ვაგინიზმი - რატომ ხდება შეუძლებელი სქესობრივი კავშირი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაგინიზმი - რატომ ხდება შეუძლებელი სქესობრივი კავშირი

სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს იწვევს მენჯის ძირის მთელი მუსკულატურის ტონურ შეკუმშვას (სპაზმს) და საშოს შესასვლელის გადაკეტვას, რამაც შესაძლოა გააძნელოს ან შეუძლებელი გახადოს სქესობრივი აქტის ჩატარება.

ექიმები ვაგინიზმისგან განასხვავებენ კოიტოფობიასა (სქესობრივი აქტის შიშს) და ვაგინიზმის მსგავს დარღვევებს (ისინი აბორტის ან ტრავმის შემდეგ ვითარდება). ვაგინიზმიც, კოიტოფობიაც და ვაგინიზმის მსგავსი დარღვევებიც კარგად ექვემდებარება მკურნალობას.

ვაგინიზმი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ქალს და სხვადასხვა ხარისხით გამოვლინდეს. განასხვავებენ მის სამ ხარისხს.

I ხარისხის ვაგინიზმი - რეაქცია იწყება საშოში სასქესო ასოს ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტის შეყვანისას;

II ხარისხის ვაგინიზმი - რეაქცია იწყება სასქესო ორგანოს (ინსტრუმენტის) შეხებისთანავე;

III ხარისხის ვაგინიზმი - რეაქცია იწყება სქესობრივ აქტზე ან გინეკოლოგიურ გამოკვლევაზე გაფიქრებისთანავე.

ვაგინიზმით დაავადებულთა უმრავლესობას არ ახასიათებს ფრიგიდულობა (სქესობრივი გულგრილობა).

ვაგინიზმის მკურნალობა გულისხმობს ზოგადგამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, ფსიქოთერაპიას, რომლის მეშვეობითაც მოხდება დეფლორაციის მტკივნეულობაზე მცდარი წარმოდგენის კორექცია და სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების მკურნალობა, მაგრამ ასეთი თერაპია ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევა მკვეთრად ჯერ კიდევ არ არის დაფიქსირებული ცნობიერებაში ან მის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს სირცხვილი და არასაკმარისი სექსუალური ლტოლვა. ჭეშმარიტი ვაგინიზმის დროს მკურნალობის ძირითად მეთოდს ფსიქოთერაპია წარმოადგენს. ამასთან ერთად ექიმი პაციენტს ასწავლის სპეციალურ ვარჯიშებს, რომლებიც მიმართულია სქესობრივი აქტის შიშის დამარცხებისა და მასთან დაკავშირებული სპაზმის მოხსნისკენ.