სისხლდენა სწორი ნაწლავიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლდენა სწორი ნაწლავიდან

სისხლდენის დაწყებისას ავადმყოფი ექიმის მოსვლამდე უნდა დაწვეს, უმჯობესია, გვერდზე, და შორი-სის მიდამოში პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ყინული ან ცივი წყლით სავსე რეზინის სათბურა მიიდოს. ეს სისხლძარღვების შევიწროებას და სისხლდენის შეჩერებას უწყობს ხელს. ყინული უნდა დაი-დოთ 10-15 წუთით, შემდეგ ხუთი წუთის განმავლობაში უნდა შეისვენოთ და პროცედურა ახალი ყინუ-ლით  განაგრძოთ. ასე არა უმცირეს ერთი საათისა. სისხლდენა რომც შეწყდეს, ექიმთან მისვლა მაინც სა-ჭიროა, ვინაიდან სწორი ნაწლავიდან ნებისმიერი სახის სისხლდენა მძიმე დაავადებაზე მიუთითებს და კვალიფიციურ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. ზუსტი დიაგნოზის დასადგენად და მკურნალობის სწო-რად წარსამართავად აუცილებელია, სასწრაფოდ ეჩვენოთ ექიმ-პროქტოლოგს. სწორი ნაწლავიდან სისხლ-დენისას არ შეიძლება ჯდომა, სიარული - ამ დროს მენჯის ვენური სისტემა სისხლით ივსება, რაც აძლიე-რებს სისხლდენას ან ხელს უწყობს მის განახლებას. არ შეიძლება ალკოჰოლისა და ცხიმიანის საკვების მი-ღება - სისხლდენა ამ შემთხვევაშიც ძლიერდება.

ბუასილი

ბუასილი ყველაზე გავრცელებული პროქტოლოგიური დაავადებაა. მის წილად მოდის სწორი ნაწლავის დაავადებათა 40%. დაავადება თანაბრად გვხვდება მამაკაცებშიც და ქალებშიც. ამ უკანასკნელთ ბუასილი უფრო ხშირად ორსულობისას უვითარდებათ, როგორც წესი, უკანასკნელ ტრიმესტრში. ადრე თუ გვიან ჰემოროიდული კვანძები ადამიანთა უმრავლესობას უდიდდება, მაგრამ როდესაც გადიდებული კვანძების არსებობა მხოლოდ დათვალიერებისას დასტურდება და ჩივილები არ არსებობს, მდგომარეობა უსიმპტო-მო ბუასილად (ჰემოროი) ითვლება და ავადმყოფობად არ განიხილება. დაავადების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს და კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას შემდეგი ფაქტორები:

  • მცენარეული უჯრედისის ნაკლებობა საკვებში;
  • მჯდომარე ცხოვრების წესი, მცირე ფიზიკური აქტივობა;
  • ცხელი აბაზანები;
  • სიმსუქნე;
  • თამბაქოს წევა;
  • შეკრულობა;
  • დიარეა;
  • ხანგრძლივი ხველა;
  • ძლიერი გაჭინთვა დეფეკაციის დროს;
  • მძიმე ტვირთის აწევა;
  • ორსულობა (განსაკუთრებით - უკანასკნელი ტრიმესტრი);
  • მშობიარობა;
  • სწორი ნაწლავის სიმსივნე.

განასხვავებენ ბუასილის ოთხ სტადიას. მის გართულებად კი თრომბოზი ითვლება. ბუასილის ტიპური სიმპტომებია სწორი ნაწლავიდან სისხლის გამოყოფა და ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნაწლავიდან სისხლის გამოსვლა შეიძლება მსხვილი ნაწლავის სხვა დაავადების, პირველ რიგში - მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ნიშანიც იყოს. ჰემოროის პირველ-მეორე სტადიაში, როდესაც კვანძები გარეთ არ ვარდება ან ვარდება მხოლოდ დეფეკაციის დროს, სისხლდენა, როგორც წესი, დეფეკაციას ემთხვევა. სისხლი ალისფერია. თუ ადამიანი სისხლის წვეთებს უნიტაზში აღმოაჩენს, უფრო ბუასილი უნდა ვივარაუდოთ, ხოლო თუ სისხლი განავალთან არის შერეული, მაშინ მსხვილი ნაწლავის სხვა დაავადებასთან გვქონია საქმე. მესამე-მეოთხე სტადიაში პაციენტმა სისხლის წვეთები შესაძლოა თეთრეულზეც აღმოაჩინოს. მუქი ფერის სისხლის აღმოჩენისას, სავარაუდოდ, მსხვილი ნაწლავის სიმსივნესთან გვაქვს საქმე.

როგორც ხედავთ, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა სახუმარო საქმე სულაც არ არის, ამიტომ ექიმთან ვი-ზიტს სამომავლოდ ნუ გადადებთ. ბუასილის სადიაგნოსტიკოდ სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევა ტარდება. შესაძლოა ჩატარდეს ასევე ინსტრუმენტული გამოკვლევა - რექტოსკოპია. პირველი, მეორე და მესამე სტადიის ბუასილის მკურნალობა შეიძლება ამბულატორიულადაც წარიმართოს. ამ დროს ბუა-სილის კვანძებს სპეციალური რეზინის რგოლებით გადაკვანძავენ ან ინფრაწითელი სხივებით მოწვავენ, ხოლო მეოთხე სტადიის ბუასილის შემთხვევაში აუცილებელია ოპერაციული ჩარევა.

ანალური ნაპრალი

სწორი ნაწლავიდან სისხლდენის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზი ანალური ნაპრალია. ეს უკანას-კნელი სწორი ნაწლავის კედლის 1-2-სანტიმეტრიანი დეფექტია. ეს დაავადება უფრო მეტად ქალებს ემა-რთებათ. ანალური ნაპრალი სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგად ჩნდება. მისი მიზეზი ხშირად შეკრულობა ან კუჭის ხანგრძლივი აშლილობაა, ტრავმა, რომელიც განავალში არსებულმა უცხო სხეულებმაც შეიძლება გამოიწვიოს. ანალური ნაპრალის წინამორბედებად შეიძლება ჩაითვალოს კოლიტი, ენტეროკოლიტი, ბუასილი. ათიდან 7 შემთხვევაში ანალური ნაპრალი თან სდევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილების ქრონიკულ დაავადებებს, მაგალითად, გასტრიტს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, ქოლეცისტიტს.

ანალურ ნაპრალს მეტად დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს. დაზიანებული ლორწოვანი გარსის განავლოვანი მასებით გაღიზიანება ძლიერ ტკივილსა და უკანა ტანის სფინქტერის (მომჭერი რგოლის) სპაზმს იწვევს. სპაზმი და ტკივილი შესაძლოა საათობით, თვით მომდევნო დეფეკაციამდეც კი გაგრძე-ლდეს. ამ დროს მანკიერი წრე იკვრება: ანალური ნაპრალი იწვევს ძლიერ ტკივილს, რომელსაც სფინქტე-რის სპაზმი მოჰყვება, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, დეფექტის შეხორცებას უშლის ხელს. ანა-ლური ნაპრალისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ტრიადა ასეთია: ტკივილი დეფეკაციის დროს და მის შემდეგ, სფინქტერის სპაზმი და დეფეკაციის დროს სუსტი სისხლდენა. ძლიერი სისხლდენა სხვა დაავადების, მაგალითად, სიმსივნის, ბუასილის არსებობას მოწმობს. ძლიერი ტკივილი პაციენტს იშვი-ათი დეფეკაციისკენ უბიძგებს. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ანალური ნაპრალის არსებობისას ტკი-ვილი არ აღინიშნება.

დიაგნოზის დასასმელად ხშირად უკანა ტანის მიდამოს დათვალიერებაც საკმარისია. ზოგჯერ თითით გასინჯვაც არის აუცილებელი, თუმცა ძლიერი ტკივილი ხშირად ამ პროცესს ხელს უშლის. ანალური სფინქტერის მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, ტკივილისა და სფინქტერის სპაზმის მოხსნას ემსახურება, შემდეგ კი კუჭის მოქმედების ნორმალიზებასა და დეფექტის შეხორცებას. კონსერვატიული თერაპია ათიდან შვიდ შემთხვევაში შედეგიანია. დაავადების ხანგრძლივობა მკურნალობის მეთოდის არჩევაში გადამწყვეტ როლს იშვიათად ასრულებს. მკურნალობა ქირურგიულადაც შეიძლება წარიმართოს და ამბულატორიულადაც. ქირურგიულ მკურნალობას მაშინ მიმართავენ, როდესაც პროცესი ქრონიკულია ან კონსერვატიული მკურნალობა უშედეგო ან უპერსპექტივოა.


სპაზმის არარსებობისას ზოგჯერ შედეგიანია ინფრაწითელი სხივებით დეფექტზე ზემოქმედებაც. მკურნალობის მეთოდი პაციენტის გასინჯვის შემდეგ, მისი მდგომარეობისა და დაავადების სტადიის გათვალისწინებით, ექიმმა უნდა შეარჩიოს. კვებასა და კუჭის მოქმედების ნორმალიზებას ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. არც ანალური ნაპრალია გამონაკლისი. რაციონალურად შერჩეული რძემჟავა-მცენარეული დიეტა, მარილიანის, მწარე-ცხარეს, ალკოჰოლური სასმელების (მათ შორის - ლუდის) გამორიცხვა კუჭის მოქმედების მოწესრიგებას უწყობს ხელს. კარგია ხორცსაკეპში გატარებული ან წვრილად დაჭრილი, მცენარეული ზეთით ან არაჟნით შეზავებული 200-300 გრამი მოხარშული ჭარხალი.

რეკომენდებულია შავი ქლიავი, ქიშმიში, გარგარის ჩირი. კუჭის მოქმედების მოსაწესრიგებლად სასარგებლოა 1-2 სუფრის კოვზი ვაზელინის ზეთის მიღება დღეში 2-3-ჯერ. დამაკმაყოფილებელი ეფექტი აქვს  მზესუმზირის ზეთით შეზავებულ ვინეგრეტს, რომელიც მოხარშული ჭარხლისგან (50%), კომბოსტოსა და სტაფილოსგან შედგება. ეს დიეტა კარგია გამწმენდი ოყნისა და დეფექტის შეხორცების შემდეგ, აგრეთვე - ოპერაციული ჩარევის შემდეგაც, რათა არ მოხდეს ნაოპერაციევი ადგილის განმეორებითი ტრავმირება.

სწორი ნაწლავის პოლიპი

პოლიპად ითვლება ნებისმიერი სიმსივნე, რომელსაც საკუთარი "ფეხი" აქვს. სწორ ნაწლავში პოლიპის (ან პოლიპების) გაჩენის უშუალო მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ანთებად დაავადებებთან მისი კავშირი დიდი ხნის წინ შეამჩნიეს. გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით განწყობასაც. პოლიპი იშვიათად ვლინდება კლინიკურად და დიდხანს შეუმჩნეველი რჩება, თუ დეფეკაციის დროს ან მის შემდეგ სისხლდენის გამო მასზე არ მიიტანეს ეჭვი. მას ზოგჯერ სხვა დაავადების გამო შემთხვევითი გამოკვლევისას აღმოაჩენენ. პოლიპი უმეტესად 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს (სქესს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს) უვლინდებათ. დიდი ზომის პოლიპების არსებობისას, გარდა სისხლდენისა, მოსალოდნელია მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი დეფეკაციის დროს ან მის შემდეგ.

ზოგჯერ სწორი ნაწლავიდან ლორწოც გამოიყოფა. პოლიპის გამოვლენის მთავარი მეთოდი ინსტრუმენტული გამოკვლევა რექტორომანოსკოპიაა. როცა პოლიპი სწორი ნაწლავის ქვედა არეში მდებარეობს, მისი აღმოჩენა თითითაც შეიძლება. საზოგადოდ, მსგავსი გამოკვლევა 50 წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკის მიზნით, ხოლო თუ ოჯახის რომელიმე წევრს მსხვილი ნაწლავის კიბო ჰქონდა, გამოკვლევა რეგულარულად უნდა ჩატარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიპი კიბოსწინარე დაავადებად ითვლება. პოლიპის დროული აღმოჩენა და მოცილება კიბოს პროფილაქტიკის ძირითადი საშუალებაა, თავად პოლიპების პროფილაქტიკისათვის კი სასურველია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

  • უხეში უჯრედისით მდიდარი საკვების (კომბოსტოს, ჭარხლის, თალგამის, ყაბაყის, ვაშლის, გოგრის) მიღება;
  • მცენარეული ზეთების უპირატესი გამოყენება;
  • ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის  - ლუდის, შეზღუდვა.

სწორი ნაწლავის პოლიპების მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიული ოპერაციაა. შესაძლოა, საკმარისი გახდეს ელექტროკოაკულაცია (ელდენით მოწვა), ძლიერი სისხლდენის დროს კი აუცილებელია სწორი ნაწლავის მთლიანად ამოკვეთა და ხელოვნური უკანა ტანის დადება.

სწორი ნაწლავის კიბო

სწორი ნაწლავის კიბო ნაწლავში კიბოს ლოკალიზაციის მიხედვით პირველ ადგილზე დგას. ის უმეტესად 40-60 წლის პაციენტებს აღმოაჩნდებათ ხოლმე, თუმცა შესაძლოა, გაცილებით ახალგაზრდა ასაკშიც იჩი-ნოს თავი. ქალებსა და მამაკაცებს ის თანაბარი სიხშირით ემართებათ. დაავადება სხვადასხვა ნიშნით შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ მათ შორის ძირითადი ისევ და ისევ სისხლდენაა. სადღეისოდ ცნობი-ლია, რომ სწორი ნაწლავის კიბოს განვითარება პოლიპის (ე.წ. ადენომის), არსებობით იწყება. 5-10 წლის განმავლობაში ასეთი პოლიპი ხშირად ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნება.

სიმსივნის განვითარების რისკფაქტორებია:

  • ოჯახის რომელიმე წევრის ავადმყოფობა ნაწლავის სიმსივნით (რისკი კიდევ უფრო იზრდება, თუ თქვენი რომელიმე ნათესავი სიმსივნით 60 წლამდე დაავადდა ან რამდენიმე ნათესავს ჰქონდა ეს დაავადება);
  • მსხვილი ნაწლავის პოლიპი ან პოლიპოზი (მრავლობითი პოლიპი);
  • მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთება (წყლულოვანი კოლიტი),
  • თამბაქოს წევა,
  • სიმსუქნე,
  • დიაბეტი,
  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება.

მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, როდის და როგორ ვითარდება სწორი ნაწლავის კიბო, მისი პროფილაქტიკა მაინც შესაძლებელია. ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევა შესაძლებლობას მოგვცემს, სიმსივნე (ან პოლიპი) ადრეულ სტადიაშივე აღმოვაჩინოთ და ვუმკურნალოთ. დიეტა და სწორი კვება და, საზოგადოდ, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, ისევე როგორც ექიმთან დროულად მისვლა, მრავალ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან.