რამდენად აისახება სექსის ნაკლებობა ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენად აისახება სექსის ნაკლებობა ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე

სექსის არარსებობისას ადამიანები ხშირად სიფიცხის უკონტროლო შეტევების და დეპრესიის მსხვერპლი ხდებიან, თუმცა იმავდროულად დიდი შეცდომაა გაღიზიანებადობის ახსნა მხოლოდ პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემებით.

თანამედროვე ცხოვრებაში სექსი გაცილებით ნაკლებია ვიდრე უწინ იყო. დიდი ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა სამწუხარო კანონზომიერება. 1990 წელს 16-44 წლის ასაკის საშუალო სტატისტიკურ წყვილს სექსი საშულოდ, თვეში 5-ჯერ ჰქონდათ, 2000 წელს კონტაქტის რიცხვი 4-მდე შემცირდა, ხოლო 2010 წელს ეს მაჩვენებელი სამამდე დაეცა. სექსოლოგები ამის მიზეზად პროგრესს მიიჩნევენ. ადრე წყვილები საღამოობით სოციალური ქსელების გვერდებით კი არა, ერთმანეთით იყვნენ დაკავებულები. ბრიტანელი სექსოლოგების აზრით, სექსი შეიძლება გადმონაშთ ჩვევად იქცეს.

ყველაფერს სჭირდება ვარჯიში.

საშოს კუნთების შეკუმშვა არაა დაკავშირებული შეკავების ხანგრძლივობასთან. სექსის ხანგრძლივი არარსებობისას, საშო არ ვიწროვდება, დეფორმირდება და არც საქალწულე აპკი ხორცდება. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ საშოს ქსოვილმა შეიძლება უფრო ნელა უპასუხოს აღგზნებას, მაგრამ ყველაფერი სწრაფად უბრუნდება ნორმას, პრაქტიკის განახლების პირობებში. რაც შეეხება ლიბიდოს, აქ ერთიანი მოსაზრება არ არის. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ხანგრძლივი თავშეკავება ამცირებს სექსუალურ ლტოლვას, მეორენი დარწმუნებულები არიან, რომ დროთა განმავლობაში სქესობრივი ინსტიქტი არსად ქრება. დასკვნა ცალსახაა: ყველაფერი ინდივიდუალურია.

„სპერმოტოქსიკოზი“

ასეთი მცნება მედიცინაში არ არსებობს. ხნგრძლივი თავშეკავება მამაკაცს არ აკარგვინებს ნათელ გონებასა და საღ აზროვნებას ანუ არანაირი „ტესტოსტერონით მოწამვლა“ არ ხდება.

„მამაკაცთა ხვედრი“

მამაკაცები, რომელთაც ცხოვრებაში იშვიათად აქვთ სექსი ხშირად აწყდებიან ერექციული დისფუნქციის პრობლემას. ეს განპირობებულია სასქესო ასოს ფიზიოლოგიით. იმდენად რამდენადაც იგი კუნთია, ფიზიკური დატვირთვის გარეშე სუსტდება. “ფორმის შესანარჩუნებლად“ პარტნიორის ყოლა აუცილებელი არაა- მასტურბაციამაც შეიძლება გადაჭრას პრობლემა.

იმუნური სისტემის გაძლიერება

სექსის გარეშე სუსტდება იმუნური სისტემაც. პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ წყვილებს, რომელთაც სქესობრივი აქტი კვირაში 1-2-ჯერ ჰქონდათ, 30% ეზრდებოდათ იმუნოგლობულინი А (IgA). ეს უკანასკნელი წარმოადგენს ორგანიზმის ვირუსებისგან დაცვის ერთერთ წინა ხაზს.

ლალი ჩხიკვაძე