რა არის დემოდეკოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის დემოდეკოზი

(Demodex folliculorum) იწვევს. სხვადასხვა წყაროებით, დედამიწის მოსახლეობის 70-დან 100%-მდე ამ ტკიპის მატარებელია. უმეტესად ტკიპა მშვიდობიანად ბინადრობს კანზე და ჩამოფცქვნილი უჯრედებით იკვებება, მაგრამ საკმარისია, ორგანიზმი დასუსტდეს, რომ პარაზიტი კანის შედარებით ღრმა ფენებში იჭრება და ანთებით პროცესს იწვევს. დაავადება ქალებში ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უმთავრესად ახალგაზრდები და მოზარდები უჩივიან.

შესაძლოა, განვითარდეს ორსულობის პერიოდშიც, წესისამებრ, ძლიერი სტრესის შედეგად. პათოლოგიური პროცესის დაწყების უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა გამშვებ მექანიზმად სხვადასხვა ფაქტორი გვევლინება: ნერვული სტრესი, საჭმლის მომნელებელი და ენდოკრინული სისტემების მუშაობის სხვადასხვა დარღვევა, იმუნიტეტის დაქვეითება, ჰორმონებისა და ბიოლოგიური დანამატების შემცველი თუნდაც ყველაზე მაღალხარისხიანი და ძვირადღირებული კოსმეტიკა. ტკიპასთან მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლოა დაარღვიოს ყავის, ალკოჰოლის, ცხარე საკვების ჭარბმა მიღებამ, კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობამ, აბანოთი და გარუჯვით გატაცებამ.

რას სჩადის ტკიპა

დემოდეკოზის გამომწვევი ტკიპა თმის ფოლიკულებსა და ცხიმოვან ჯირკვლებში ბინადრობს. ჩვეულებრივ, განაყოფიერების შემდეგ მდედრი ტკიპა კანის ზედაპირზე ამოდის და უმალვე "ყვინთავს" თავისუფალ ცხიმოვან ჯირკვალში ან თმის ძირისკენ მიიწევს. თუ პირობები შეიცვალა, ის კანის შედარებით ზედა შრეებში რჩება და იქვე დებს კვერცხებს. ახალგამოჩეკილი, ნორჩი ტკიპები, რომლებიც განვითარების რამდენიმე ეტაპს გადიან, სწრაფად იზრდებიან, ინტენსიურად იკვებებიან და ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებსაც გამოყოფენ.

რა ემართება კანს

ტკიპების ცხოველმყოფელობის უბნებში კანი ანთებას განიცდის, წითლდება, თავისებური მუწუკებით იფარება. ყველაზე ხშირად ზიანდება სახე, კერძოდ, ცხვირი და მის ირგვლივ არსებული არე, ლოყები, ტუჩები და ქუთუთოები. პროცესში ზოგჯერ ნიკაპი, ყურის ნიჟარები, კანის თმით დაფარული ნაწილიც ერთვება. დემოდეკოზი პროგრესირებს და თავისთავად არ იკურნება. პათოლოგიური პროცესის შედეგად კანის სისქეში უხეში ნაწიბუროვანი ქსოვილი და კალციუმის მრავალი წვრილი მყარი გროვა წარმოიქმნება. სახე უწვრილესი კვანძებით, ნახეთქებითა და წყლულებით იფარება, წითლდება, დროთა განმავლობაში კი მომწვანო-მორუხო ელფერს იძენს, უხეშდება, მიმიკური უმოძრაობის გამო ნიღბისებურიც კი ხდება. ადამიანი სიმხურვალეს, ზოგჯერ წვას, ჭიანჭველების ცოცვას შეიგრძნობს, კანი ექერცლება და ექავება. უკანასკნელი სიმპტომი ზოგჯერ მუდმივია, ზოგჯერ კი კრემის გამოყენების შემდეგ ან ცივი წყლით პირის დაბანის შემდეგ ძლიერდება. ქავილი უმეტესად საღამო ხანს მძაფრდება და მთელი ღამე ინტენსიურად გრძელდება, რადგან ღამე ტკიპის ცხოველმყოფელობის ყველაზე აქტიური პერიოდია.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ტკიპის გამოსავლენად საკმარისია კანის დაზიანებული უბნებიდან ჩამონაფხეკის გამოკვლევა. მიკროსკოპიული ანალიზი ადვილად ავლენს ტკიპა-დემოდექსს. დემოდეკოზის მკურნალობა კომპლექსური და ხანგრძლივია. ამ დროს, გარდა დაავადების გამომწვევთან ბრძოლისა, საჭიროა ორგანიზმის დამცავი ძალების გაძლიერება, იმუნიტეტის ამაღლება. დაავადების დროულად (ნახევარ წელზე ადრე) გამოვლენის შემთხვევაში, ადრეულ სტადიებზე, მკურნალობა შედარებით მოკლე ხანში (3-4 კვირაში) სრულდება, თუმცა არ არის გამორიცხული, დაავადება თავიდანვე მძიმედ მიმდინარეობდეს. ამ შემთხვევაში მკურნალობა ხანგრძლივდება. შორს წასული, ქრონიკული ფორმები ხანგრძლივ - 6 თვიდან 2 წლამდე - მკურნალობას მოითხოვს და, რა თქმა უნდა, პაციენტის მხრივ მოთმინებასა და ნებისყოფას საჭიროებს.

მკურნალობის პროცესში აკრძალულია:

  • ტონალური კრემებისა და სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება (მათ შემადგენლობაში შემავალიმრავალი კომპონენტი ტკიპებს ძალიან მოსწონთ, აქედან გამომდინარე,გამომწვევები, ნაცვლად განადგურებისა, ინტენსიურად მრავლდებიან);
  • მოწევა, ალკოჰოლის, ტკბილი და ცხარე საკვების მიღება;
  • მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.