მწვანე ყავა არტერიულ წნევას აწესრიგებს და ქოლესტერინის დონეს აქვეითებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვანე ყავა არტერიულ წნევას აწესრიგებს და ქოლესტერინის დონეს აქვეითებს

ისინი ტვინის მუშაობის სტიმულატორებია, ამასთან, შაკიკის, სპაზმური ტკივილის და ანემიის დროს ეფექტურია და ხელს უწყობს ყურადღებისა და მეხსიერების კონცენტრაციას.

ამინომჟავებისა და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის შედეგად, მწვანე ყავა ორგანიზმის გასუფთავებას, გაახალგაზრდავებასა და იმუნიტეტის გამყარებას უწყობს ხელს. მწვანე ყავა ინსულინისადმი მგრძნობელობას ამაღლებს, რაც ჰორმონული მადის შეტევებს თრგუნავს. ამიტომ ექიმები შაქრიანი დიაბეტის რისკის მქონე პირებს ამ სასმელის რეგულარულად ზომიერ მიღებას ურჩევენ.

მწვანე ყავას ძირითადი ღირსება მასში ქლოროგენის მჟავას შემცველობაა. ეს უკანასკნელი აქტიურად მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე. მწვანე ყავის ექსტრაქტი არტერიულ წნევას აწესრიგებს, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, რაც ინფარქტისა და ინსულტის პრევენციაა.

კოფეინისა და ქლოროგენის მჟავას კომბინაცია შესანიშნავ შედეგს იძლევა. კოფეინი წვავს ცხიმს, კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს ანიჭებს. ქლოროგენის მჟავა კი აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესებს და შლის ცხიმოვან უჯრედებს. ის გლუკოზის მარაგის ფორმირებაში ეხმარება ორგანიზმს, რომელიც ორგანიზმში გლიკოგენის სახით ხვდება. ეს რთული ნახშირწყალი ღვიძლში ლაგდება, როგორც კონცენტრირებული ენერგიის წყარო.

ქლოროგენის მჟავას ძირითადი ამოცანააა ცხიმის გარდაქმნა კალორიის წყაროდ და გლუკოზის გლიკოგენისგან გამოთავისუფლება, რის შედეგადაც ორგანიზმი ცხიმებს ხარჯავს, რაც გახდომას უწყობს ხელს. მწვანე ყავა ორგანიზმის ასუფთავებს ტოქსინებისა და ზედმეტი სითხისგან, რაც ზედმეტი წონას აშორებს.

მწვანე ყავა შეიძლება იყოს მარცვლოვანი და დაფქული, სახეებიდან - რობუსტა და არაბიკა. პირველში მეტია კოფეინიც და ქლოროგენის მჟავა, სამაგიეროდ მეორეს უფრო რბილი გემო აქვს. ზოგჯერ ამ ორი სახის ნარევიც არის. საუკეთესოდ ითვლება სველი წესით მიღებული მწვანე ყავა.

მწვანე ყავას სწორად გამოყენებისას გახდომის ეფექტი უკვე ერთ კვირაში ჩანს. უფრო სერიოზული ცვლილებები 7-8 კვირაშია შესამჩნევი. 1 ან 2 ჭიქა მწვანე ყავის ყოველდღიური მიღებისას 6 თვის შემდეგ შეიძლება 8 კგ დაიკლოთ, ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე. უკუჩვენებების არარსებობისას ყავის მიღება შეიძლება მთელი წლის განმავლობაში. სწორი კვების პირობებში დაკარგული კილოგრამები არ ბრუნდება.

ყავის ნალექი შეიძლება სქრაბის სახით გამოვიყენოთ. მას ცელულიტის საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს.

არაა რეკომენდებული მწანე ყავის მიღება ორსულობისას, ბავშვებისთვის, მომატებული ნერვული აღგზნებადობისა და ათეროსკლეროზის დროს.

ლალი ჩხიკვაძე მწვანე ყავა ჭარბი წონის, ჰიპერტონიისა და დიაბეტის სამკურნალოდ