რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
სექსის ჰიგიენა

- ჟურნალის ვებგვერდზე მკითხველები ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის საშიში ანალური სექსი...
- არსებობს მრავალი ფაქტორი, რომლებიც ანალურ სექსს არასასურველს ხდის. უპირველეს ყოვლისა - იმიტომ, რომ ასეთი კავშირის დროს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი იოლად ზიანდება და, შესაბამისად, მაღალია ვენერული სნეულებების, შიდსისა და ც ჰეპატიტის გადადების რისკი. გარდა ამისა, იმ პირებს შორის, რომლებიც ხშირად მიმართავენ ანალურ სექსს, ხშირია ანალური ხვრელის მწვავე ტრავმა, ნახეთქი, რომელიც შემდეგ ნაწიბურდება და სერიოზულ დისკომფორტს იწვევს, პროქტიტი და პარაპროქტიტი, სიგმოიდიტი, ანალური სფინქტერის ანთება და ბოლოს - ბუასილი. ანალური სექსის დროს შესაძლებელია დასნებოვნება ისეთი ბაქტერიებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, კუჭ-ნაწლავში ბინადრობენ და არაფერს აშავებენ, მაგრამ შარდსასქესო გზებში მოხვედრისას შეიძლება გამოიწვიონ ურეთრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი.


- ბევრს აინტერესებს, მიზანშეწონილია თუ არა გრიპის დროს სქესობრივი კონტაქტი, ხომ არ ემუქრება გართულება ავადმყოფს, საშიშია თუ, პირიქით, სასარგებლო სქესობრივი კავშირი ცხელებისას (ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ამაღლებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას).
- გრიპით ან სხვა მწვავე ვირუსული ინფექციით დაავადებულთან სქესობრივი კონტაქტი არ არის მიზანშეწონილი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შეიძლება ინფექცია პარტნიორს გადასდოს. როგორც ცხელებისას, ასევე უბრალო უქეიფობისას სექსისგან უმჯობესია თავი შევიკავოთ. არავითარი იმუნიტეტის ამაღლება და გამოჯანმრთელება ამ დროს არ მოხდება, პირიქით, ავადმყოფი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება.


- რას გვეტყვით სქესობრივ კონტაქტზე ალკოჰოლური თრობის დროს?
- ალკოჰოლის ზემოქმედებისას სქესობრივ კონტაქტს მედიცინა, რა თქმა უნდა, არ კრძალავს, პირიქით, ალკოჰოლს ერთგვარი აფროდიზიაკის თვისებაც კი აქვს, მაგრამ გააჩნია ალკოჰოლიზაციის ხარისხს. ზედმეტად მთვრალი ადამიანი ხშირად ვერ აკონტროლებს თავის ემოციებსა და მოქმედებებს და შესაძლოა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს პარტნიორს. გარდა ამისა, სიმთვრალისას ჩატარებული სქესობრივი კონტაქტი შესაძლოა ვერ აღმოჩნდეს ხარისხიანი, ამან კი გამოიწვიოს არასრულფასოვნების განცდა და ფსიქოლოგიური წარმოშობის სქესობრივი პრობლემები მომავალში. ისიც უნდა ითქვას, რომ სქესობრივი აქტი თავისთავად დიდი დატვირთვაა, განსაკუთრებით - მამაკაცისთვის, ამიტომ მან, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აქვს, სიმთვრალეში სქესობრივი კონტაქტისგან თავი უნდა შეიკავოს.


- ფიტავს თუ არა სექსი ორგანიზმს? როგორი სიხშირით არის ის დასაშვები? - ამ კითხვებით უმეტესად ასაკოვნები და თინეიჯერები მოგვმართავენ.
- სექსი მავნებელი არ არის, მაგრამ ზომიერება ყველაფერში საჭიროა. თინეიჯერების სქესობრივი მოთხოვნილება განპირობებულია ჭაბუკური ჰიპერსექსუალობით, რომელსაც ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ ჭარბი სქესობრივი კავშირები ორგანიზმის გადაღლას გამოიწვევს და რომ ასეთი "პოტენცია" მთელი სიცოცხლე არ გაჰყვებათ. სექსის სიხშირის მკვეთრად დადგენილი ნორმები არ არსებობს, ეს ინდივიდუალურია, ამიტომ ახალგაზრდებს ვურჩევ, დაიცვან ზომიერება. მით უმეტეს, პარტნიორთა თანაცხოვრება და იდილია მხოლოდ სექსზე არ არის დაფუძნებული, "რეკორდებით" ვერავის გააკვირვებ და არც ოჯახის სიმტკიცის გარანტიად გამოდგება. ასაკოვნებსაც მართებთ იმასთან შეგუება, რომ წლებს თავისი მიაქვს, თუმცა იმედსაც მივცემ: დღევანდელი სექსოლოგიის შესაძლებლობები იძლევა იმის გარანტიას, რომ მათი მამაკაცური ღირსება არ შეიბღალოს. მთავარია, ამისთვის დროულად მიმართონ სპეციალისტებს.

 

 



თარიღი : 16-04-2016
:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
გაჟიმვას ქართულად ხმარებას ეძახიან. სექსის დროს აქტიური ჟიმავს პასიურს. ზოგჯერ ქალი ჟიმავს კაცს და ზოგჯერ პირიქით. ასე რომ "იხმარა", გაჟიმა, სულაც არაა შეურაცხმყოფელი. მთავარია ორივე მხრე ნასიამოვნები დარჩეს:))))))
თარიღი : 13-08-2015
ჰმმმ
იხმარეს ქალი რა სიტყვააა..პირიქით ხომ არაა ქალები გხმარობენ..იმიტომ რომ არანაკლებ სიამოვნებას იღებენ ვიდრე კაცები..ფუუ ქართული აზროვნება და დამოკიდებულება სექსის მიმართ...,,იხმარეს,,...!!
თარიღი : 11-08-2015
maia
Gaiget xalxnoo turme ramdeni ram AR gvcodnia.ha haaa
თარიღი : 08-07-2015
როგორ უნდა დაუკავშირდეთ ბატონ გიორგის რო პირადად ვკითოთ?
თარიღი : 06-03-2015
mm
კი მაგრამ სექსი რომ ბერძნებმა მოიგონეს და ამ გამოგონებით პირველებმა იტალიელებმა იხმარეს ქალი, იმათ რატომ არაფერს ეკითხებით?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცხოველების უმრავლესობაში მხოლოდ გარკვეულ დროს ხდება შეჯვარება. წლის დანარჩენ პერიოდში სქესობრივი აქტი მათ არ აინტერესებთ. ადამიანები კი სექსით უფრო ხშირად არიან დაკავებულები.
მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან.
კვლევაში მონაწილეობდა 1400 ქალბატონი, რომელთაგან ნაწილს საშვილოსნოს ამპუტაცია ჰქონდა გაკეთებული, ხოლო დანარჩენები ბუნებრივი მენოპაუზის პერიოდში იმყოფებოდნენ. ქალების სექსუალური ფუნქცია არ გაუარესებულა ბოლო მენსტრუაციამდე 2 წლის განმავლობაში.
ექიმებმა სპორტსმენებს შეჯიბრის წინ სექსის ნება დართეს. მიჩნეულია, რომ სექსისგან თავის შეკავება, სპორტულ შედეგებს აუმჯობესებს.
ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია Futuru Medical მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ბრიტანელმა ექსპერტებმა 16-21 წლის ასაკის ადამიანების კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ მინიმუმ ყოველ მეათეს აღენიშნება სექსუალური ხასიათის პრობლემები, რომლის მიზეზიც ხშირად ამ საკითხში განათლების დაბალი დონეა.
04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.