რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ბუასილის მკურნალობის მეთოდები
ბუასილის მკურნალობის მეთოდები

ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება აკადემიკოსმა ბურაკოვსკიმ მიანიჭა, რითაც ბატონი დავითი დღემდე ამაყობს. ეს მრავალი წლის წინ იყო - მაშინ, როდესაც ჩვენი რესპონდენტი მოსკოვში მუშაობდა და სისხლძარღვთა ქირურგი გახლდათ. ოცდახუთიოდე წლის წინ ბატონი დავითი საქართველოში დაბრუნდა და დიამეტრულად განსხვავებულ პროფესიაზე - პროქტოლოგიაზე  გადაერთო, თუმცა ბუასილი, რომლის სიმპტომებზე, მკურნალობის მეთოდებსა და პროფილაქტიკაზე საუბარსაც ახლა ვაპირებთ, სწორედ სისხლძარღვოვანი დაავადებაა.

- ბუასილი სწორი ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ამ პათოლოგიის მქონეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, თანაც უმთავრესად შრომისუნარიანი მოსახლეობის ხარჯზე. დასაწყისშივე ვიტყვი, რომ როდესაც პაციენტი ექიმთან მიდის, ყოველთვის დაძაბულია. უმრავლესობას ის აზრი უტრიალებს თავში, სიმსივნე ხომ არ აქვს. ამას აქვს გამართლება, რადგან სწორი ნაწლავიდან სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი, გარდა ბუასილისა, სხვა, საკმაოდ სერიოზული დაავადების სიმპტომიც შეიძლება იყოს. ამიტომ სისხლის შემჩნევისთანავე ჯობს სასწრაფოდ მიაკითხოთ ექიმს, რადგან დასაწყის სტადიაში თვით ყველაზე მძიმე დაავადების - სიმსივნის მკურნალობაც კი - არაფერს ვამბობ სხვა დაავადებებზე - საუკეთესო შედეგებს იძლევა. რაც შეეხება ბუასილს, ის სიმსივნედ არ გვარდება, რადგან სიმსივნური უჯრედის გაჩენა-განვითარებისთვის საჭირო ქსოვილები ირგვლივ არ არის. ეს გახლავთ წმინდა წყლის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სისხლძარღვოვანი დაავადება. მისი ლათინური სახელწოდებაც - ვარიცეს ჰემოროიდალის (ქართულად - ჰემოროიდული ვენების ვარიკოზი) - ამაზე მეტყველებს. დაზიანებული ვენა, წესისამებრ, ვერ უზრუნველყოფს არტერიით მოდინებული სისხლის ევაკუაციას; შესაბამისად, ბუასილის კვანძის შიგთავსი - ეს არის ჩაღვრილი, ორგანიზმის მიერ მოხმარებული ჭუჭყიანი ვენური სისხლი. სწორედ ამიტომ იყო, რომ უხსოვარი დროიდან ბუასილის კვანძებს წურბელებით მკურნალობდნენ. წურბელა წოვდა ამ სისხლს და პაციენტი თავს უკეთ გრძნობდა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბუასილი ძალიან გავრცელებული დაავადებაა. მის განვითარებაში დიდი როლი აკისრია მემკვიდრეობას. როგორც მოწმენდილ ცაზე არ მოდის წვიმა, ისე სუფთა, ჯანმრთელ ნაწლავზე არ ჩნდება ბუასილი. მისი განვითარების წინაპირობა დაავადებული, დაზიანებული ნაწლავია. თავიდათავი გახლავთ კოლიტი - მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის ანთება, დაზიანებული ნაწლავის მიდრეკილება შეკრულობისკენ ან ხშირი დეფეკაციისაკენ. სხვათა შორის, კოლიტი ორი სახისაა: მშრალი და სველი, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ადამიანს ორივე ფორმა ერთდროულად ჰქონდეს: ერთი კვირა შეკრულობა აწუხებდეს, ერთი კვირა - აშლილობა. არსებობს სხვა, დამატებითი მიზეზებიც, რომლებიც აღრმავებენ და ართულებენ ამ დაავადებას. ესენია ცხოვრების წესი, კვება...


- მოდი, თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე შევჩერდეთ.


- ჰემოროიდული დაავადების ისტორიის აღწერისას ყველა სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ ეს არის მაღალი წრის დაავადება. ის ადამიანები, რომლებიც უმეტესად სხედან, დაწყებული მონარქებიდან და მაღალი თანამდებობის პირებიდან, დამთავრებული პედაგოგებით, მძღოლებით, იურისტებით და სხვა, რისკჯგუფში შედიან, ანუ მათ რიცხვში, ვისაც შეიძლება ბუასილი გაუჩნდეს. ეს არის იმ ადამიანების დაავადება, რომლებსაც სანიაზო კერძები უყვართ. გლეხკაცს, მუშას, რომელთაც არ აქვთ საშუალება, ისეთი კერძები მიირთვან, ნაწლავს რომ აღიზიანებს, ბუასილი ძნელად თუ გაუჩნდება. კოლიტიან ნაწლავს არ უყვარს ცივზე, ქვაზე ჯდომა. კოლიტის დროს ლორწოვანი გათხელებულია, სიფრიფანა ქაღალდივით არის, ამიტომ ადვილად ტრავმირდება. შეშუპებული, ანთებადი ნაწლავი

You must have Flash Player installed in order to see this player.
აირების დაგროვებისკენ არის მიდრეკილი. აირები ანალური ნაწლავიდან უნდა გამოვიდეს გარეთ, დარტყმის ძალა კი ყველაზე მეტად სწორედ იმ სეგმენტში ლოკალიზდება, სადაც ბუასილის კვანძები ჩნდება.


- ცხოვრების წესის გარდა, კვებაც ახსენეთ.


- კოლიტიანი პაციენტისთვის კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს საკვები, რომელიც ხელს უწყობს აირების დაგროვებას: ნიორი, კომბოსტო, ბოლოკი, ლობიო, ბადრიჯანი, ნიგოზი, ცხარე წიწაკა, აჯიკა, ცხვრის ხორცი და ყველი, ღორის ხორცი და სხვა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლიტით ან ბუასილით დაავადებულმა არასდროს მიირთვას ჩამოთვლილი საკვები. უბრალოდ, ნაწლავს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ. თუ სათანადოდ მოუვლით, კვირაში ერთხელ გოჭის ხორცსაც აიტანს ნაწლავი, ლობიოსაც და სხვა საკვებსაც. ჰემოროიდულ დაავადებას არ უყვარს წითელი ღვინო, არ უყვარს ლუდი, რადგან ეს უკანასკნელი აირების დაგროვებას უწყობს ხელს. საკმაოდ გამაღიზიანებელია ღომიც.  ღომის მოყვარულებთან ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ის არ ანაყრებს, მხოლოდ აირებით ბერავს ნაწლავებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას, ტუალეტს. ადრე ქაღალდის ნაცვლად ბიდეს უფრო ეტანებოდა ხალხი. ჩაბანილ ადგილს რბილი პირსახოცით იშრობდნენ და ეს გაცილებით უკეთესი იყო. ამ დაავადებას არ უყვარს ზაფხულში ჩახურება, ოფლიანობა, არ უყვარს სინთეტიკური საცვალი. მართალია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ზაფხულობით მოდური სინთეტიკური საცვლების ჩაცმა მაინც არ არის მიზანშეწონილი.



თარიღი : 13-07-2016
გიო
გამარჯობათ იშვიათად მემართება ხოლმე ბუასილი და მესამე დღეს მცირე რაოდენობით სისხლი მოდის და რავკნა
თარიღი : 13-10-2015
Qeti
Gამარჯობა რა მაინტერესებსს კუჯზე მაქ პრობლემა პატარაობიდან და ეხლა კუჯსჰი როცა გავდივარ სისხლი მომდის და რისს ბრალია
თარიღი : 17-08-2015
ნიტა
აქამდე არ მაწუხებდა არაფერი, არც კოლიტი, არც ტკივილი, არც სისხლი... ახლა ენტერო ვირუსის გადატანის შემდეგ გამოდის გარეთ კვანძი :( მოულოდნელად დაიწყო, თავისით ძნელად ბრუნდება. სისხლდენა არ მაქვს, ექიმთან ვერ მივალ კიდევ ერთი კვირა, როგორ მივიქცე??
თარიღი : 09-06-2015
თამარი
ამ კითხვებზე პასუხები რატომ არ ჩანს?
თარიღი : 06-05-2015
ნანა 30
გთხოვთ, გვითხარით რომელ კლინიკაში შეიძლება ბატონ დავით კალანდაძის ნახვა?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ანალური ქავილი ის პრობლემაა, რომელზეც გულახდილად ვერ ილაპარაკებ. არადა, იმდენი უხერხულობა მოაქვს, რომ მისი ატანა შეუძლებელია. ანალური ქავილი მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებებს კი არა, ანალური მიდამოს კანის დაზიანებასაც იწვევს. კანი ან შრება, ან სკდება და შედეგად ქავილიც უფრო მეტად მძაფრდება. ანალური ქავილის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, - და შეუძლებელიცაა, - ის ხომ ყოველთვის უფრო სერიოზული დაავადებების თანამგზავრია.

სწორი ნაწლავის ნახეთქი
სწორი ნაწლავის ნახეთქი (ფისურა) წარმოადგენს პათოლოგიურ პროცესს, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ტკივილი შორისის არეში, დაუამებელი წვის შეგრძნება როგორც საკუთრივ ნაწლავის შიგნით, ასევე ანალური ხვრელის გარშემო. ამ პრობლემით უპირატესად 18-50 წლის ქალები იტანჯებიან, თუმცა ის ზოგჯერ მამაკაცებშიც გვხვდება. პათოლოგიური პროცესის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტრავმირება მყარი ფეკალური მასებით და/ან უცხო სხეულით. პათოლოგიის პირველი სიმპტომი უკანა ხვრელის არეში ტკივილია. ტკივილი მუდმივია, დღის ნებისმიერ პერიოდშია გამოხატული, მაგრამ განსაკუთრებულად ძლიერდება დეფეკაციისას.

სწორი ნაწლავი ადამიანის საჭმლის მომნებელი სისტემის ბოლო ნაწილია. მისი სიგრძე დაახლოებით 10-12,5 სანტიმეტრია. მისი ღია დაბოლოებაა ანუსი ანუ ანალური არხი. ამ არის პრობლემები საკმაოდ ხშირია, მაგრამ ბევრი უკიდურესობამდე ითმენს დისკომფორტს და ექიმს მანამდე არ მიმართავს, სანამ ვითარება გაუსაძლისი არ გახდება. საბედნიეროდ, სწორი ნაწლავის პრობლემათა უმეტესობა ადვილად იკურნება, ერთი პირობით: თუ დროულად აღმოაჩინეს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ის, რაც არაერთხელ გვითქვამს: სწორი ნაწლავის ტკივილის, ამ არიდან სისხლდენისა და სხვა სიმპტომების შემჩნევისას დროულად უნდა მიმართოთ ექიმს. ქვემოთ რამდენიმე პათოლოგიას მიმოვიხილავთ.

mkurnali.geარიან ექიმები, რომელთა სახელები ყველას პირზე აკერია: გინეკოლოგები, თერაპევტები, კარდიოლოგები, ოკულისტები... ექიმი პროქტოლოგები მათ რიცხვში რატომღაც ვერ ხვდებიან, თუმცა კი ის დაავადებები, რომელთაც პროქტოლოგები მკურნალობენ, ძალიან ბევრს აწუხებს. იმისთვის, რომ გავიგოთ, როდის მივმართოთ პროქტოლოგს, უნდა ვიცოდეთ, რას მკურნალობენ ამ სპეციალობის ექიმები. პროქტოლოგი მკურნალობს მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებებს. ეს მეტად დელიკატური სფეროა, ამიტომ ბევრი დიდხანს არიდებს თავს ექიმთან მისვლას, ზოგიერთმა კი არც იცის, რომელ სპეციალისტს მიმართოს ან სად იპოვოს. ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმ პროქტოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რომან პირტახიას.

თუ მთელი დღე კომპიუტერს უზიხართ და, საზოგადოდ, უმოძრაო, მჯდომარე ცხოვრებას ეწევით, დიდია ალბათობა, ადრე თუ გვიან ჰემოროიდული დაავადების გამო ექიმთან მისვლა მოგიხდეთ.

უკანა ტანისა და შორისის მიდამოში ტკივილს ხშირად მწველი, მუდმივი ხასიათი აქვს ან უსიამოვნო დაქაჩვის შეგრძნებით გამოიხატება. მწვავე ანალური ნაპრალის, ჰემოროიდული კვანძების, მწვავე თრომბოზისა და მწვავე პარაპროქტიტის დროს დეფეკაციის აქტის შემდეგ ტკივილი შესაძლოა აუტანელი გახდეს. სწორი ნაწლავის ზოგიერთი სხვა დაავადება (კეთილთვისებიანი სიმსივნე, კიბო) არცთუ იშვიათად დიდხანს უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადების - გაურთულებელი ბუასილის დროს კი ტკივილი, ჩვეულებრივ, არ იგრძნობა ან ოდნავ (გადაბერვის შეგრძნებით) არის გამოხატული. მრავალი ავადმყოფი პრობლემის დელიკატურობის გამო არ ჩქარობს პროქტოლოგთან ჩაწერას. სწორი ნაწლავის პრობლემები და, შესაბამისად, პროქტოლოგის კონსულტაცია უფრო ინტიმური საქმეა, ვიდრე გინეკოლოგთან მისვლა. ამიტომ პაციენტები წლობით იტანჯებიან, პირდაპირი მნიშვნელობით სისხლისგან იცლებიან, მაგრამ ექიმთან არ მიდიან. ურიგო არ იქნება, თუ გაითვალისწინებთ, რომ რაც უფრო მეტად გადადებთ ვიზიტს, მით უფრო მასშტაბური გახდება და გართულდება პრობლემა. შესაბამისად, გაძნელდება მკურნალობა და გახანგრძლივდება რეაბილიტაცია.

08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.