რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
პარაზიტი ჭიები

- როგორია ამებიაზის კლინიკა, როგორ სვამენ დიაგნოზს, რას გულისხმობს მკურნალობა?
- ამებიაზს აქვს სხვადასხვა კლინიკური ფორმა. ნაწლავურ ამებიაზს ახასიათებს მუცლის ტკივილი, შებერვა, ფაღარათი – კუჭის მოქმედება აღინიშნება დღეში ორ-სამჯერ, განავალი შეიცავს სისხლის მინარევს. სიმპტომები შესაძლოა 2-4 კვირა გაგრძელდეს, ხოლო დეფეკაციათა სიხშირე 10-20-მდე გაიზარდოს. ამებიაზის ნაწლავგარე ფორმებიდან აღსანიშნავია ამებური აბსცესები, რომლებიც სხვადასხვა ორგანოში, ყველაზე ხშირად კი ღვიძლში ყალიბდება. ამ შემთხვევაში მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც. ამებიაზის დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება ახალგამოყოფილი განავლის მიკროსკოპიული შესწავლა. გარდა ამისა, შემუშავებულია სეროლოგიური კვლევები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწლავგარე ფორმების დროს.


- რამდენად აქტუალურია დღეს ლამბლიოზი, როგორ ხვდება ადამიანის ორგანიზმში ლამბლია და რა გზით შეიძლება ავიცილოთ ეს თავიდან?
- ლამბლიოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ის ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა რიგ შემთხვევაში ირღვევა წვრილი ნაწლავის ფუნქცია, რასაც ფაღარათი მოსდევს. ლამბლიოზით დასნებოვნების წყარო ლამბლიებით ინვაზირებული ადამიანია, რომელიც ფეკალიებთან ერთად გარემოში გამოყოფს ლამბლიის ცისტებს. დაავადება გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით. გადაცემის ფაქტორებია წყალი, ბოსტნეული, კენკრა, ხილი. ინვაზიისათვის საკმარისია ადამიანის ორგანიზმში ათი ცისტის მოხვედრა. გადაცემის გზების გათვალისწინებით, ლამბლიოზის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ჰიგიენის წესების დაცვა, საკვების კარგად გარეცხვა გამდინარე სუფთა წყლით, სასმელად მხოლოდ სუფთა წყლის გამოყენება.


- როგორია ლამბლიოზის კლინიკა, როგორ ტარდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
- ადამიანის წვრილ ნაწლავში ლამბლია გარდაიქმნება ვეგეტატიურ ფორმად, სწრაფად მრავლდება და წვრილ ნაწლავში პარაზიტობს. ამავე დროს განავალთან ერთად გარემოში გამოიყოფა უამრავი ცისტა. წვრილ ნაწლავში ლამბლია აზიანებს ნაწლავის ფუნქციას, ირღვევა ნაწლავის კედლისმიერი მონელება, რის შედეგადაც ვითარდება ფაღარათი. ჩვეულებრივ, დაავადება კეთილთვისებიანად მიმდინარეობს და 5-7 დღეში გამოჯანმრთელებით სრულდება. დაავადების დიაგნოსტიკა ემყარება განავალში ლამბლიის ვეგეტატიური ფორმების აღმოჩენას, ასევე - სეროლოგიურ მეთოდებს. სამკურნალოდ გამოიყენება ანტიპროტოზოული საშუალებები.


- კარგა ხანს ლამბლია ნაღვლის ბუშტის დაავადებების მიზეზად მიაჩნდათ. როგორი შეხედულება აქვთ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით?
- მკითხველებს ალბათ კარგად ახსოვთ, რომ ლამბლიოზის დიაგნოსტიკა ხშირად ზონდირებით ნაღვლის წვენის მიღების შედეგად ხდებოდა. სადღეისოდ ცნობილია, რომ ამ გზით მიღებულ ნაღვლის სეკრეტში აღმოჩნდება ლამბლია, რომელიც ბინადრობს არა ნაღვლის ბუშტში, არამედ წვრილ ნაწლავში. ასეთი დასკვნის საფუძველს გვაძლევს დადგენილი ფაქტი - ნაღვლის ზემოქმედებით ლამბლია კარგავს სიცოცხლის უნარს, ასე რომ, ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში მისი არსებობა შეუძლებელია.


- ბევრი მზად არის, ექიმის დანიშნულების გარეშე მიიღოს ანტიპარაზიტული პრეპარატი. როგორია სპეციალისტის აზრი ამის თაობაზე?
- მკითხველი ალბათ შეამჩნევდა, რომ საუბრისას კონკრეტული პრეპარატების დასახელებისგან თავი შევიკავეთ. ეს შემთხვევით არ მომხდარა. მართალია, თანამედროვე ანტიპარაზიტული საშუალებების ტოქსიკურობა საგრძნობლად არის შემცირებული, მაგრამ ადამიანის ორგანიზმზე განსაზღვრული ტოქსიკური ზემოქმედება თითქმის ყველა მათგანს აქვს. სწორედ ამიტომ არ არის რეკომენდებული თვითმკურნალობა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობის სქემა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, ისე, რომ პარაზიტების საწინააღმდეგო ეფექტი მაქსიმალური იყოს, ხოლო ადამიანის ორგანიზმზე არასასურველი ზემოქმედება - მინიმალური. ეს კი მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, არის შემთხვევები, როცა პარაზიტული დაავადება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სტაციონარული მკურნალობა. ბუნებრივია, მსგავს სიტუაციაში თვითმკურნალობა დაუშვებელია.


- რომელი წესების დაცვაა აუცილებელი პარაზიტული დაავადებების თავიდან ასაცილებლად?
- საუბრისას არაერთხელ შევეხეთ პარაზიტული დაავადებების თავიდან აცილების გზებს. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლით მათ:

  • რეგულარულად იბანეთ ხელები საპნით.
  • კარგად მოხარშეთ და შეწვით ხორცი.
  • ნუ დააბინძურებთ გარემოს ფეკალიებით.
  • გულმოდგინეთ გარეცხეთ ხილი, ბოსტნეული, მწვანილი.
  • ნუ გამოიყენებთ სასმელად წყალს, თუ არ ხართ დარწმუნებული მის სისუფთავეში.

 


 



თარიღი : 23-11-2016
მამუკა
თამთა გამარჯობათ. გუშინ ასეთი რამ გავიგე, ჭიებზე იყო საუბარი, მეც პატარები მყავს და კბილებს აკრაჭუნებს, დედამ ეს ჭიებმაბავშვს, რომელიც გარდაიცვალა და ვერ ხვდებოდნენ რით, ჭიები მანამდე ვერ უნახავთ, სხვა სიმპტომებიც არ ქონია, როცა გარდაიცვალა მთელი ორგანიზმი ქონია დაზიანებული და შეჭმულიო. მეორე ბავშვიც ასე ცუდად გაუხდათ თურმე და ვიღაცას უთქვამს ჭიები ყოლებაო და ასეთი რამ ურჩია: ღამე ორ საათზე დაელევინებინა ბავშვისათვის კონიაკიანი ჩაი, ღამე იმიტომ რომ თურმე ღამე აქტიურობენ და კონიაკიანი იმიტომ რომ პარაზიტები დათვრებოდნენ, დაეყოლებინა კუჭის სამოქმედო საშუალება და პარაზიტებისგან გამოთავისუფლდებოდა, არსებობის შემთხვევაში. გააკეთა და საშინელი რაღაცეები უნახავს. აი ამდენი პარაზიტი ყოლია ორგანიზმში. ის ბავშვი გადარჩენილა. მეც გავაკეთებ მასე ჩემებზე თუ საჭირო იქნება
თარიღი : 14-10-2016
mari
ვიტამინები როგის მივცე ცჰიის ცამალს რომ მოვრჩებით
თარიღი : 03-07-2016
Tea
Vaime xalxuri metodimirchiet chiis mkurnalobis
თარიღი : 03-07-2016
Tamta
Mogesalmebit,myavs 4clis gogo,erti Celiscin astkivda myceli da tkivils rom ver gaudzlo dakargad goneba,gavukete analizebi chiis da ar chans.sxva gamoklevebic gavaketet da yvelaperi normashi aqvs.muclus tkivili ki isev aqvs da gonebis dakargvamde midis.gtxovt mirchiot rame.
თარიღი : 08-05-2016
ანა
მაინტერესებს ახასიათებს თუ არა რომელიმე ჭიას თმის ცვენა? კონკრეტულად ახლობელს წარბი გასცვივდა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
პარაზიტული ბაქტერიები მთლიანად არიან დამოკიდებულნი სხვა ორგანიზმზე. ახლახან მეცნიერებმა ასეთი ბაქტერიები ადამიანის ნერწყვშიც აღმოაჩინეს.
ზაფხულის ცხელ დღეებს, მცხუნვარე მზითა და მწვანე ბალახით, თან სდევს მომაბეზრებელი ბუზები, კოღოები და სხვა მწერები.
ადამიანის ტრიქინელოზი მძიმედ მიმდინარე პარაზიტული დაავადებაა. მისი გამომწვევი ჭიის განვითარების თავისებურებებსა და დაავადების კლინიკურ მახასიათებლებზე გვესაუბრება ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი მარინა მანჯგალაძე.

ადამიანის ფასციოლოზი კლინიკური მიმდინარეობის მრავალფეროვნებით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, მით უმეტეს, ერთეული შემთხვევების გამო ექიმებს ამ ნოზოლოგიაზე ეჭვი იშვიათად მიაქვთ. პაციენტებს საბოლოო დიაგნოზისთვის ერთი სპეციალისტისგან მეორესთან უწევთ სიარული, ზოგი მცდარი დიაგნოზის გამო სულ სხვა მკურნალობას იტარებს. ყოველივე ეს პრობლემის აქტუალობაზე მეტყველებს და ჩვენც კომენტარი ვთხოვეთ ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების თანამშრომელს, მედიცინის დოქტორ მარინა მანჯგალაძეს.

ჭიებზე საუბარი არასასიამოვნოა, მაგრამ აქტუალური. 6-7 თვიდან ჩვილი აქტიურად იწყებს გარე სამყაროს შემეცნებას ხელის შეხებით. ამ დროს ჰელმინთებთან შეხვედრის რისკი ყველაზე უზრუნველყოფილი ბავშვებისთვისაც კი მაღალია. გვესაუბრება პედიატრი მაია მუზაშვილი.

- ბავშვები უფრო ადვილად ინვაზირდებიან ჭიებით, ვიდრე უფროსები. რატომ არის ასე?

გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას. პარაზიტების წინააღმდეგ ეფექტურია შემდეგი ნარევი
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.