ინტიმური ცხოვრება და პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტიმური ცხოვრება და პრობლემები

ბევრ ქალს არ მოსწონს თავისი გარეგნობა, მიაჩნია, რომ მრავალი ნაკლი აქვს, რის გამოც უხერხულობას გრძნობს სქესობრივი ურთიერთობის დროს. მეტიც - ზოგს საკუთარი სხეულის მიმართ ზიზღიც კი უჩნდება, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის მომავალ ცხოვრებაში. არის შემთხვევები, როცა ქალებს ჭარბთმიანობა აწუხებთ და ამის გამო უარსაც კი ამბობენ გათხოვებაზე, არ სურთ საყვარელ მამაკაცთან საკუთარი ნაკლის გამჟღავნება, უფრთხიან სქესობრივ კავშირს, აქვთ გაშიშვლების შიში. ბევრ ქალს ოპერაციის შემდეგ სხეულზე ნაიარევი რჩება, რომელიც ხშირად უსიამოვნო სანახავია, ამიტომ სხეულს მუდამ რამით იფარავენ. შესაძლოა, სქესობრივი ურთიერთობის სურვილიც გაუქრეთ, რაც ოჯახური უსიამოვნების მიზეზად იქცევა. ზოგჯერ ქალს სქესობრივი კავშირის შიში აქვს. მიზეზი მრავალია, მათ შორის - ტკივილი სასქესო ორგანოს მიდამოში სქესობრივი აქტის დასაწყისში, ორგაზმის დროს ან სქესობრივი კავშირის დამთავრებისას. ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს ორგანული დარღვევებით, თუმცა უმეტესად ფსიქოგენურია. სასქესო ორგანოების მიდამოში ტკივილს ზოგჯერ ქალწულებიც უჩივიან, სქესობრივი ურთიერთობის გარეშეც კი - წოლის, სიარულის დროს და ა.შ. ტკივილი გენიტალიების მიდამოში შესაძლოა წვის შეგრძნებით გამოიხატოს; შესაძლოა აღმოცენდეს საშოში, მენჯის მიდამოში ან მუცლის ღრუში, გამოიხატოს სპაზმით ან სიმძიმის შეგრძნებით. როცა ქალს ასეთი ჩივილები აქვს, სქესობრივი ურთიერთობისას პარტნიორს წინააღმდეგობას უწევს და აქტი შეუძლებელი ხდება. მტკივნეულ აქტს სექსოლოგები დისპარეუნიას უწოდებენ. ამ დროს ქალს სქესობრივი ლტოლვა უქრება, ტკივილის მოლოდინის გამო შიში იპყრობს, ამიტომ სქესობრივ კავშირს თავს არიდებს. მტკივნეული აქტის მიზეზი შესაძლოა იყოს საშოს სიმშრალე, რაც მედიკამენტებით არის გამოწვეული, ასევე - საშოს ნაკაწრები, ჩახევები, ანთებითი და სიმსივნური პროცესები. ეს მტკივნეული აქტის ორგანული მიზეზებია. როგორც აღვნიშნეთ, არსებობს ფსიქოგენური მიზეზებიც. მაგალითად, ფსიქოგენური წარმოშობისაა ვაგინიზმი - საშოს კუნთის უნებლიე შეკუმშვა, რაც სქესობრივ კავშირს შეუძლებელს ხდის. ფსიქოგენური დისპარეუნია შესაძლოა განვითარდეს გენიტალიების მიდამოში ტკივილის დროს. მკურნალობის შედეგად ანთება შესაძლოა განიკურნოს, სასქესო ორგანოების მიდამოს ტკივილი კი დარჩეს - ანთებით გამოწვეული ტკივილის შეგრძნება, მისი მოლოდინი და შიში ფსიქოგენურ ტკივილში გადაიზარდოს. მტკივნეული აქტი ქალს შესაძლოა კლიმაქსის პერიოდშიც ჰქონდეს. ამ დროს სქესობრივი ლტოლვა ძლიერდება. ძლიერდება სასქესო ორგანოებისკენ მიმავალი სისხლის ნაკადიც. ორგაზმის დროს სისხლი უკუქცევას განცდის. თუ ქალმა სექსუალური სიამოვნება ვერ მიიღო და დაუკმაყოფილებლობა დიდხანს გაგრძელდა, სისხლის შეგუბება ტკივილს გამოიწვევს. მტკივნეულმა აქტმა შესაძლოა სქესობრივი ლტოლვის გაქრობა გამოიწვიოს, რასაც ალიბიდემია ეწოდება - ქალს ფიზიოლოგიურ-სექსუალური რეაქციები შენარჩუნებული აქვს, შეუძლია აღიგზნოს, მიაღწიოს ორგაზმს, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობა არ სურს. სქესობრივი კონტაქტის შიშს ზოგჯერ თან სდევს გულისრევა, ფაღარათი, ოფლიანობა, სტენოკარდია. სქესობრივი ლტოლვის გაქრობა შესაძლოა სხვა მიზეზებმაც გამოიწვიოს: ჰორმონულმა დარღვევებმა, ალკოჰოლის ჭარბმა მიღებამ, ნარკოტიკების მოხმარებამ, თირკმლის დაავადებებმა, ფსიქოსოციალურმა ფაქტორებმა, სტრესმა, დეპრესიამ, სქესობრივმა ტრავმამ, ნევროზმა, კონფლიქტმა და სხვა. თუ ქალი ფიზიკური ნაკლის გამო ამბობს უარს სქესობრივ ურთიერთობაზე, მკურნალობა თვითშეფასების ამაღლებით უნდა დაიწყოს. შესაძლოა, ქალმა ტკივილი მხოლოდ ერთხელ განიცადოს, მაგრამ შიში დიდხანს გაჰყვეს. ამ დროს ტკივილის ორგანული მიზეზი შესაძლოა არც კი არსებობდეს - დარღვევა ფსიქოგენური წარმოშობისა აღმოჩნდეს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უარყოფითი ემოცია ფსიქიკაში უფრო მეტხანს ინახება, ვიდრე დადებითი. როცა ქალს მცირე სქესობრივი გამოცდილება აქვს ან საერთოდ გამოუცდელია, ხოლო მისი სქესობრივი ცხოვრება ტკივილით იწყება, დიდია ალბათობა, სექსუალური ხასიათის პრობლემებმა იჩინოს თავი. მომავალში ტკივილს შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს იმ საწოლის ან ოთახის სუნმაც კი, სადაც ტკივილი განიცადა. ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პატნიორის ქცევას, მის კულტურას. გამოცდილ და გამოუცდელ ქალს სქესობრივი ურთიერთობისას სხვადასხვანაირი მოპყრობა სჭირდება. თუ მამაკაციც გამოუცდელია, მან შესაძლოა ქალს ტკივილი მიაყენოს და მომავალში პრობლემები შეუქმნას. ეს პრობლემები ქალსა და მამაკაცს ერთნაირად ეხება. მათი წარმოშობისას აუცილებელია სპეციალისტის დახმარება.