როდის აღარ უნდა ქალს სექსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის აღარ უნდა ქალს სექსი

გამოცდილებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჰორმონულ ბალანსსა და პარტნიორთან ურთიერთობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალები სექსს არ გამოყოფენ ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი ნაწილებიდან.

თუ სექსი დაკავშირებულია მტკივნეულ შეგრძნებებთან

ხშირად სქესობრივი აქტის დროს აღმოცენებული ტკივილის მიზეზი, მენოპაუზის დროს განვითარებული ჰორმონული ცვლილებებია. ლაქტაციის პერიდში, ქალის სასქესო ჰორმონების დონე შეესაბამება მენოპაუზის დროს არსებულ სურათს. ესტროგენის დაბალი დონე იწვევს ვულვისა და საშოს ლორწოვანი გარსისა და ქსოვილების გათხელებას, გამოშრობას და ადვილად დაზიანებას. ამ სიტუაციაში, განსაკუთრებით სექსის დროს, ლორწოვან გარსზე შეიძლება განვითარდეს მტკივნეული მიკრონახეთქები.

ტესტოსტერონის დაბალი დონე

მამაკაცის სასქეო ჰორმონი, ტესტოსტერონი მნიშვნლოვან როლს ასრულებს ქალის ორგანიზმში. ის ზრდის სექსუალურ ლტოლვას, აძლიერებს გენიტალიების აღგზნებასა და მგრძნობელობას. ტესტოსტერონის ნაკლებობისას, ადგილი აქვს ლიბიდოსა და სექსისგან მიღებული სიამოვნების გრძნობის დაქვეითებას. ტესტოსტერონის დეფიციტი ხშირად აღინიშნება მენოპაუზის პერიოდში და საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები

ნებისმიერი ქრონიკული დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული ტკივილი, ქიმიოთერაპია, წამლების მიღება (ჩასახვისსაწინააღმდეგო აბები, ანტიდეპრესანტები, ჰიპოტენზიური საშუალებები) უარყოფითად მოქმედებს ლიბიდოზე.

სტრესი

ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დატვირთულები არიან და იმყოფებიან სტრესის ზემოქმედების ქვეშ, რაც მათ სექსის სურვილს უკარგავს. ნებისმიერი სექსუალური აქტივობა, მასტურბაციის ჩათვლით, ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს, აწესრიგებს ჰორმონულ ბალანსსა და აქვეითებს დეპრესიის რისკს.

სექსუალური ლტოლვის დასაბრუნებლად, ქალებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ სხეულს - ბევრი იარონ ფეხით, ისეირნონ ველოსიპედით, იცეკვონ, იცურაონ, იყვნენ ფიზიკურად აქტიურები. სწორად უნდა იკვებონ, აუცილებელია ძილის რეჟიმის მოწესრიგება, რამეთუ ფიზიკური და ნერვული გამოფიტვა ქალში სექსის სურვილს კლავს.

ლალი ჩხიკვაძე

ასევე დაგაინტერესებთ