ერთად ყოფნის ხელოვნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთად ყოფნის ხელოვნება

1. მოწევა, პასიურიც კი, ანუ სხვისი თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვა, გაცილებით საშიშია, ვიდრე ალკოჰოლის ზომიერი მიღება.

2. სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დარღვევები სქესობრივი დისფუნქციის გავრცელებული მიზეზებია, განსაკუთრებით - მამაკაცებში. ქალების ჯანმრთელობასა და სქესობრივ სურვილებზე გავლენას ახდენს არა იმდენად სიმსუქნე ან სიგამხდრე, რამდენადაც ვიტამინებისა და ცილების უკმარისობა. ახალგაზრდობაში ბუნებრივი ჰიპერსექსუალობა ამ უკმარისობას გადაწონის, მაგრამ მოგვიანებით სურვილიც და შესაძლებლობაც მკვეთრად ეცემა არასწორი კვების გამო. არადა, ადამიანების უმრავლესობა ლიბიდოს ამგვარ დაქვეითებას ბუნებრივად მიიჩნევს ან სხვა ახსნას უძებნის მას და არცთუ იშვიათად საკუთარ პრობლემებში პარტნიორს ადანაშაულებს.

3. ქრონიკული დაღლილობა და სტრესი სქესობრივი ჰარმონიის თითქმის ყველაზე მეტად დამანგრეველი ფაქტორებია. მათ კარგად იცნობენ ბიზნესმენთა მეუღლეები და, საერთოდ, საქმიანი და წარმატებული ადამიანების დიდი ნაწილი. მამაკაცები, რომლებსაც არ აწუხებთ კვებისა და ვიტამინების დეფიციტი, ყველაზე ნაყოფიერ, აქტიურ ასაკში ხშირად სრული სექსუალური აპათიით იტანჯებიან მუდმივი სტრესებისა და გადაღლილობის გამო.

4. არსებობს “წმინდა” სექსუალური პრობლემებიც, რომლებზეც თვალის დახუჭვა არ ღირს. ქალთა შორის ყველაზე გავრცელებული სექსუალური დარღვევებია მეორეული (ანუ სიცოცხლის განმავლობაში აღმოცენებული) ორგაზმის უქონლობა, ვაგინიზმი და დისპარეუნია (სპაზმები და მტკივნეული შეგრძნებები სქესობრივი აქტის დროს), რომლებიც ასიდან 90 შემთხვევაში კორექციას ექვემდებარება.

5. მამაკაცებთან ხშირად გვხვდება ნაადრევი თესლდანთხევა, რომელიც, ფორმის კვალობაზე, 78-82%-ში იკურნება. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ეს დაავადებაა, რომლის გამოც უნდა მიაკითხოთ ექიმს. ისევე როგორც სხვა დაავადებები, სქესობრივი დარღვევებიც, უმჯობესია, ნებაზე არ მივუშვათ.

და მაინც, სექსუალური ჰარმონიის მთავარი მტრები თავად ვართ, უფრო სწორად, ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობის დაბალი კულტურა.

1. თუ მამაკაცს მიაჩნია, რომ საკუთარი მოვალეობა ქორწინების სასახლემდე მისვლით შეასრულა და ამიერიდან შეუძლია მოეშვას, აღარ იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე, უარი თქვას მეუღლის დახმარებაზე, მაშინ ის მზად უნდა იყოს ნაკლები ტემპერამენტის მქონე მეუღლის “გაცივებისთვის”. უფრო აქტიური მეუღლე, რა თქმა უნდა, მისი შემცვლელის პოვნას შეეცდება.

2. ცოლს, რომელიც ყველანაირად ცდილობს, გამარჯვება დარჩეს ქმართან კამათის დროს, მუდმივად აკრიტიკებს და ამცირებს მას, შორსმხედველს ვერ დავარქმევთ. მისი დღევანდელი გამარჯვება ხვალინდელი დამარცხებაა. თუ ქმარი მასში ქალს, სექსუალური სურვილების ობიექტს ვეღარ დაინახავს, ისღა დარჩენია, საკუთარ თავს დააბრალოს. აგრესიული ქცევა, ეჭვიანობა, ქიშპობა, ჩხუბი ფულის გამო, სხვისი ინტერესების გაუთვალისწინებლობა სექსუალურ ჰარმონიას ანგრევს.

კარგ საყვარლებად არ იბადებიან

სქესობრივ ცხოვრებაში, ისევე როგორც, საზოგადოდ, ცხოვრებაში ყველაფერი ნარნარად არ მიმდინარეობს. ყველას აქვს აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები, კაშკაშა, დაუვიწყარი მომენტები და “ზამთრის ძილის” დრო. ეს უნდა გვახსოვდეს, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი კარგი უკან მოვიტოვეთ. სხვათა შორის, ის, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ისე უყურებს, როგორც ხელოვნების დარგს, ვინც მთელი ცხოვრება სწავლობს და მუდმივ ძიებაშია, აპათიასა და მოწყენილობას, სტიმულებისა და სურვილების უქონლობას, ჩვეულებრივ, არ უჩივის. სქესობრივ ცხოვრებაშიც ყველაფერი ისევეა მოწყობილი, როგორც ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში: ან სრულყოფილებისკენ მიისწრაფვით და იზრდებით, ან დეგრადირებას განიცდით და პოზიციებს თმობთ. ადამიანთა უმრავლესობას ეს კარგად ესმის. ყველასათვის ნათელია: თუ გსურს, შენი საქმის ოსტატი იყო, ახალგაზრდობაში ნასწავლს არ უნდა დასჯერდე; აუცილებელია, განუწყვეტლივ ეძებო და აითვისო სიახლეები. ეს საკუთარი თავის რწმენას გმატებს, ერთფეროვნებასა და მოწყენილობასთან ბრძოლაში გეხმარება. იგივე ხდება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში, მათ შორის - პარტნიორთან ურთიერთობის დროსაც. აშშ-სა და ევროპის მრავალ ქვეყანაში არსებობს სასწავლო ვიდეოფილმების სერიები, რომელთა დევიზია “კარგ საყვარლებად არ იბადებიან”. ამ ფილმებს ფოსტით უკვეთენ და მათი ძირითადი მომხმარებლები ფიცხი და თვითდაჯერებული ახალგაზრდები კი არა, სტაჟიანი მეუღლეები არიან, რომლებსაც საკუთარი ცხოვრებისა და სქესობრივი ურთიერთობების გარდაქმნა და დახვეწა სურთ. ფილმებში როდია საქმე, - მთავარია ზრდისა და თვითსრულყოფის, ცხოვრებისგან მეტი სიხარულის მიღებისა და საყვარელი ადამიანისთვის მეტი ბედნიერების მინიჭების სურვილი. ყველაფერი დანარჩენი კი შეიძლება მოიფიქრო, ფოსტით შეუკვეთო ან აფთიაქში იყიდო.