ქორწინების პირველი ღამე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქორწინების პირველი ღამე

- ქალბატონო სოფიო, რას გვეტყვით პირველი სქესობრივი კონტაქტის შესახებ, რა არის დეფლორაცია?

- ქორწინების პირველი ღამე, ტრადიციული გაგებით, ახალშეუღლებული წყვილის პირველი სქესობრივი კონტაქტია, რასაც თან სდევს პატარძლის დეფლორაცია. დეფლორაცია საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევას ნიშნავს, რაც, ჩვეულებრივ, პირველ სქესობრივ კავშირს მოსდევს. ქალების ორ მესამედში დეფლორაციას თან ახლავს სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი, თუმცა ძლიერი ტკივილი იშვიათია. თუ სქესობრივი კონტაქტი ნორმალურად ჩატარდა, მტკივნეული მომენტი მცირე ხანს გაგრძელდება. დღეს ქორწინების პირველი ღამე პირობითი ცნებაა, რადგან პირველი სქესობრივი კონტაქტი შესაძლოა მოხდეს ქორწინების ოფიციალურ დადასტურებამდე ან მოგვიანებით, მით უმეტეს, სულაც არ მოხდეს ღამით. ასეა თუ ისე, პირველი ღამე იმ ორი შეყვარებული ადამიანის საიდუმლოა, რომლებმაც გადაწყვიტეს, თავი ერთმანეთს მიუძღვნან. ამ ღამეს ისახება ოჯახური ცხოვრების ინტიმური ნაწილი. არსებობს შეხედულება, რომ როგორც ჩაივლის პირველი ღამე, ასევე გაგრძელდება ცოლ-ქმრის ინტიმური ცხოვრება. თუ გსურთ, თქვენს ურთიერთობაში ჰარმონია და სიხარული სუფევდეს, მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს დღესასწაული - ამ ღამით იწყება თქვენი თანაცხოვრება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქორწინების პირველი ღამე მართლაც სიყვარულის ღამედ იქცეს. თუმცა ალბათ ახალშეუღლებულთა უმეტესობა ვერ დაიკვეხნის პირველი ღამის რომანტიკით. არადა რამდენი ოცნება უკავშირდებოდა ამ წუთებს... პირობები, რომლებიც სასურველია შესრულდეს პირველი კონტაქტის დროს, საკმაოდ მარტივია, მაგრამ მათზე წინასწარ უნდა იფიქროთ. საზოგადოდ, ქორწინების პირველი ღამისთვის როგორც მამაკაცები, ისე ქალიშვილები საფუძვლიანად უნდა მოემზადონ. პირველი ღამე ქალიშვილისთვის არამარტო პირველი სქესობრივი შეგრძნებაა - სექსოლოგები ამტკიცებენ, რომ სწორედ პირველი სქესობრივი კავშირია გადამწყვეტი ქალის სქესობრივი მგრძნობელობის ჩასახვისთვის. ქალიშვილების უმეტესობას პირველი სქესობრივი კონტაქტის მიმართ სერიოზული შიში აქვს. მათ საყვარელი მამაკაცისგან მოსწონთ მოფერება, კოცნა, ნაზი სიტყვები, მაგრამ მოსალოდნელ სქესობრივ აქტს ხშირად ხვდებიან შიშით, შებოჭილნი. საკმარისია მცირედი უტაქტობა და დაემშვიდობეთ მგზნებარე სიყვარულს. ამის ნაცვლად ვიღებთ უემოციობას, სურვილის ჩაქრობას და გულგრილობას. ამ დროს მამაკაცი უნდა იყოს მომთმენი, ნაზი და საკუთარ ძალებში დარწმუნებული. თავდაპირველად მან შეყვარებული ორგაზმამდე უნდა მიიყვანოს, რათა იგი მიხვდეს, რა სივრცეები ეშლება თვალწინ და იცოდეს, რისკენ უნდა მიისწრაფოდეს. მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება, მას "ქალწულობის თაიგული" ნაზად ჩამოართვათ, თუმცა იგი თავადაც მოხარული იქნება ამ თაიგულის თქვენთვის გადმოცემით. მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ არ დაიწყონ ქორწინება ძალადობით, რადგან "კანონიერი გაუპატიურება" ხშირად იწვევს ქმრისადმი ზიზღსა და აუტანლობას, რომლის აღმოფხვრა ძნელია. მამაკაცის დაჟინება, მით უმეტეს - უხეშობა და ძალადობა უარყოფითად აისახება გოგონას განცდებზე და თუ თან სდევს ფიზიკური ძალადობაც, ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ახალგაზრდა ქალის ფსიქიკას და სქესობრივი კონტაქტისადმი ზიზღიც კი გაუჩინოს. ამის შემდეგ ვისაც არ უნდა შეხვდეს ცხოვრების გზაზე, ამ ზიზღის დაძლევა ძალიან ძნელი იქნება. ცნობილია, რომ სქესობრივი გულგრილობა ათიდან 5 შემთხვევაში სწორედ პირველ ღამეს პარტნიორის უხეშობის გამო ვითარდება.

- რას ურჩევთ მამაკაცებს ამის თავიდან ასაცილებლად?

- იმას, თუ სად და როგორ გარემოში მოხდება პირველი სქესობრივი კონტაქტი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წყვილის ურთიერთობისთვის, ამიტომ პირველ რიგში მოიფიქრეთ, სად გაივლის თქვენი რომანტიკული ღამე. თუ საკუთარი ბინა გაქვთ, ეფექტური დეტალების გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ ისეთი ინტიმური გარემო, რომელიც ამ საოცნებო ღამეს ჯადოსნური ელფერით აავსებს. ამ დროს აუცილებელია, თქვენი სახლი სისუფთავით ბზინავდეს. თუ ქორწილის შემდეგ მშობლებთან ან ნათესავებთან გიწევთ ცხოვრება, სჯობს, პირველი თვისთვის მაინც სხვა ადგილი მოძებნოთ - იქირავოთ ნომერი სასტუმროში, გაემგზავროთ ქალაქგარეთ აგარაკზე... იქ თქვენ არავინ შეგაწუხებთ, არც ვნების დაოკება დაგჭირდებათ, რათა არ შეაწუხოთ მშობლები, ნათესავები და მეზობლები. წინასწარ მოიმარაგეთ წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო ან კარგი შამპანური. ასევე იზრუნეთ მსუბუქ და გემრიელ საკვებზე. უმჯობესია შეიძინოთ ნამცხვარი, ხილი, შოკოლადი. ყოველი შემთხვევისათვის თან იქონიეთ მენთოლიანი აბები ან საღეჭი რეზინი, რადგან ხშირად სქესობრივი შეუთავსებლობის ერთ-ერთ მიზეზად პარტნიორის პირიდან უსიამოვნო სუნს ასახელებენ. ასეთი პირით რამდენიმე შეხვედრა და... რომანტიკას დაემშვიდობეთ! ყურადღება მიაქციეთ საწოლის თეთრეულს. ზეწარი სასურველია რეზინიანი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მთელი ღამე ისრიალებს და ხელს შეგიშლით. აირჩიეთ რბილი და მტკიცე ქსოვილები. საუკეთესოდ მიიჩნევა აბრეშუმი. იგი სრიალა და ეროტიკულია (თუმცა ზოგიერთს სრიალი ხელს უშლის). რაც შეეხება ფერს, საწოლის თეთრეული უმჯობესია ლურჯი ან წითელი იყოს, რადგან სხვა ფერები ეროტიკულობის გარდა ყველაფერს აღვიძებს. თუ მაინცდამაინც თეთრი გინდათ, აირჩიეთ ქათქათა თეთრი და არა სპილოსძვლისფერი. ქორწინების პირველი ღამისთვის აბსოლუტურად შეუფერებელია ისეთი ანტურაჟი, რომელიც ოთახს მისცემს არა სადღესასწაულო, არამედ საავადმყოფოს პალატის იერს. ლოგინს ნუ მისცემთ ისეთ იერსახეს, თითქოს იქ მთელი ზამთრის გატარებას აპირებდეთ. ქორწინების პირველ ღამეს შეიძლება თბილი გადასაფარებლებისა და ბალიშების გარეშეც გაძლოთ. უმჯობესია, გამოიყენოთ დიდი ბამბის ზეწრები და ფუმფულა პლედი. საწოლ ოთახს ისე არაფერი ალამაზებს, როგორც ცოცხალი ყვავილები. ნებისმიერი ოთახი, რომელიც ასეთნაირად არის მორთული, საიდუმლოებით მოცულ სასახლედ გარდაიქმნება.


ასეთ ინტერიერში გატარებული პირველი ღამე დაუვიწყარი გახდება. უმჯობესია ყვავილები უსუნო იყოს - ძლიერმა არომატმა შესაძლოა შაკიკის შეტევა გამოიწვიოს. სუნამოს უხვად ნუ დაისხამთ. ჯობს, აანთოთ არომატული სანთლები, ჩხირები ან არომანათურები ეთერზეთებით. არომატებს, რომლებიც ეროტიკულ ლტოლვას აღვიძებს, მრავალი საუკუნეა იცნობენ და იყენებენ. ვარდი - ხსნის დაღლილობას, მატებს ძალებს, აღვიძებს სქესობრივ სურვილს. ჟასმინი -  ასევე უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც სიყვარულის ყვავილი, აღვიძებს ვნებას. შროშანი - ასტიმულირებს სქესობრივ ლტოლვას, ადუნებს და ხსნის დაძაბულობას. ფაქიზი ცდუნებისა და ეროტიკული ატმოსფეროს შექმნისთვის გამოიყენეთ აგრეთვე პაჩულის, ღვიის, რეჰანის, ილანგ-ილანგის, ფორთოხლის, გარგარის, ატმის, ავოკადოს, სალბის, როზმარინის, ვანილის არომატიანი ეთერზეთები - ეს სურნელები ხელს უწყობს ჰორმონ ოქსიტოცინის გამომუშავებას, ის კი თავის მხრივ ასტიმულირებს სქესობრივ ლტოლვას. მოერიდეთ ლიმონის ზეთს - იგი ძილის მომგვრელია. არომატი უნდა იყოს ნაზი, მსუბუქი და ოდნავ საგრძნობი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ადამიანი დაემორჩილოს მის მომაჯადოებელ ძალას. თუ არომატი მეტისმეტად მძაფრი იქნება, სასიყვარულო განწყობა დაივიწყეთ, მანამდე მაინც, სანამ ოთახი განიავდება. აბაზანაში ადგილი მიუჩინეთ ახალ რბილ ღრუბელს, ტანის ჟელეს, შამპუნს, აბაზანის ქაფს და რაც მთავარია, ორ დიდ ხაოიან პირსახოცსა და ხალათს. ნებისმიერ ფასად ერიდეთ საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევას და პირველი ღამის საიდუმლოს ძალადობად გადაქცევას. უმჯობესია ერთმანეთის სქესობრივ შესწავლას რამდენიმე დღე დაუთმოთ, ვიდრე პირველივე ღამეს უარყოფითი ეფექტით დაიწყოთ და საყვარელ არსებას სამუდამოდ დაუკარგოთ სექსით სიამოვნების სურვილი. თუ პირველი ღამე მენსტრუაციას დაემთხვა, კავშირი არასასურველია. დეფლორაციის შემდგომი სქესობრივი კონტაქტი სასურველია მოხდეს სულ ცოტა ერთი დღე-ღამის შემდეგ. ჯობია რამდენიმე დღე გავიდეს, რათა აპკის ნახეთქები სათანადოდ მოშუშდეს.

- რას წარმოადგენს საქალწულე აპკი?

- საქალწულე აპკი საშოს ლორწოვანის ნაოჭია. ზოგიერთის აზრით, ეს არის დამცავი მექანიზმი, რომელიც ინარჩუნებს საშოს მიკროფლორას, ზოგიერთის აზრით კი იგი რუდიმენტული ორგანოა. საქალწულე აპკი საშოს შესავალთან, 2-3 სმ-ით შიგნით მდებარეობს. მას სხვადასხვა ფორმა, სიმკვრივე, სისქე და აღნაგობა აქვს, ამიტომაც ქალის დეფლორაცია სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. ზოგიერთ ქალს საქალწულე აპკი დაბადებიდან არ აქვს. ამას აპლაზია ეწოდება.

- ყოველთვის ხდება თუ არა დეფლორაცია პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს და ყოველთვის სდევს თუ არა მას თან სისხლდენა?

- ადამიანების უმეტესობას მცდარი შეხედულება აქვს ქალის დეფლორაციასთან დაკავშირებით. როგორც წესი, საქალწულე აპკის მთლიანობა პირველი კონტაქტისას ირღვევა. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ბევრი რამ დამოკიდებულია არა მარტო საქალწულე აპკის წელვადობაზე, არამედ იმაზეც, როგორ არის მოწყობილი საქალწულე აპკი. არის შემთხვევები, როცა იგი იმდენად მკვრივია, რომ იხევა მხოლოდ რამდენიმე მცდელობის შემდეგ. ამან შეიძლება ტრავმა მიაყენოს მამაკაცს, რომელიც სქესობრივი თვალსაზრისით გამოუცდელია. ახალგაზრდა ქალის აპკი კარგად იწელება, მისი დაზიანებისას მცირეოდენი სისხლი იკარგება. ზოგჯერ სისხლძარღვების თავისებური განლაგების გამო სისხლდენა შესაძლოა არც კი განვითარდეს. ასაკის მატებასთან ერთად აპკიც ბერდება, კარგავს ელასტიკურობას და ამიტომ დეფლორაცია შეიძლება გართულდეს. 30 წლის შემდეგ საქალწულე აპკი 80%-ით ნაკლებელასტიკურია. ზოგჯერ საქალწულე აპკში არსებული ფართო ხვრელისა და მისი ჭარბი ელასტიკურობის გამო სქესობრივი აქტის დროს მისი მთლიანობა არ ირღვევა. აპკის წელვადობა გოგონას აღგზნების შესაბამისად იმატებს. ასეთი აღნაგობის დროს სქესობრივი ცხოვრება შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს დაურღვეველი აპკის პირობებშიც და ის საბოლოოდ უკვე მშობიარობის დროს დაირღვეს. ასე რომ, პირველი სქესობრივი აქტის საფუძველზე არ შეიძლება იმაზე მსჯელობა, პარტნიორი ქალიშვილია თუ არა. საქალწულე აპკის არქონა ან დეფლორაციის დროს სისხლდენის ნიშნების არარსებობა არ მიუთითებს, რომ გოგონა ადრე სქესობრივ ცხოვრებას ეწეოდა.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ტკივილი?

- პირველ საქორწინო ღამეს მამაკაცმა უნდა დაიოკოს ვნება და ყურადღება მიაქციოს სასიყვარულო თამაშებს, ქალის ემოციურ-ეროგენულ მომზადებას. დეფლორაციის დროს პირველი ტკივილის მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია, თუ პირველ სქესობრივ კონტაქტს შემდეგნაირად ჩაატარებთ:

მ საწოლზე განივად დაწოლილ ქალიშვილს ფეხები ჩამოშვებული აქვს იატაკამდე. მეუღლე ნაზად გასწევს მის ფეხს ისე, რომ ჩადგეს მათ შორის. ამ დროს ხელებს ორივე მხარეს აყრდნობს საწოლს, რომ ასე შეაკავოს საკუთარი წონა. იმის გამო, რომ პირველი კონტაქტისას ქალს საშოს სეკრეტი შეიძლება საკმარისად არ გამოეყოს, ამ დროს უმჯობესია სპეციალური კრემების გამოყენება.

მ კიდევ უფრო მეტად დამზოგველია პოზა, როდესაც ქალიშვილი დუნდულა კუნთების ქვეშ იდებს ბალიშს ან მუთაქას, ხოლო მუხლებში მოხრილი ფეხები მიაქვს მკერდამდე - ეს უზრუნველყოფს საქალწულე აპკის მაქსიმალურ დაჭიმვას შესავალთან და მის უმტკივნეულო ჩახევას.


- რა საფრთხე ახლავს თან უხეშ დეფლორაციას?

- უხეში დეფლორაციის დროს შესაძლებელია არა მარტო საქალწულე აპკის, არამედ შორისის ჩახევაც. ამ შემთხვევაში დეფლორაციის შემდეგ სისხლდენა ხანგრძლივდება და შესაძლოა მიიღოს საშიში ხასიათიც. ძალიან იშვიათად სისხლდენა საკმაოდ დიდხანს არ წყდება. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს. ზოგჯერ ქალებს ძლიერ ეკუმშებათ საშოსა და შორისის კუნთები, რაც იწვევს სპაზმური ხასიათის ტკივილს სქესობრივი აქტის დროს და შეუძლებელს ხდის სქესობრივ კონტაქტს. ეს ვაგინიზმია. არსებობს აგრეთვე სქესობრივი აქტის შიში - კოიტოფობია. ამ დროს ძალის გამოყენება უაზრობაა, რადგან შედეგის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ურთიერთობა გაფუჭდება. საშოს კედლებზე მიკროტრავმების გაჩენამ შესაძლოა გამოიწვიოს დეფლორაციის შემდგომი ვაგინიტი (საშოს ანთება), რაც გამოწვეულია იმით, რომ საქალწულე აპკში გაჩენილ ნახეთქებში ინფექცია შეიჭრება. ამ დროს ხშირია სასქესო ორგანოების ქავილი, წვის შეგრძნება, ტკივილი. ხშირია დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება) და პიელიტი (თირკმლის ფიალების ანთება). შარდის ბუშტში ბაქტერიების მოხვედრის ალბათობა სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან ერთად საგრძნობლად იმატებს. ინფიცირების განმეორებითი ეპიზოდები ვლინდება სქესობრივი აქტიდან 24 საათის განმავლობაში. ამ დროს აუცილებელია გინეკოლოგის და/ან უროლოგის მონახულება, თან რაც შეიძლება სწრაფად. გადადება არ ღირს. ისინი თქვენ კვალიფიციურ რჩევასა და დანიშნულებას მოგცემენ. ქორწინებამდე მამაკაცმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, რათა ოჯახურ ცხოვრებას არ მოჰყვეს უამრავი უსიამოვნება - წლების განმავლობაში ექიმებთან სირბილი, უშვილობის მიზეზების ძიება, რაც საუკეთესო შემთხვევაში - დროის დაკარგვას, უარეს შემთხვევაში კი უშვილობას იწვევს.

- შეიძლება თუ არა სქესობრივი ცხოვრება ორსულობის დროს?

- ორსულობის დროს სქესობრივი ცხოვრების შესახებ რჩევის მიცემა ბევრ ექიმს ძალიან უჭირს, რადგან ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული არა მარტო ქალისა და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობა, არამედ ორივე მეუღლის ბედნიერებაც. ამ დროს უნდა შეფასდეს საკითხის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ორსულობის დროს სქესობრივი ურთიერთობის სასარგებლო არგუმენტები ძირითადად ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს. თანამედროვე მედიცინა ორსულობისას სქესობრივ კონტაქტს ნორმალურად აღიქვამს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ სქესობრივი ურთიერთობა ორსულობის დროს არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიც კია. უარყოფითი მხარეები:

  • კოიტუსმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ტონუსის მომატება. იმის მიხედვით, რომელ თვეს მოხდება სქესობრივი კონტაქტი, იგი შეიძლება თვითნებური აბორტის ან ნაადრევი მშობიარობის მიზეზად იქცეს. თუ სქესობრივმა აქტმა მშობიარობა უმნიშვნელოდ დააჩქარა, ნაყოფის სიცოცხლეს საშიშროება არ ემუქრება, მაგრამ საკმაოდ ხშირია სანაყოფე ბუშტის ნაადრევი გახეთქვა, რაც მშობიარობის გახანგრძლივებას იწვევს. ამას კი შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გართულებები როგორც დედის, ისე ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
  • კლინიკური პრაქტიკით დადგენილია, რომ აბორტის, ნაადრევი და დაჩქარებული მშობიარობის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია ორსულობის პირველი სამი და ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უფრო მეტად - იმ ქალებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან აბორტებისადმი და ნაადრევი მშობიარობებისადმი.
  • მამაკაცის სასქესო ორგანო პათოლოგიური ინფექციების მატარებელია, რომლებიც შეუღლების დროს საშოს ღრმა შრეებში ლაგდება. ორსულის ინფიცირებისას მშობიარობის შემდგომ პერიოდში ბაქტერიები შესანიშნავ საარსებო გარემოს პოულობენ ზრდა-განვითარებისთვის, ამიტომ არსებობს მშობიარობის შემდგომი ინფექციის განვითარების საშიშროება.
  • სქესობრივი აქტის დროს მოსალოდნელია მცირედი ჩახევები, რომლებმაც ორსულობის დროს შესაძლოა გაცილებით უფრო სერიოზული ხასიათი მიიღოს, ვიდრე არაორსულობისას. ამ დროს არსებობს როგორც სისხლდენის, ისე ინფიცირების დიდი ალბათობა. იმის გამო, რომ ორსული საშვილოსნო გაძლიერებულად მარაგდება სისხლით, ძლიერმა ჩახევამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა, რომელიც ქალისათვის საბედისწეროც კი შეიძლება გახდეს.

სქესობრივი აქტისაგან თავის შეკავება ორსულობის დროს დიდი მუცლის გამო აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. მართალია, ორსულის მუცელზე ნებისმიერი სახის ზეწოლა შეიძლება საშიში აღმოჩნდეს, მაგრამ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მეუღლეები სქესობრივი კონტაქტისთვის დამზოგველ პოზას ამოირჩევენ. ამრიგად, ორსულობისას სქესობრივი კონტაქტის დამყარებამდე აუცილებლად უნდა შეფასდეს მოსალოდნელი აბორტის, ნაადრევი ან დაჩქარებული მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი ინფექციის ალბათობა.  ჯანმრთელი ორსულისთვის სქესობრივი კავშირის დროს მოსალოდნელი საშიშროება ძლიერ უმნიშვნელოა, თუ:

  • წინა ორსულობის დროს მას არ ჰქონია თვითნებითი აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა;
  • სქესობრივი აქტი მიმდინარეობს განსაკუთრებულად ფრთხილად;
  • მეუღლეები იცავენ ჰიგიენის ელემენტარულ წესებს.

ორსულობის ბოლო ოთხ კვირას კი უმჯობესია სქესობრივ ცხოვრებას თავი არიდოთ.