საკვების საფუძვლიანად დაღეჭვა მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს ამცირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვების საფუძვლიანად დაღეჭვა მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს ამცირებს

50-დან 70 წლის ასაკის 1780 მოხალისეზე შეისწავლეს. მონაწილეები დაყოფილნი იყვნენ 4 ჯგუფად. პირველ ჯგუფში გაერთიანებულნი იყვნენ ის პირები, რომლებიც საკვებს საგულდაგულოდ ღეჭავდნენ, მეოთხე ჯგუფში კი ის კატეგორია ირიცხებოდა, რომელსაც ღეჭვის ფუნქცია განსაკუთრებულად ჰქონდა დაქვეითებული ცალკეულ ფაქტორთა გამო. აღმოჩნდა, რომ მეოთხე ჯგუფის წარმომადგენლებს, სხვა ჯგუფებთან შედარებით უფრო ხშირად აღენიშნებოდათ მეტაბოლური სინდრომი. 70 წლის ასაკის ადამიანებთან კი 1,9-ჯერ უფრო მაღალი იყო აღნიშნული სინდრომის განვითარების რისკი.

მეტაბოლური სინდრომი წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის მოშლის მთელ კომპლექსს, რომელიც თავის მხრივ ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიათა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობას. Mმეტაბოლური სინდრომის გამო იზრდება ვისცერული (შინაგან ორგანოთა) ცხიმი ორგანიზმში, ვითარდება ინსულინრეზისტენტობა და ჰიპერინსულინემია (სისხლში ინსულინის დონის მატება). მეტაბოლური სინდრომის გამომწვევ მთავარ მიზეზებს შორის სპეციალისტები ფიზიკური აქტივობის დაქვეითებას და არასწორ კვებას ასახელებენ. დიდ როლს თამაშობს მემკვიდრული წინასწარგანწყობაც.

იაპონელ მეცნიერთა დასკვნით, საკვების ცუდად გადამუშავება პირის ღრუში (ანუ ღეჭვა) მნიშვნელოვნად ზრდის მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს ასაკოვნებში. ეს კი, მეტად საყურადღებოა, რადგან ღრძილებისა და კბილების პათოლოგიური მდგომარეობის გამო სწორედ ასაკოვნებთან იქმნება საკვების ღეჭვისა და, საზოგადოდ, მონელების სხვადასხვა სახის დარღვევა. ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ როგორც ექიმებმა, ასევე პაციენტებმა და დროულად მიმართონ სტომატოლოგებს.

თინათინ გოცაძე