ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დავადებებთან ბრძოლის მსოფლიო დღე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დავადებებთან ბრძოლის მსოფლიო დღე

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დავადებები (ფქოდ) - რიგი დაავადებების საერთო დასახელებაა, რომლის დროსაც აღინიშნება ფილტვებიდან ჰაერის ნაკადის მოძრაობის მყარი დარღვევა. ადრე მიღებული ტერმინები "ქრონიკული ბრონქიტი" და "ემფიზემა" უკვე აღარ გამოიყენება და გაერთიანებულია ფქოდის მცნებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დავადებები 210 მილიონ ადამიანს აღენიშნება. ფქოდ-ის გამო სიკვდილიანობის 90% აღირიცხება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.

დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზებია: სიგარეტის მოწევა, თამბაქოს კვამლი, ჰაერის დაბინძურება, ქიმიური ნივთიერებების ორთქლთან კონტაქტი.

ფქოდ-ი უკურნებელია, მაგრამ სწორი მკურნალობით შესაძლებელია დაავადების განვითარების შენელება. ექიმების პროგნოზით, თუ უახლოეს მომავალში, ამ დაავადების პროფილაქტიკის ღონისძიებები არ იქნება მიღებული, ფქოდ-ით სიკვდილიანობის რიცხვი, 10 წლის განმავლობაში, 30%-ით გაიზრდება.

ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დავადებებთან ბრძოლის მსოფლიო დღის ფარგლებში, გლობალური ნაბიჯები იდგმება, ფქოდ-ის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და პაციენტების დახმარების გასაუმჯობესებლად.

ამ დღეს, მთელს მსოფლიოში, ჯანდაცვის სპეციალისტები ატარებენ სამედიცინო გამოკვლევებს, პროფილაქტიკურ და საინფორმაციო ღონისძიებებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს მოწევასთან ბრძოლისკენ მიმართულ სხვადასხვა აქციას.

ლალი ჩხიკვაძე