ჰომოსექსუალიზმის შესაძლო გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰომოსექსუალიზმის შესაძლო გართულებები

რამდენიმე წლის წინ უცხოელი ექსპერტები გვაფრთხილებდნენ, რომ საქართველოს შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია ემუქრებოდა. განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც უკრაინასა და რუსეთში აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების რაოდენობამ ფაქტობრივად ერთ წელიწადში ორჯერ და მეტად მოიმატა. თუმცა უცხოელ ექსპერტთა პროგნოზი არ ეფუძნებოდა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში შექმნილი ვითარების საქართველოსა და, საზოგადოდ, კავკასიაზე შესაძლო გავლენის ანალიზს - ასეთი განცხადებების საფუძველს ქვეყნის შიგნით მოქმედი ფაქტორებიც იძლეოდა. კერძოდ:

  • ნარკომანიის ფართო გავრცელება;
  • საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის გავრცელების თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობა;
  • მოსახლეობის მზარდი მიგრაცია და ფართო საერთაშორისო კონტაქტები;
  • ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებათა ნაკლებობა;
  • სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი უნარ-ჩვევები ინფექციათა გადაცემის პროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით;
  • პრეზერვატივებზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნა;
  • შიდსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დაბალი დონე.

რეგისტრირებული შემთხვევები

2012 წლის 1 ივნისის მონაცემებით, საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 3339 შემთხვევა. აქედან 2443 მამაკაცია, 896 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა. შიდსის დაავადება განუვითარდა 2022 პაციენტს, მათგან 736 გარდაიცვალა.  2012 წელს აღირიცხა 224 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობას იტარებს 1209 პაციენტი, მათგან - 36 ბავშვი.

საინტერესო სტატისტიკა

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის სამი ძირითადი გზა:

  • დაუცველი (პრეზერვატივის გარეშე) სქესობრივი კონტაქტი აივინფიცირებულ პირთან;
  • აივინფიცირებულ სისხლთან კონტაქტი - სისხლის გადასხმით, აივინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული გაუსტერილებელი სამედიცინო ინსტრუმენტებით, აივინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული ნემსებით (წესისამებრ, ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებისას).
  • ინფიცირებული დედისგან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

აივინფიცირებულები გადაცემის გზების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებიან:

  • 54,6% - ინექციური ნარკომანიით;
  • 38,1% - ჰეტეროსექსუალური კონტაქტით;
  • 3,7% - ჰომოსექსუალური კონტაქტით;
  • 0,5% - სისხლის გადასხმით;
  • 2,2% - ვერტიკალური გზით (დედიდან შვილზე);
  • 0,9% - დაუდგენელი გზით.

აივინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით:

  • თბილისი - 1097 შემთხვევა;
  • აჭარა - 405 შემთხვევა;
  • სამეგრელო - 450 შემთხვევა;
  • იმერეთი - 432 შემთხვევა;
  • ფოთი - 51 შემთხვევა;
  • კახეთი - 145 შემთხვევა;
  • ქვემო ქართლი - 147 შემთხვევა;
  • შიდა ქართლი - 100 შემთხვევა;
  • აფხაზეთი - 258 შემთხვევა;
  • მცხეთა-მთიანეთი - 24 შემთხვევა;
  • რაჭა-ლეჩხუმი - 6 შემთხვევა;
  • სამცხე-ჯავახეთი - 39 შემთხვევა;
  • გურია - 67 შემთხვევა;
  • სვანეთი - 11 შემთხვევა;
  • უცხოელი - 65 შემთხვევა.

საქართველოში აივ ინფექციის გავრცელების თავისებურება ისეთივეა, როგორიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში; შიდსის გავრცელების თვალსაზრისით რისკჯგუფს, უწინარეს ყოვლისა, ინექციური ნარკომანები წარმოადგენენ, მაგრამ, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, ეპიდემია არ შემოიფარგლება მხოლოდ ნარკომანთა წრით; მისი შემდეგი მსხვერპლნი ნარკომანთა სქესობრივი პარტნიორები იქნებიან. შიდსის საფრთხე ყველას ემუქრება. დაბოლოს, სქესობრივი კონტაქტის გზით ინფიცირების შანსი საკმაოდ მაღალია. ამ გზით ინფიცირებულები რაოდენობრივად პირველ ადგილს იკავებენ საქართველოში ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლების შემდეგ. აივ ინფექცია შეიძლება გადაეცეს ნებისმიერი სახის (ვაგინალური, ანალური, ორალური) დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს. აქვე უნდა ითქვას, რომ დაუცველი ჰეტეროსექსუალური კონტაქტის დროს ქალის ინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვინაიდან სპერმაში აივ მეტია, ვიდრე ვაგინალურ სეკრეტში.


ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ძალადობრივი სქესობრივი აქტის დროს, ასევე მაშინაც, როდესაც ქალს პირველად აქვს სქესობრივი კავშირი. დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს, გარდა აივ-ისა, ადამიანს შეიძლება შეეყაროს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება (სგგდ) და B (იშვიათად ჩ) ვირუსული ჰეპატიტიც, ამიტომ ამ დაავადების აღმოჩენისას ურიგო არ იქნება, გამოკვლევა აივ ინფექცია/შიდსზეც ჩავიტაროთ. ინფიცირების ალბათობა გაცილებით დიდია ჰომოსექსუალური კონტაქტის დროს. ეს იმიტომ, რომ ასეთი სახის კონტაქტს თან ახლავს ლორწოვანი გარსების ტრავმირების მაღალი ალბათობა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორი ნაწლავის ლორწოვანის უჯრედები დიდი რაოდენობით შეიცავს ჩD4 რეცეპტორებს, რომლებიც აივ-ის პირდაპირი სამიზნეა.  სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის - შიდსის, პროფილაქტიკისთვის აუცილებელია:

  • ოჯახური სიწმინდის დაცვა, ერთი ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორის ერთგულება;
  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტისთვის თავის არიდება, შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს პრეზერვატივით სარგებლობა.

სწორი ნაწლავის პათოლოგიები და ანალური სექსი

ჩვენ არ ვაპირებთ ანალური სექსის ეთიკურ ასპექტებზე მსჯელობას; მხოლოდ ამ პრობლემის სამედიცინო ასპექტზე ვისაუბრებთ. ექიმები განუწყვეტლივ შეგვახსენებენ ჯანმრთელობაზე ანალური სექსის მავნე გავლენას. ადამიანებმა, რომლებიც ამგვარ სქესობრივ კონტაქტებს ამჯობინებენ, უნდა იცოდნენ, რა საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს.

ბუნების წინააღმდეგ

ბუნებას ანუსი (უკანა ხვრელი) სქესობრივი ურთიერთობისთვის არ გაუთვალისწინებია, ამიტომ ვიდრე ადამიანი ანალურ ხვრელსა და სწორი ნაწლავის მიდამოს არადანიშნულებისამებრ იყენებს, მუდამ ექნება ჯანმრთელობის პრობლემები, ეს კი ნიშნავს, რომ ექიმი პროქტოლოგები უმუშევრად არ დარჩებიან.

რისკები

ანალური სექსის დროს უფრო მაღალია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის რისკი. ეს იმიტომ, რომ სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი ძალიან თხელია და ადვილად ზიანდება. გარდა ამისა, მას არ გააჩნია ის ბარიერული ფუნქცია, რომელიც ორგანიზმს ჩ ჰეპატიტის ვირუსისა და აივ ინფექციისგან იცავს. ადამიანები, რომლებიც ანალურ სქესობრივ კონტაქტებს მისდევენ, სწორი ნაწლავის კიბოს მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფებიან.

შესაძლო გართულებები

რეგულარული ანალური სექსი ფაქტობრივად ყოველთვის იწვევს სწორი ნაწლავისა და ანალური ხვრელის დაავადებებს, მათ შორის:

  • მწვავე ანალურ ნახეთქს (მექანიკური ტრავმის შედეგად);
  • ჰემოროის, გართულებულს სისხლდენითა და თრომბოზით;
  • პროქტიტს (სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებას);
  • კრიპტიტს (ანალური ჯირკვლების ანთებას);
  • სფინქტერიტს (სფინქტერის კუნთის ანთებას);
  • პარაპროქტიტს (სწორი ნაწლავის გარშემო ქსოვილების ჩირქოვან ანთებას);
  • პროქტოსიგმოიდიტს (სწორი ნაწლავის  (პროქტიტი) და სიგმოიდური ნაწლავის (სიგმოიდიტი) ლორწოვანი გარსების ანთებას);
  • სწორი ნაწლავის კედლების ტრავმულ დაზიანებას, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს შეკრულობა, დიარეა, სწორი ნაწლავის გამოვარდნა და ქრონიკული ძლიერი ტკივილები.

ანალური სფინქტერის უკმარისობა, რომელიც ყოველთვის თან სდევს ანალურ უბანზე მექანიკურ ზემოქმედებას და აირებისა და განავლოვანი მასების შეუკავებლობას იწვევს. იშვიათი, მაგრამ მძიმე გართულებაა სწორი ნაწლავის პერფორაცია (გახვრეტა), რომელიც სპეციალიზებულ კლინიკაში სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას და ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. ანალურ სექსს ხშირად თან სდევს ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებები. ასეთებია:

  • ადამიანის პაპილომავირუსი, რომელიც სწორი ნაწლავის კიბოს წინაპირობად ითვლება;
  • კონდილომები;
  • ბაქტერიები - ნაწლავის ჩვეული ბინადრები ანალური კონტაქტით გადაცემისას პროსტატისა თუ შარდის ბუშტის დაავადებებს იწვევს.

ქალებში ამ ბაქტერიებმა შესაძლოა საშარდე გზების (ცისტიტი, ურეთრიტი) და საშოს ანთებითი დაავადებები გამოიწვიოს. მოგწონთ ეს თუ არა, გაზვიადებული გეჩვენებათ თუ არა - ეს ფაქტია, რომელზეც, ეთიკური თუ სხვა მოსაზრებით, ხმამაღლა არ საუბრობენ. ამ პრობლემებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააღწევთ თავს, თუ თქვენი ცხოვრებიდან ამოიღებთ ანალურ სექსს როგორც სქესობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზას.