პნევმონიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პნევმონიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე

რომელიც ცდილობს ამ დაავადებისადმი სახელმწოფო მოღვაწეების, ჯანდაცვის სპეციალისტებისა და პოტენციური დონორების ყურადღების მიპყრობას.

პნევმონიასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, ჯანდაცვის დაწესებულებები აწარმოებენ სამედიცინო გასინჯვებს, პროფილქტიკურ ღონისძიებებს.

2009 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, იუნისეფთან ერთად გამოცხადა "პნევმონიის პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლის მოქმედების გლობალური გეგმა", რომლის მიზანს წარმოადგენს კომბინირებული ღონისძიებებით ამ დაავადებისაგან ბავშვთა დაცვა და მკურნალობა.

ყველაზე მეტად პნევმონია საშიშია ბავშვების, მოხუცებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებისთვის. ეს დაავადება, მთელ მსოფლიოში, არასრულწლოვანთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს.

პნევმონია ყველგანაა გავრცელებული, მაგრამ ყველაზე მეტად ავადობენ სამხრეთ აზიის და აფრიკის ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები. ამ დაავადების პრევნეცია შესაძლებელია მარტივი საშუალებებით - მაგალითად, იმუნიზაციითა და კარგი კვებით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს პერიოდულად შევახსენოთ პნევმონიის შესახებ და ადამიანებს, ვისაც შეუძლია დაავადების შეჩერება, მოვუწოდოთ მოქმედებისკენ. კერძოდ, საჭიროა ინფორმაციის გავრცელება, ხელისუფლების ორგანოებთან მუშაობა და იმუნიზაციისათვის შემოწიურულობა.

მათ კი, ვინც გულგრილი არაა პნევმონიასთან ბრძოლის მიმართ, შეუძლიათ გამოხატონ სოლიდარობა ცისფერი ჯინსის ჩაცმით, რადგანაც ეს ტანსაცმელი გახდა პნევმონიასთან ბრძოლის მსოფლიო დღის სიმბოლო, რადგანაც ცისფერი არის ცის, სისუფთავისა და იმედის ფერი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იმისათვის, რომ პნევმონიით ავადობა, საერთო ძალისხმევით, მინიმუმამდე შემცირდეს.

ლალი ჩხიკვაძე

რა არის პნევმონია

პნევმონია - მისი ფორმები და ძირითადი მახასიათებლები

ქრონიკული პნევმონია