;
  • 4-6 წლისებს - 90 მკგ;
  • 6-დან 12 წლამდე - 120 მკგ;
  • ხოლო 12 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის 150 მკგ-მდე იოდია საჭირო;
  • მამაკაცებისთვის იოდის ოპტიმალური ნორმა 150 მკგ-ია;
  • ამდენივე სჭირდებათ 50 წლამდე ასაკის ქალებს;
  • 50 წელს გადაცილებულთათვის კი 175-200 მკგ-ია საჭირო;
  • გამონაკლისები არიან ორსულები და მეძუძური დედები. მათ დღე-ღამეში აუცილებლად უნდა მიიღონ 250 მკგ იოდი.

ორსულობისას იოდის დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ნაყოფისთვის, ვინაიდან ფერხდება მისი ზრდა-განვითარება და ტვინის სტრუქტურული ჩამოყალიბება, რაც შესაძლოა განვითარების მანკების მიზეზად იქცეს.

რა შეუძლია იოდს:

1. იოდი არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას;

2. აღადგენს ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსს;

3. ხელს უწყობს ნერვული სისტემის სტაბილიზაციას;

4. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის ნებისმიერი რგოლის წარმართვას, ბავშვების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას;

5. დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოსექსუალურ სფეროზე;

6. ფარისებრი ჯირკვლის მარეგულირებელი ფუნქცია - იოდი, ვინაიდან ტრიიოდთირონინისა და თიროქსინის სინთეზში მონაწილეობს, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციათა განსახორციელებლად, რომელთა წყალობითაც ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები.

7. ზრდა-განვითარებაზე მოქმედება - იოდი მონაწილეობს ძვალ-ხრტილოვან ქსოვილთა უჯრედების პროლიფერაცია-გამრავლებაში, უზრუნველყოფს სხეულის ნორმალურ ზრდას;

8. ასტიმულირებს ცილების სინთეზს და აუმჯობესებს კუნთებში კრეატინფოსფატის ცვლას, საბოლოოდ კი ხელს უწყობს კუნთების უკეთ შეკუმშვა-მოდუნებას;

9. ზრდის ადამიანის ფიზიკური შრომის უნარს, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს და ხელს უშლის გადაღლას.

10. ნერვული სისტემის ნორმალიზება - იოდი უზრუნველყოფს ნერვული სისტემის უჯრედთა ზრდას, აუმჯობესებს ნერვულ-ფსიქიკურ განვითარებას, განსაკუთრებით - ბავშვებში, აწესრიგებს ადამიანის ემოციურ ფონს და აღკვეთს ზედმეტ გაღიზიანებას.

11. ნივთიერებათა ცვლის სხვა რგოლებზე ზემოქმედება - ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ლიპიდურ და ნახშირწყლოვან ცვლაზე ზემოქმედება. ცხიმოვანი ცვლა - იოდი ზრდის ლიპოლიზს, ცხიმების დაშლა-მონელებას, ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის იმ ფუნქციას, რომელიც შერჩევითად აქვეითებს გაცხიმოვნებას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ააქტიურებენ ცხიმოვან ქსოვილებში კატაბოლურ პროცესებს, რომლებიც, თავის მხრივ, ორგანიზმს ენერგიით ავსებს. ბიოლოგიური იოდი ააქტიურებს უშუალოდ კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებში ცხიმების დაშლას და ამით ხელს უშლის გაცხიმოვნების თანმდევი მეტად უსიამოვნო მოვლენის - ცელულიტის განვითარებას.

ნახშირწყლოვანი ცვლა - იოდი ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის იმ ფუნქციას, რომელიც აძლიერებს გლუკონეოგენეზს (გლუკოზის წარმოქმნას), ნახშირწყლების ნაწლავებში შეწოვას და საჭიროებისას დეპო ორგანოებიდან მათ დროულ მობილიზაციას.

ვფიქრობთ, იოდის ამ ფუნქციათა გაცნობის შემდეგ არავის გაუჩნდება კითხვა, რატომ არის აგრერიგად მნიშვნელოვანი მისი დეფიციტის დროული აღმოფხვრა და რომ ის მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტია.