რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ფილტვები

 

ჟანგბადის მოხმარება და ნახშირორჟანგის გამოყოფა
ამ ფაზაში ორგანიზმი სისხლის მეშვეობით მიტანილ ჟანგბადს ითვისებს და ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებისთვის მის გამოყენებას იწყებს. ეს უჯრედული სუნთქვაა, რომელიც თანმიმდევრულად მიმდინარე რთული ბიოქიმიური პროცესების გრძელ ჯაჭვს წარმოადგენს.

 

ფილტვების სხვა ფუნქციები
ფილტვებს სუნთქვასთან ერთად სხვა ფუნქციებიც აკისრია. კერძოდ, ისინი ასრულებენ გამომყოფ ფუნქციას - მათი მეშვეობით ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბი წყლის 15-20% გამოიყოფა, რის წყალობითაც წესრიგდება ორგანიზმის თბორეგულაცია. გარდა ამისა, ფილტვები თავდაცვითი სისტემის ნაწილიც არის - მათში უამრავი მაკროფაგია, რომლებიც შთანთქავენ და სპობენ სხეულში მოხვედრილ უცხო სხეულებს და ამით დიდ დახმარებას უწევენ ორგანიზმის იმუნურ ძალებს.

 

სუნთქვის რეგულაცია
ისევე, როგორც ადამიანის ორგანიზმის ყველა სხვა ფუნქციას, სუნთქვასაც ცენტრალური ნერვული სისტემა მართავს. ამ პროცესებში ფილტვებთან ერთად მონაწილეობენ თავის ტვინის სუნთქვის ცენტრები, ზურგის ტვინის მგრძნობიარე და მამოძრავებელი მოტონეირონები, პერიფერიული ნერვები, ზედა სასუნთქი გზები და გულმკერდის ყაფაზი.

 

სუნთქვის ცენტრი
სუნთქვითი პროცესის ნორმალურ წარმართვას, სასუნთქი კუნთების რიტმულ კოორდინირებულ მოქმედებას, სუნთქვის შეგუებას ორგანიზმის შინაგან გარემოსა და გარესამყაროს ცვლად პირობებთან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა განყოფილებაში განლაგებულ უჯრედთა ერთობლიობა უზრუნველყოფს. მათ შორის მთავარი მოგრძო ტვინში მდებარე სუნთქვის ცენტრია, რომლის ფუნქციის მოშლაც სასუნთქი მუსკულატურის დამბლას და სუნთქვის შეწყვეტას იწვევს. ქინძისთავისოდენა სუნთქვის ცენტრი ორი - ინსპირატორული (ჩასუნთქვის) და ექსპირატორული (ამოსუნთქვის) - ნაწილისგან შედგება. თუმცა იგი მხოლოდ სუნთქვითი მოძრაობების რიტმულ მონაცვლეობას როდი უზრუნველყოფს; მას სასუნთქ მოძრაობათა სიღრმისა და სიხშირის შეცვლის, სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესის რეგულაციის უნარიც შესწევს. ამ სტრუქტურათა კოორდინირებული მოქმედება უზრუნველყოფს ადამიანის სუნთქვის ნორმალურ რიტმს, სიღრმეს, სიხშირეს და ფილტვების ჯანსაღ ვენტილაციას, რის შედეგადაც ჯანმრთელი ადამიანი დაუძაბავად სუნთქავს და ამ პროცესის მიმდინარეობას ვერც კი გრძნობს. ამას სუნთქვის კომფორტი ანუ ეუპნოე ჰქვია.
სუნთქვის ცენტრის მეშვეობითვე ხორციელდება ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვითი რეფლექსი - ხველა, რომელიც სასუნთქ გზებში მოხვედრილი უცხო აგენტის ორგანიზმიდან რაც შეიძლება სწრაფ მოცილებას ისახავს მიზნად.


 
სუნთქვითი კომფორტი

სუნთქვითი კომფორტის დროს ახალშობილის სუნთქვის სიხშირე წუთში 44-ია, 6 წლის ბავშვისა - 26, 15-25 წლის ახალგაზრდისა - 16-20. ნორმალურ პირობებში ზრდასრული ადამიანი წუთში 18-20-ჯერ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს. თითოეული სუნთქვითი მოძრაობისას იგი 500 მლ-მდე ჰაერს იყენებს.
ასე რომ, ჩვენი ფილტვები ერთი წუთის განმავლობაში საშუალოდ 6-8 ლიტრ ჰაერს ატარებენ.
სუნთქვის სიხშირე მუდმივი არ არის. იგი იზრდება ფიზიკური დატვირთვის, წამოდგომის, მოძრაობის, საკვების მიღების, ემოციების და გარემოს ტემპერატურის შეცვლის დროს, მაგრამ ამას დამანგრეველი შედეგები არ მოაქვს, რადგან შინაგან თუ გარეგან მუდმივად ცვლად პირობებთან ადაპტირებული სუნთქვითი მექანიზმების წყალობით ორგანიზმი სწრაფად ეგუება ყოველივეს და აღიდგენს კომფორტული სუნთქვის რეჟიმს.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სუნთქვითი მექანიზმები ვეღარ უზრუნველყოფენ კომფორტული სუნთქვის შენარჩუნებას. ეს მაშინ ხდება, როცა ორგანიზმში მიმდინარე რომელიმე პათოლოგიური პროცესი არღვევს ჰაერის ნორმალურ მოძრაობას და სისხლის მიმოქცევის მოშლას იწვევს. ხშირად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები თავად იქცევა ხოლმე ბრონქული ხის დახშობისა და კომფორტული სუნთქვის მოშლის მიზეზად. ფილტვების ვენტილაციის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული დარღვევა ორგანიზმში ჰიპოქსიას - ჟანგბადის დეფიციტს იწვევს, რაც, თავის მხრივ, მრავალ დაავადებას უწევს პროვოცირებას.

 

 



თარიღი : 02-01-2016
ნათია ბერაძე
რამდენადაა გვერდების ტკივილი უშუალოდ ფილტვების ბრალი? არის თუ არა ზუსტი დიაგნოზი ფილტვების სისუტე? და სიგარეტის მოწევამ ჩვეულებრივ პირობებში შეიზლება თუ არა ადამიანსი გარდაცვალება გამოიწვიოს როცა ადამიანი არის 24 წლის? რამიმე სხვა კონკრეტული მიზეზი ხომ არ არის თუნდაც ფილტვების რომელიმე დაავადება და ამ შემთხვევაში რა პროცედურაა საჭირო და აუცილებელი?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
კომპანია Medisys თანამშრომლების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარულმა უძილობამ (6 საათზე ნაკლები ძილი) შეიძლება ისეთივე შედეგები გამოიწვიოს, როგორიც ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ. ძილის ნაკლებობა ზრდის სიმსუქნის, დეპრესიის, ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დღის განმავლობაში ბავშვებთან მშობლების საუბარი ჩაიწერეს და კომპიუტერული პროგრამით შეადარეს, როგორ საუბრობდნენ დედა და მამა ბავშვებთან და მოზრდილებთან. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დედები ბავშვებთან ბავშვის ხმით საუბრობდნენ.
თურმე ქალების ერთ მესამედს საშინლად არ მოსწონს საკუთარი თავი. სხეულის ყველაზე "მოძულებული ნაწილია" მუცელი - მისით უკმაყოფილოა ქალთა 71 %, 61 % მიიჩნევს, რომ მოკლე ან მსხვილი ბარძაყები აქვს, 66 %-ს თავი მეტისმეტად მსუქანი ჰგონია, მოდუნებული კუნთები კი 57 %-ს ურღვევს სიმშვიდეს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნა ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად უჩვეულოა. მძიმე პათოლოგიებს, რომელთა მიმდინარეობისა და მკურნალობის დროს შეუძლებელია ვერტიკალური პოზიციის მიღება, ხშირად თან ახლავს გართულება ფილტვების შეშუპების სახით.

სასუნთქი ორგანოების დაავადებები ერთ-ერთი მოწინავეა მოსახლეობის შრომის უნარის დაქვეითებისა და ინვალიდიზაციის თვალსაზრისით.

უკანასკნელ პერიოდში, დიდ ქალაქებში განვითარებული სამრეწველო ინფრასტრუქტურისა და ცუდი ეკოლოგიის პირობებში, სასუნთქი გზების დაავადებების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიმდინარეობაც უფრო მძიმე და სპეციფიკური გახდა, გაცილებით ხშირად რთულდება ბრონქული რეაქციით, ქრონიკულობით, ალერგიულობით და გამოირჩევა მკურნალობის სირთულით.

ბევრს ჰგონია, რომ სუნთქვითი ვარჯიშები ჟანგბადის ინტესიურად ჩასუნთქვას გულისხმობს. სინამდვილეში პირიქითაა და სუნთქვითი ვარჯიშის დროს უმჯობესია სუნთქვის მაქსიმალურად შეკავება.
ლევენის უნივერსიტეტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებს  
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც სუნთქვის გაძნელებას იწვევს. “პროგრესირებადი” ნიშნავს, რომ ავადმყოფის მდგომარეობა დროთა განმავლობაში უარესდება.

პნევმოთორაქსი (ბერძ. “პნევმო” - ჰაერი; “თორაქს” - მკერდი) პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვებაა. ის შეიძლება სპონტანურად წარმოიშვას ისეთი ადამიანის ორგანიზმშიც, რომელსაც არ აქვს ფილტვის ქრონიკული დაავადება (პირველადი პნევმოთორაქსი) და ფილტვის დაავადების მქონე პაციენტის ორგანიზმშიც (მეორეული პნევმოთორაქსი). არსებობს ხელოვნური პნევმოთორაქსიც, რომლის დროსაც ჰაერი საგანგებოდ შეჰყავთ პლევრის ღრუში. პნევმოთორაქსი ხშირად გულმკერდის მიდამოს ტრავმის ან მკურნალობის გართულების შედეგია.

10 აგვისტო 2017
ბევრი სტრესის მოხსნას ალკოჰოლით ცდილობს. ეს არა თუ უსარგებლო, არამედ სახიფათოცაა. სტრესის ფონზე სპირტიანი სასმელების მიღება ალკოჰოლური დამოკიდებულების ფორმირებას უწყობს ხელს, რასაც შეიძლება შფოთვაც ახლდეს თან.
27 ივლისი 2017
სტრესული გამოცდილება, როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა, განქორწინება, სამსახურიდან დათხოვნა იწვევს ტვინის ბიოლოგიური ასაკის 4 წლით მატებას.
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც! მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრი დენიელ ამენი, ტვინის ფუნქციების შენარჩუნებისა და ასაკობრივი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად, გვირჩევს რაციონში შევიტანოთ შემდეგი სანელებლები:
მარტოობა და სოციალური იზოლაცია ადამიანისთვის სიმსუქნეზე უფრო საშიშია. ამერიკელი ფსიქოლოგების აზრით, მოსახლეობაზე ამ ფაქტორების ზემოქმედება ყოველწლიურად იზრდება და ნაციონალურ პრობლემად შეიძლება იქცეს.
როგორც კვლევამ აჩვენა, ქარიზმატული ლიდერები უფრო ცუდად ერკვევიან ხელმძღვანელობის დეტალებში, რესურსების მართვასა და დისციპლინაში. ადამიანები საშუალო დონის ქარიზმის ლიდერებს უფრო ეფექტურ ხელმძღვანელებად მიიჩნევენ.