რუბრიკები
ქორწინების პირველი ღამე
ქორწინების პირველი ღამე

ასეთ ინტერიერში გატარებული პირველი ღამე დაუვიწყარი გახდება. უმჯობესია ყვავილები უსუნო იყოს - ძლიერმა არომატმა შესაძლოა შაკიკის შეტევა გამოიწვიოს. სუნამოს უხვად ნუ დაისხამთ. ჯობს, აანთოთ არომატული სანთლები, ჩხირები ან არომანათურები ეთერზეთებით. არომატებს, რომლებიც ეროტიკულ ლტოლვას აღვიძებს, მრავალი საუკუნეა იცნობენ და იყენებენ. ვარდი - ხსნის დაღლილობას, მატებს ძალებს, აღვიძებს სქესობრივ სურვილს. ჟასმინი -  ასევე უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც სიყვარულის ყვავილი, აღვიძებს ვნებას. შროშანი - ასტიმულირებს სქესობრივ ლტოლვას, ადუნებს და ხსნის დაძაბულობას. ფაქიზი ცდუნებისა და ეროტიკული ატმოსფეროს შექმნისთვის გამოიყენეთ აგრეთვე პაჩულის, ღვიის, რეჰანის, ილანგ-ილანგის, ფორთოხლის, გარგარის, ატმის, ავოკადოს, სალბის, როზმარინის, ვანილის არომატიანი ეთერზეთები - ეს სურნელები ხელს უწყობს ჰორმონ ოქსიტოცინის გამომუშავებას, ის კი თავის მხრივ ასტიმულირებს სქესობრივ ლტოლვას. მოერიდეთ ლიმონის ზეთს - იგი ძილის მომგვრელია. არომატი უნდა იყოს ნაზი, მსუბუქი და ოდნავ საგრძნობი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ადამიანი დაემორჩილოს მის მომაჯადოებელ ძალას. თუ არომატი მეტისმეტად მძაფრი იქნება, სასიყვარულო განწყობა დაივიწყეთ, მანამდე მაინც, სანამ ოთახი განიავდება. აბაზანაში ადგილი მიუჩინეთ ახალ რბილ ღრუბელს, ტანის ჟელეს, შამპუნს, აბაზანის ქაფს და რაც მთავარია, ორ დიდ ხაოიან პირსახოცსა და ხალათს. ნებისმიერ ფასად ერიდეთ საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევას და პირველი ღამის საიდუმლოს ძალადობად გადაქცევას. უმჯობესია ერთმანეთის სქესობრივ შესწავლას რამდენიმე დღე დაუთმოთ, ვიდრე პირველივე ღამეს უარყოფითი ეფექტით დაიწყოთ და საყვარელ არსებას სამუდამოდ დაუკარგოთ სექსით სიამოვნების სურვილი. თუ პირველი ღამე მენსტრუაციას დაემთხვა, კავშირი არასასურველია. დეფლორაციის შემდგომი სქესობრივი კონტაქტი სასურველია მოხდეს სულ ცოტა ერთი დღე-ღამის შემდეგ. ჯობია რამდენიმე დღე გავიდეს, რათა აპკის ნახეთქები სათანადოდ მოშუშდეს.


- რას წარმოადგენს საქალწულე აპკი?
- საქალწულე აპკი საშოს ლორწოვანის ნაოჭია. ზოგიერთის აზრით, ეს არის დამცავი მექანიზმი, რომელიც ინარჩუნებს საშოს მიკროფლორას, ზოგიერთის აზრით კი იგი რუდიმენტული ორგანოა. საქალწულე აპკი საშოს შესავალთან, 2-3 სმ-ით შიგნით მდებარეობს. მას სხვადასხვა ფორმა, სიმკვრივე, სისქე და აღნაგობა აქვს, ამიტომაც ქალის დეფლორაცია სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. ზოგიერთ ქალს საქალწულე აპკი დაბადებიდან არ აქვს. ამას აპლაზია ეწოდება.


- ყოველთვის ხდება თუ არა დეფლორაცია პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს და ყოველთვის სდევს თუ არა მას თან სისხლდენა?
- ადამიანების უმეტესობას მცდარი შეხედულება აქვს ქალის დეფლორაციასთან დაკავშირებით. როგორც წესი, საქალწულე აპკის მთლიანობა პირველი კონტაქტისას ირღვევა. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ბევრი რამ დამოკიდებულია არა მარტო საქალწულე აპკის წელვადობაზე, არამედ იმაზეც, როგორ არის მოწყობილი საქალწულე აპკი. არის შემთხვევები, როცა იგი იმდენად მკვრივია, რომ იხევა მხოლოდ რამდენიმე მცდელობის შემდეგ. ამან შეიძლება ტრავმა მიაყენოს მამაკაცს, რომელიც სქესობრივი თვალსაზრისით გამოუცდელია. ახალგაზრდა ქალის აპკი კარგად იწელება, მისი დაზიანებისას მცირეოდენი სისხლი იკარგება. ზოგჯერ სისხლძარღვების თავისებური განლაგების გამო სისხლდენა შესაძლოა არც კი განვითარდეს. ასაკის მატებასთან ერთად აპკიც ბერდება, კარგავს ელასტიკურობას და ამიტომ დეფლორაცია შეიძლება გართულდეს. 30 წლის შემდეგ საქალწულე აპკი 80%-ით ნაკლებელასტიკურია. ზოგჯერ საქალწულე აპკში არსებული ფართო ხვრელისა და მისი ჭარბი ელასტიკურობის გამო სქესობრივი აქტის დროს მისი მთლიანობა არ ირღვევა. აპკის წელვადობა გოგონას აღგზნების შესაბამისად იმატებს. ასეთი აღნაგობის დროს სქესობრივი ცხოვრება შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს დაურღვეველი აპკის პირობებშიც და ის საბოლოოდ უკვე მშობიარობის დროს დაირღვეს. ასე რომ, პირველი სქესობრივი აქტის საფუძველზე არ შეიძლება იმაზე მსჯელობა, პარტნიორი ქალიშვილია თუ არა. საქალწულე აპკის არქონა ან დეფლორაციის დროს სისხლდენის ნიშნების არარსებობა არ მიუთითებს, რომ გოგონა ადრე სქესობრივ ცხოვრებას ეწეოდა.


- როგორ ავიცილოთ თავიდან ტკივილი?
- პირველ საქორწინო ღამეს მამაკაცმა უნდა დაიოკოს ვნება და ყურადღება მიაქციოს სასიყვარულო თამაშებს, ქალის ემოციურ-ეროგენულ მომზადებას. დეფლორაციის დროს პირველი ტკივილის მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია, თუ პირველ სქესობრივ კონტაქტს შემდეგნაირად ჩაატარებთ:

მ საწოლზე განივად დაწოლილ ქალიშვილს ფეხები ჩამოშვებული აქვს იატაკამდე. მეუღლე ნაზად გასწევს მის ფეხს ისე, რომ ჩადგეს მათ შორის. ამ დროს ხელებს ორივე მხარეს აყრდნობს საწოლს, რომ ასე შეაკავოს საკუთარი წონა. იმის გამო, რომ პირველი კონტაქტისას ქალს საშოს სეკრეტი შეიძლება საკმარისად არ გამოეყოს, ამ დროს უმჯობესია სპეციალური კრემების გამოყენება.
მ კიდევ უფრო მეტად დამზოგველია პოზა, როდესაც ქალიშვილი დუნდულა კუნთების ქვეშ იდებს ბალიშს ან მუთაქას, ხოლო მუხლებში მოხრილი ფეხები მიაქვს მკერდამდე - ეს უზრუნველყოფს საქალწულე აპკის მაქსიმალურ დაჭიმვას შესავალთან და მის უმტკივნეულო ჩახევას.



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები