როგორ ავიცილოთ თავიდან ინტიმური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან ინტიმური პრობლემები

- ბატონო არკადი, რა იწვევს მამაკაცის სქესობრივი პოტენციის დაქვეითებას?

- მამაკაცის სქესობრივი პოტენციის დაქვეითებას უამრავი ფაქტორი იწვევს. შეგვიძლია, ისინი ორ ძირითად კატეგორიად: ფსიქოლოგიურ და ორგანულ პრობლემებად დავყოთ. ფსიქოლოგიურია:

  • არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება;
  • წარუმატებლობის მოლოდინი;
  • კონფლიქტური სიტუაცია ოჯახში და ოჯახის გარეთ;
  • მორიდება;
  • სტრესი და გადაღლა.

ორგანულის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სპირტიანი სასმელების ჭარბი მიღება;
  • სიგარეტის წევა;
  • ნარკოტიკების მიღება;
  • ჭარბი წონა;
  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღება;
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • ჰორმონული დარღვევა;
  • ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

-  მსოფლიო სტატისტიკით, 35-40 წლის მამაკაცებიდან პოტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებს საშუალოდ 40% უჩივის. რა მნიშვნელობა ენიჭება ასაკს ამ პრობლემის განხილვისას?

- ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, ასაკის მატებას მოჰყვება ჯანმრთელობის ზოგადი გაუარესება და ამ ფონზე, ბუნებრივია, ხშირად იჩენს თავს სექსოლოგიური პრობლემებიც. ჩემი აზრით, ნებისმიერ მამაკაცს აქვს რესურსი, რომ პოტენცია ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოს. მთავარია, როგორ გამოიყენებს ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს.

- ამჟამად საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე იმპოტენციის სამკურნალოდ მოწოდებული მრავალი პრეპარატი იყიდება. მათ გამოყენებასთან დაკავშირებით რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- პრეპარატები, რომლებიც პოტენციის ასამაღლებლად არის განკუთვნილი, ორ კატეგორიად - ერთჯერად და სამკურნალო საშუალებებად იყოფა. მინდა ყველას ვთხოვო, უექიმოდ მსგავსი პრეპარატების მიღებისაგან თავი შეიკავონ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ერთჯერად პრეპარატებს, რომლებსაც განსაზღვრული უკუჩვენება აქვთ. გარდა ამისა, ძნელია ეფექტის პროგნოზირებაც, ვინაიდან სქესობრივ სისუსტეს არაერთი მიზეზი აქვს. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ეტიოლოგიური ფაქტორი ექიმმა უნდა დაადგინოს და მკურნალობის სათანადო სქემაც მანვე დანიშნოს.

- მკითხველს ზოგად რჩევებსაც ხომ არ მისცემდით?

- სქესობრივი პოტენციის შესანარჩუნებლად პირველი აუცილებელი პირობა ცხოვრების ჯანსაღი წესია. ძალიან ცუდია ნარკოტიკების მოხმარება, მოწევა, სმა. გადამეტებულ სმას ვგულისხმობ, თორემ თუ ზომიერად მივიღებთ, ხარისხიანი ღვინო და კონიაკი სასარგებლოც კია. მეორე აუცილებელი პირობაა მუდმივი სქესობრივი პარტნიორის ყოლა, რომელთანაც მამაკაცი რეგულარულად და უკომპლექსოდ იცხოვრებს ნორმალურ პირობებში, შეზღუდვების გარეშე. მესამე აუცილებელი პირობაა ფიზიკური აქტიურობა. უმოძრაო ცხოვრების წესს მამაკაცისთვის სიკეთე არ მოაქვს. ასევე აუცილებელია ჯანსაღი და საკმარისი ძილი. ადამიანი ენერგიით სავსე უნდა იღვიძებდეს და არა გადაღლილი. რაც შეეხება კვებას, მამაკაცმა უნდა მიირთვას ზღვის პროდუქტები, თაფლი, ნიგოზი, არაჟანი, ზეთისხილი, ჰერკულესი, ბრინჯი, წიწიბურა, წვნიანი, ქათამი, კვერცხი, ხორცი, ნატურალური წვენები, ლობიო, გოგრა, ყველი, ხაჭო, ნადუღი, მწვანე ჩაი, მინერალური წყალი, ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული (უმი). თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი დაავადების დროს განსაზღვრული პროდუქტების მიღება არ შეიძლება.