მწერის ნაკბენი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწერის ნაკბენი

ნაკბენთა უმრავლესობა ქავილს ან მცირედ წვას იწვევს, მაგრამ ზოგიერთმა მწერმა კბენისას შესაძლოა ინფექციური დაავადების გამომწვევიც დატოვოს კანქვეშ, ანდა მისმა ნაკბენმა მძიმე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ჭიანჭველები ხშირად კბენენ მძინარე ადამიანს. ამ დროს ხშირად ვითარდება ალერგიული რეაქცია იმ შხამებზე, რომლებსაც ჭიანჭველა ადამიანის კანში ტოვებს. გარდა ამისა, საშიშია ნაკბენი ადგილის მოქავებაც, რადგან ქავილის დროს გაჩენილი მიკროტრავმებიდან ორგანიზმში შესაძლოა მძიმე ინფექცია შეიჭრას. კოღოსა და რწყილის ნაკბენს, გარდა ძლიერი ალერგიული რეაქციისა, შესაძლოა მძიმე დაავადება, მაგალითად, მალარია, დენგეს ცხელება, ტიფი მოჰყვეს. მწერის ნაკბენზე კანის რეაქცია თითქმის ყოველთვის ერთნაირია: შეშუპება, შეწითლება, კანის მცირე უბნის ანთება, პაპულების წარმოქმნა, ძლიერი ქავილი და ზოგიერთ შემთხვევაში - ტკივილიც. ბაღლინჯოს ნაკბენი თითქმის ყოველთვის უფრო საშიშია, ვიდრე კოღოსი. ამ დროს ხშირია კანის უფრო დიდი უბნის შესივება, ძლიერი წვისა და ქავილის შეგრძნება. ბაღლინჯოს ნაკბენს ზოგჯერ მძიმე ალერგიული რეაქცია მოსდევს, არცთუ იშვიათად - ანაფილაქსიური შოკიც. დაახლოებით ამგვარად შეიძლება იმოქმედონ ადამიანის ორგანიზმზე ქინქლამ, მოსკიტმა, ბუზანკალმა და სხვა მწერებმა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. ჩვენს სახლში შეიძლება ობობასნაირები და სხვა ფეხსახსრიანებიც ცხოვრობდნენ. მრავალფეხები, ობობები, შხამიანი ტკიპები არა მარტო კბენით გვიწამლავენ ცხოვრებას, არამედ ადვილად ასნებოვნებენ ადამიანს სხვადასხვა დაავადებით, მაგალითად, ტიფით ან ლეიშმანიოზით.

მწერის ნაკბენის მკურნალობა

მწერის ნაკბენის უყურადღებოდ დატოვება არ იქნება სწორი. სპეციალისტების რჩევებზე დაყრდნობით ჩვენ რამდენიმე რეცეპტი შევაგროვეთ, რომლებიც ასეთ დროს დაგეხმარებათ. ბუზანკლისა და კოღოს ნაკბენს აშუშებს ანწლის, დიდგულას ან მრავალძარღვას ფოთლები. ახალმოკრეფილ ფოთლებს წყალი გადაავლეთ, ხელით დასრისეთ და წვენი ნაკბენზე წაისვით. ეს მცენარეები, გარდა იმისა, რომ შეშუპებას შეამცირებენ, ნაკბენის დეზინფექციასაც მოახდენენ. შეიძლება გამოიყენოთ წყალში 1:3 თანაფარდობით გაზავებული ნიშადურის სპირტის ხსნარიც. ისიც ნაკბენ ადგილას უნდა წაისვათ. ქინქლას ნაკბენს უხდება ხახვის ახალგამოწურული წვენი. დაასველეთ ბამბა ან დოლბანდის ტამპონი და მტკივან ადგილზე დაიდეთ. ფუტკრის ან კრაზანას კბენას ადამიანი მაშინვე გრძნობს. ამ დროს საჭიროა სწრაფი რეაგირება, რადგან ამ მწერების შხამი საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. თავდაპირველად ჭრილობიდან ნესტარი უნდა ამოიღოთ, ოღონდ ძალიან ფრთხილად, რათა არ დაზიანდეს ის პატარა პარკი, რომელიც ნესტრის ბოლოზეა მოთავსებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკბენში მეტი შხამი შევა და ტკივილი და სხვა შეგრძნებები გამძაფრდება. ნესტრის ამოღების შემდეგ კარგი იქნება, თუ ნაკბენზე ნივრის ფაფას დაიდებთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ზოგჯერ ის კანის დამწვრობასაც იწვევს. ამ დროს გამოგადგებათ ოროვანდის კომპრესი: ერთი-ორი წუთით მდუღარე წყალში მოათავსეთ, მერე კი თხლად თაფლწასმული მიიდეთ მტკივან ადგილზე. ნებისმიერი მწერის ნაკბენზე კარგია ყინულის დადებაც. ის ხსნის შეშუპებას და აცხრობს ქავილსა და წვას. თითქმის ყველა მწერის ნაკბენით გამოწვეული ზომიერი ალერგიული რეაქცია 15-20 წუთის შემდეგ გაივლის, თუ ნაკბენ ადგილს ალოეს ახალგამოწურულ წვენს წაუსვამთ. და საერთოდ, ჯობს, ეს მცენარე სახლში გაახაროთ, რადგან ის წარმატებით უმკლავდება ათეულობით დაავადებას. მწერის ნაკბენის ნეიტრალიზება ახალგამოწურული ლიმონის წვენითაც შეიძლება. ლიმონის წვენი აცხრობს ქავილის შეგრძნებას და კანის რეაქციას. ოღონდ სასურველია გამოვიყენოთ არა სუფთა წვენი, არამედ მისი წყალხსნარი - 1:1. დაგეხმარებათ არაყიც. ეს კარგად ნაცადი საშუალებაა, ხსნის შეშუპებას, ქავილს და კანის გაღიზიანებას. დაბოლოს, თუ ჩამოთვლილი საშუალებები არ გშველით ან აშკარაა ძლიერი ალერგიული რეაქცია, თუ ნაკბენი ადგილი ან მთელი კიდური შეშუპდა ან შესივდა (ეს სერიოზული სიმპტომია) ან სხვაგვარად გამოიხატა ორგანიზმის მკვეთრი რეაქცია, ჯობს, არ გარისკოთ და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. სიტუაციის გართულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცილებთ თავიდან, თუ საქმეში სპეციალისტს ჩართავთ.