შესაძლებელია თუ არა სრულფასოვანი სქესობრივი ურთიერთობა 60 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შესაძლებელია თუ არა სრულფასოვანი სქესობრივი ურთიერთობა 60 წლის შემდეგ

თუმცა ხანდაზმულ ასაკში სექსი იუმორისტების ხუმრობის საგანი უფროა. მიუხედავად ამისა, ასაკოვანი ადამიანებისთვის სპეციალისტები ცხოვრების ამ სფეროს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა შეიმუშაონ რეკომენდაციები და საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ქალებსა და მამაკაცებს რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნდეთ ინტიმური ურთიერთობის სურვილი და უნარი.

სასარგებლო და საჭირო

ხანდაზმულ ასაკამდე სქესობრივი ურთიერთობების შენარჩუნების სარგებელზე ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იცოდნენ. ძველი ჩინური ფილოსოფიური სწავლების მიხედვით, სექსს შეუძლია დაბერების პროცესის დამუხრუჭება და სიცოცხლის გახანგრძლივება, ამიტომ ისინი ხანდაზმულ ასაკში სექსს წამლად და მრავალი დაავადების პროფილაქტიკისთვის ურჩევდნენ.

თანამედროვე მეცნიერებიც განიხილავენ სექსს დღეგრძელობის ერთ-ერთ ფაქტორად. აქტიური სქესობრივი ცხოვრება აძლიერებს ჯანმრთელობას - მამაკაცებთან უფრო იშვიათად აღინიშნება პროსტატის კიბო, ქალებთან კი ქვეითდება ძუძუს კიბოს განვითარების რისკი. სექსი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, რიტმული მოძრაობა და კუნთების შეკუმშვა კი ზრდის კუნთების ტონუსს. აქტიური სქესობრივი ცხოვრება დადებითად მოქმედებს ხანდაზმული ადამიანების ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. უმჯობესდება განწყობა, იზრდება თვითშეფასება, მყარდება პარტნიორთან სულიერი ერთიანობა.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დღევანდელი ხანდაზმული ადამიანები ინტიმური ცხოვრებით უფრო მეტად ინტერესდებიან, ვიდრე მათი თანატოლები 20-30 წლის წინ. ისინი უფრო ახალგაზრდულად გრძნობენ თავს, ვიდრე 80-90-იან წლებში.

საფუძველი - ცხოვრების ჯანსაღი წესი

მენტალიტეტის გარდა, ბევრ ადამიანს ობიექტური მიზეზები აქვს სქესობრივი ურთიერთობის შეზღუდვისთვის. ცხადია, რომ ის იწვევს დადებით ემოციებს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას, თუმცა, იმავდროულად, აცლის ბევრ ენერგიას, ზრდის არტერიულ წნევას, დატვირთვაა გულის, ტვინისა და სისხლძარღვებისთვის. ამ ასაკში, ასეთი დატვირთვისას, რამდენჯერმე იზრდება ინფარქტის რისკი. ხშირად ხანდაზმული მამაკაცის ახალგაზრდა ქალთან რომანი ტრაგიკულად სრულდება. ამიტომ არტერიული ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, ნევროლოგიური მოშლილობისას აუცილებელია კარდიოლოგთან და სხვა სპეციალისტებთან რეგულარული კონსულტაცია, ფიზიკური შესაძლებლობების გამოკვლევა და ამ დაავადებების დროული მკურნალობა.

უნდა გავითვალისწინოთ ფიზიოლოგიური კლიმაქსიც, რაც სექსუალური ლტოლვის მინავლების მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს მამაკაცებთანაც და ქალებთანაც.

მამაკაცებთან სქესობრივი დისფუნქცია აღინიშნება წინამდებარე ჯირკვლის პრობლემის გამო: მცირდება პოტენცია, ქვეითდება ერექციის უნარი.

ასაკობრივი პრობლემები ყველასთან სხვადასხვაგვარად და სხვადასხვა დროს ვლინდება, რეალური ბიოლოგიური ასაკისა და სასქესო სისტემის თანდაყოლილი თვისებების გათვალისწინებით, მამაკაცებთანაც და ქალებთანაც შეიძლება იყოს ძლიერი, საშუალო ან სუსტი.

კვლევები აჩვენებს, რომ ჯანმრთელი მამაკაცების უმეტესობასთან სქესობრივი უნარი თანდათანობით სუსტდება მეექვსე ან მეშვიდე ათეულ წელზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციასა და ქალების სექსუალურ სურვილზე. მაგალითად, ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ჰიპოტენზიური საშუალება, ტრანკვილიზატორები. მათი მოხსნის შემდეგ შესაძლებელია სქესობრივი ლტოლვა ისევ დაბრუნდეს.

სექსუალური უნარის შენარჩუნების ძირითადი შემადგენელი ჯანსაღი ცხოვრების წესია. ცნობილია, რომ სწორი კვება, სრულფასოვანი რვასაათიანი ძილი, ალკოჰოლისა და თამბაქოს გარეშე ცხოვრება, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, სტრესსა და ფსიქოლოგიურ გადაძაბვასთან გამკლავების უნარი ადამიანს ჯანმრთელობასა და სექსუალურ პოტენციას უნარჩუნებს.

ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია კუნთოვანი ტონუსის, გონებრივი აქტივობის, მიმზიდველობისა და ენერგიულობის შესანარჩუნებლად. როდესაც ადამიანს არ რცხვენია საკუთარი სხეულის, ძლიერდება მისი თავდაჯერებულობა, რაც ეხმარება სექსუალური აქტივობის შენარჩუნებაშიც.

ფსიქოლოგიური განწყობა

სპეციალისტების დასკვნით, ხანდაზმული ადამიანების სქესობრივ აქტივობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ფსიქოლოგიური განწყობა, ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. თვით სექსუალურობის შინაარსიც იცვლება. თუ ახალგაზრდობაში უფრო მეტადაა გამოხატული ფიზიოლოგიური მხარე (პოზა, სქესობრივი აქტის რაოდენობა), მოწიფულ ასაკში, როდესაც ადამიანები სულიერი თვისებების მეტად დაფასებას იწყებენ, პირველ ადგილზე სექსის სასიყვარულო მხარე ინაცვლებს.

თანაცხოვრებისას, ცხადია, იბადება არა მარტო ერთიანობის გრძნობა, არამედ ყალიბდება ჩვევები, ცვდება ურთიერთობები.

სასიყვარულო ურთიერთობის შესანარჩუნებლად და ასაკობრივი ცვლილებების შესაფერხებლად მნიშვნელოვანია სქესობრივი ფუნქციის რეგულარულობის შენარჩუნება. ინტიმური ურთიერთობისას ხანგრძლივი პაუზა ხანდაზმულობისას შეუქცევად შედეგებს იწვევს. შეკავება ან სექსზე უარი ამუხრუჭებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, რაც არა მარტო ლიბიდოზე, საზოგადოდ, ორგანიზმის მდგომარეობაზეც ცუდად მოქმედებს.

მაშინაც კი, თუ სქესობრივი ცხოვრების განახლება არ იწვევს განსაკუთრებულ ენთუზიაზმს, ფსიქოლოგიურად შეემზადეთ, სათანადოდ განეწყვეთ და დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, რომ ინტიმურ სიახლოვეს სიამოვნება მოაქვს და ლტოლვაც უფრო ხშირი გახდება.