რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მეცნიერები სექსისთვის საუკეთესო დროდ 05:48 საათს მიიჩნევენ
მეცნიერები სექსისთვის საუკეთესო დროდ 05:48 საათს მიიჩნევენ
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას სექსისგან წყვილები ტესტოსტრონის პიკოვანი მაჩვენებლის პერიოდში იღებდნენ.

ოთახის
You must have Flash Player installed in order to see this player.
განათების მატება ასტიმულირებს ჰიპოთალამუსის ფუნქციობას, შესაბამისად, ნიშანი ეძლევა ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონების დამატებით გამოყოფას. გამთენიისას ტესტოსტერონის დონე სისხლში 25-50 %-ით მომატებულია, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება დილის ერექციაც მამაკაცებთან. ის დაახლოებით 05:48 საათისთვის ხდება.

ტესტოსტერონის გამომუშავებიდან დაახლოებით ერთ საათში მისი დონე მინიმუმამდე ეცემა. ამიტომაც ჰარვარდელი მეცნიერები დამატებით ფიზიკურ დატვირთვებს სახიფათოდ მიიჩნევენ. მამაკაცებს ურჩევენ დილით ადრე სირბილისგან თავი შეიკავონ, მით უფრო, რომ მედიკოსები გულის შეტევების რიცხვს ყველაზე ხშირად 06:53 დროისთვის აფიქსირებენ.

თინათინ გოცაძე
იხილეთ სხვა სტატიები რუბრიკაში სექსოლოგია
თარიღი : 21-04-2017
ქუთაისელი
ყველაფერი კი არ უნდა დაწეროთ..
თარიღი : 19-04-2017
ჯიმი
სადაა საქართველოში სექსი, თორემ კი კაია
თარიღი : 19-04-2017
დათო
ვერ გავიგე, რომელ მეცნიერებს დაუჯეროთ - დიდი ბრიტანეთის თუ ჰარვარდის? და საერთოდ, ღიირს კი გაღვიძება დილით, რომ გქონდეს სექსი უსაფრთხოდ, თუ მაინც საშიშია? (^_*)
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც ირლანდიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რეგულარული სექსი და დაბალანსებული კვება სიცოცხლეს მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს. ბელფასტის სამეფო უნივერისტეტის სპეციალისტთა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ აქტიური სქესობრივი ცხოვრება არა მხოლოდ ახანგრძლივებს სიცოცხლეს რამდენიმე წლით, არამედ ორგანიზმს სხვადასხვა დაავადების განვითარებისგანაც იცავს.
სპეციალისტების თქმით, სექსუალური ცხოვრების დიდი ხნით შეკავება ქალის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საშიშია. ასეთ პირობებში ის უფრო ცუდად უმკლავდება სტრესს. საქმე ისაა, რომ სექსის დროს ხდება ენდორფინების - კარგი განწყობის ჰორმონები - გამომუშავება.
პროფესორმა მაიკ უილიმ (ვიაგრას ერთ-ერთი ავტორი) ნაადრევი ეაკულაციის სამკურნალო საშუალება შეიმუშავა. Fortacin-ის სპრეის საშუალებით შესაძლებელი იქნება სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის 10-ჯერ გაზრდა. ის მცირე დოზით შეიცავს ანესთეტიკებს, რომელიც სასქესო ასოს მგრძნობელობას ნორმამდე აქვეითებს.
ბევრ მამაკაცს, ქალის ორგაზმზე არასწორი წარმოდგენა აქვს. 810 მამაკაცის გამოკითხვის შედეგად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ძლიერი სქესის ბევრი წარმომადგენელი ქალის ორგაზმს საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს. შესაბამისად, ქალის ორგაზმის არარსებობა მათ თავმოყვარეობას ეხება. სავარაუდოდ, სწორედ ეს აიძულებს ზოგიერთ ქალს ორგაზმის იმიტირებას.
ბევრს მიაჩნია, რომ პარტნიორებს რაც უფრო ხშირად აქვთ სექსი, უკეთესია. თუმცა, ახალი კვლევის მონაცემების თანახმად, ეს ასე არაა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ხშირი სექსი უარყოფითად მოქმედებს სექსუალური დაკმაყოფილების დონეზე. მეცნიერების აზრით, კვირაში ერთხელ სქესობრივი აქტი საკმარისია.
სპეცილისტებმა 2300 ადამიანი გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ ქალები საღამოს 11 საათიდან, ღამის 2 საათამდე შუალედში ამჯობინებენ სექსს. სექსუალური აღგზნებადობის პიკი 23:21 საათზე მოდის. მამაკაცები სექსუალური თვალსაზრისით დილის საათებში არიან უფრო აქტიურები. ყველაზე დიდ ლტოლვას ისინი 7:54 საათზე განიცდიან.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.