ბუასილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბუასილი

სხვათა შორის, იმათგან, ვინც ნაწლავის პრობლემების გამო ექიმს მიმართავს, ათიდან ოთხს სწორედ ბუასილი აქვს. უფრო მეტიც - პროქტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანთა 70% ადრე თუ გვიან ამ პრობლემას ეჯახება. ბუასილი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, ისე რომ, მის ნებაზე მიშვებას არ გირჩევთ, თუმცა თვითმკურნალობაც დაუშვებელია - შესაძლოა, მსხვილი ნაწლავის უფრო სერიოზული პათოლოგია გამოგვეპაროს. ასე რომ არ მოხდეს, დროულად უნდა მიმართოთ ექიმ-პროქტოლოგს, რათა დაგისვან სწორი დიაგნოზი, დაგინიშნონ ადეკვატური მკურნალობა და პრობლემისგან გათავისუფლდეთ.

რა არის ბუასილი და რა იწვევს მას, ამაზე სასაუბროდ თსსუ-ის სრულ პროფესორს, რევაზ იაშვილის სახ. თბილისის პროქტოლოგიური ცენტრის დირექტორს, მე-4 კლინიკური საავადმყოფოს პროქტოლოგიური სერვისის ხელმძღვანელს თეიმურაზ აბულაძეს ვეწვიეთ

-ბატონო თეიმურაზ, მკითხველი გვწერს: "ვარ 42 წლის მამაკაცი. შვიდი წლის წინ ჰემორაგიული ინსულტის გამო ოპერაციის გაკეთება მომიხდა, ერთი წლის წინ კი ბუასილის ოპერაცია გავიკეთე. ნაოპერაციევი არ მიხორცდება, ნაწლავი ვერ იცლება, გროვდება გამონადენი ჩირქის სახით, მაქვს მეტეორიზმი, წვა და ტკივილი დეფეკაციის შემდეგ. ექიმის აზრით, ნაწლავი შევიწროებულია, მიმდინარეობს პროქტიტი, კოლიტი. კლასიკური მკურნალობა მხოლოდ დროებით მშველის. გთხოვთ, მირჩიოთ რამე". რა შეიძლება ვურჩიოთ?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა მოწესრიგდეს კუჭ-ნაწლავის მოქმედება, აღიკვეთოს ყაბზობა და დიარეა. კარგი იქნება ადგილობრივი სამკურნალო პროცედურების რეგულარული ჩატარება - სანთლების, მცენარეული მიკროოყნების გამოყენება, ანალური არხის მასაჟი თითით, ცხადია, ექიმის კონტროლით.

- რა იწვევს ბუასილს?

- ბუასილი, ანუ ჰემოროიდული დაავადება, თანამედროვე კონცეფციით, წარმოადგენს სწორი ნაწლავის ანალური არხის კავერნოზული სხეულების ჰიპერპლაზიას, ანუ კავერნოზული ვენებისა და მცირე ზომის არტერიების შუნტების დაჯგუფებას. არახელსაყრელ პირობებში ამ სტრუქტურებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, იმატებს არტერიულ-ვენური შუნტების რაოდენობა, ფართოვდება მათი სანათური და ყალიბდება ჰემოროიდული კვანძები. ჰემოროიდული დაავადების განვითარების რისკფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

1. ყაბზობა, დიარეა;

2. ორსულობა, მშობიარობა;

3. ცხოვრების ადინამიური, უმოძრაო წესი;

4. სპორტის ზოგიერთი სახეობა - ცხენოსნობა, ძალოსნობა და სხვა.

- როგორია ჰემოროიდული დაავადების სიმპტომები?

- ჰემოროიდული დაავადების კლინიკური ნიშნებია:

  • ტკივილი;
  • სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;
  • კვანძების გამოვარდნა;
  • გამონადენი;
  • ქავილი უკანა ტანში;
  • შეშუპება;
  • შეუკავებლობა.

- რომელი გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ბუასილის დასადგენად?

- ჰემოროიდული დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შორისისა და სწორი ნაწლავის დათვალიერება-გასინჯვა თითით, ანოსკოპით, სიგმოიდოსკოპით, რასაც, რასაკვირველია, ექიმი სპეციალისტი აკეთებს.

- როგორია ბუასილის მკურნალობა?

- შესაძლებელია ბუასილის ანუ ჰემოროიდული დაავადების მკურნალობა ორგვარად: მედიკამენტურად და ქირურგიულად. მედიკამენტური მკურნალობა ითვალისწინებს:

  • ფლებოტროპული პრეპარატის - დეტრალექსის მიღებას;
  • მალამოებისა და სანთლების გამოყენებას;
  • ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებას.

ქირურგიული ჩარევა ორი სახისაა: ჩვეულებრივი, რომელსაც ჰემოროიდექტომია ეწოდება და მცირეინვაზიური: ლიგაცია ლატექსის რგოლებით, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიით სისხლძარღვების გადაკვანძვა, მასკლეროზებელი თერაპია.

- როდის ხდება ბუასილის ქირურგიული მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?

- ჰემოროიდული დაავადების ქირურგიული მკურნალობის ჩვენებაა დაავადების მე-3-4 სტადია, როდესაც პაციენტს აღენიშნება:

  • რეგულარული სისხლდენა;
  • კვანძების სპონტანური გამოვარდნა;
  • ხშირი გამწვავება თრომბოზის სახით;
  • უეფექტოა მედიკამენტური მკურნალობა.

- როგორია ოპერაციული მკურნალობის შედეგი?

- ასიდან 95-98 პაციენტი იკურნება.

- როგორია ჰემოროიდული დაავადების პროგნოზი?

- სტადიის გათვალისწინებით, ჩვენებისამებრ ჩატარებული დროული და ადეკვატური თერაპია ყოველთვის ეფექტურია.

- როგორ მოვიქცეთ, რომ ეს დაავადება თავიდან ავიცილოთ?

- ჰემოროიდული დაავადების პროფილაქტიკისათვის საჭიროა:

  • ცხოვრების წესის შეცვლა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოწესრიგება;
  • მრავალფეროვანი ბოჭკოვანი საკვების (ქატო) მიღება;
  • სითხის უხვი მიღება;
  • ადგილობრივი ჰიგიენის დაცვა;
  • ჭარბი წონის შემთხვევაში - წონის დაკლება.