რუბრიკები
თვალი

ბევრს აინტერესებს, რომელი ჯობია - სათვალე თუ კონტაქტური ლინზა. ამის გარკვევაში ოპტიკური კომპანია "რონიკოს" მთავარი ექიმი ოფთალმოლოგი სვეტლანა ავეტიკიანი დაგვეხმარება.


- თუ ცუდად ხედავთ, ნაკლის გამოსასწორებლად სათვალე ან კონტაქტური ლინზა უნდა იხმაროთ. ეს მხედველობის კორექციის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დღეს სათვალეს მთელ მსოფლიოში ორ მილიარდზე მეტი ადამიანი ატარებს.


ჩვენს დროში თვალები გასაოცარ დატვირთვას განიცდიან და, შეიძლება ითქვას, დიდ გამოცდასაც უძლებენ. სამწუხაროდ, XXI საუკუნეში განათების, საყოფაცხოვრებო თუ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიუხედავად, თვალის პათოლოგიებმა წინა საუკუნეებთან შედარებით იმატა. ჩვენს წინაპრებს რომ თვალისჩინი ღრმა სიბერემდე არ ღალატობდათ და რომ წინათ სათვალეს გაცილებით ნაკლები ადამიანი იყენებდა, ყველას კარგად მოეხსენება. ჩვენს ყოფაში რომ მხედველობა გადაძაბული აქვს ადამიანს, ცუდად ხედავს და ახალგაზრდობიდანვე სჭირდება მხედველობის კორექცია, ესეც აღარავის უკვირს. კომპიუტერთან მუშაობა, გამუდმებით საჭის ტრიალი, ტელეეკრანზე გასაოცარი სისწრაფით ცვლადი და მოძრავი კადრები, საზოგადოდ, ცხოვრების დაძაბული რიტმი მეტისმეტად ღლის ჩვენს თვალებს. ადამიანი ვერც კი გრძნობს, რომ მისი მხედველობის ორგანო ფიზიოლოგიურ ასაკზე გაცილებით ადრე ბერდება და იფიტება გადაძაბვისგან.

15 წლის წინ გავიკეთე კატარაქტის ოპერაცია მარცხენა თვალზე, 5 წლის წინ კი მარჯვენა თვალში ბროლი ჩავისვი. ბოლო დროს ვგრძნობ თვალების გადაღლას, ძილიანობას, თავბრუხვევას, თვალების შეშუპებას, სიმშრალეს. რისი ბრალი უნდა იყოს? წნევასთან დაკავშირებული პრობლემაა თუ თვალებს სჭირდება მკურნალობა?

ამ კითხვით  მივმართეთ ექიმ ოფთალმოლოგ ლიკა გურგენიძეს.


- კატარაქტა თვალის დაავადებაა, რომლის დროსაც ბროლი ნაწილობრივ ან სრულიად იბინდება. ვიდრე ამ დაავადების შესახებ ვისაუბრებდეთ, ვუპასუხებთ წერილის ავტორს. როგორც თავად აღნიშნავს, სხვადასხვა დროს ორივე თვალზე გაუკეთებია კატარაქტის ოპერაცია, მაგრამ ამჟამადაც უჩივის მხედველობას.

ბადურა ძალზე სათუთი ორგანოა. მის პათოლოგიაში შეიძლება გადაიზარდოს არაერთი ზოგადი და სისტემური დაავადება. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები. ზოგიერთი ინფექციური დაავადება, მათ შორის - გრიპი, ასევე შეიძლება გართულდეს ბადურას პათოლოგიით. გარდა ამისა, ბადურა შეიძლება დაზიანდეს თვალის ტრავმის, ქალა-ტვინის ტრავმის დროს. ბადურას დაავადებებზე გვესაუბრება თვალის დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმი ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის მიწვეული პედაგოგი ელენე მირზიაშვილი.

უკანასკნელ ხანს თვალის ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას დიდი ყურადღება ეთმობა, ვინაიდან მაღალი კონტაგიოზურობის გამო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული იყო ეპიდემიის მსხვილი კერები და პანდემიაც კი. დღეს უკვე 150-ზე მეტი ვირუსია აღიარებული ადამიანისთვის პათოგნომურად. ამასთან, მათ უმრავლესობას ამა თუ იმ ფორმით შეუძლია დააზიანოს მხედველობის ორგანოც. როდის უტევს ვირუსი თვალს და რა ჩივილებია მოსალოდნელი ამ შემთხვევაში? გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ "სამკურნალო სახლის" ექიმი ოფთალმოლოგი ლიზიკო ვარაზი.

რა დაავადებაა ქალაზიონი და საშიშია თუ არა იგი მხედველობისთვის? ამ კითხვით სამედიცინო ცენტრ "ჯეოსვისის" ექიმს, ოფთალმოლოგ მანანა ქავთარაძეს მივმართეთ.


- ქალაზიონი (chalasion) ქუთუთოების ანთებითი დაავადებაა. ხშირად ის ჯიბლიბოში ერევათ, რადგან მათი დაწყებითი სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს, ზოგჯერ კი ჯიბლიბო თვითონვე შეიძლება იქცეს ქალაზიონის მიზეზად. თუმცა, ჯიბლიბოსგან განსხვავებით, ქალაზიონს არ ახასიათებს თვითგანკურნება. იგი ქრონიკული პათოლოგიაა. ხალხში ქალაზიონს ხოშკაკალას უწოდებენ, რაც მისი შესახედაობით არის განპირობებული. ქალაზიონი არის ქუთუთოს ხრტილის სისქეში არსებული მკვრივი კვანძი, გამოწვეული ქუთუთოს ხრტილის ჯირკვლების (მეიბომის ჯირკვლების) ქრონიკული ანთებით. ეს უმტკივნეულო, მრგვალი წარმონაქმნი წინ არის წამოწეული, მასზე კანი მოძრავია, ლორწოვანა კერის არეში ჰიპერემიულია.

ბლეფარიტი ქუთუთოს კიდეების ანთებაა. უფრო ზუსტად, ეს ცნება აერთიანებს თვალის დაავადებათა ჯგუფს, რომლებიც ქუთუთოს კიდეების ქრონიკული ანთებით მიმდინარეობს და საკმაოდ რთულად ემორჩილება მკურნალობას. დაავადების გამომწვევი უმეტესად ოქროსფერი სტაფილოკოკია, თუმცა ბავშვებში იგი ზოგჯერ სხვა ტიპის სტაფილოკოკური ინფექციითაც არის გამოწვეული.


ბლეფარიტი სიგნალია, რომელიც ორგანიზმის თავდაცვითი ძალების შესუსტებაზე მიგვანიშნებს. ბლეფარიტის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

მხედველობის ორგანო თვალის კაკლისა და დამატებითი ორგანოებისაგან შედგება. ფუნქციურად იგი ორ ძირითად სტრუქტურას აერთიანებს. ერთი რეცეპტორული აპარატია, რომელიც გარეგან და შინაგან გამღიზიანებლებს აღიქვამს, მეორე კი თვალის ოპტიკური სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება სინათლის სხივების ფოკუსირება და საგანთა მკაფიო გამოსახულება მიიღება.


თვალის კაკალი
თვალის კაკალი 78-80 გრამს იწონის, რაც მთელი სხეულის მასის დაახლოებით 0,01%-ია, მაგრამ მცირე წონისა და მოცულობის მიუხედავად, გარემოდან მიღებული ინფორმაციის 80-85%-ს სწორედ იგი აღიქვამს. კაკალი სფერული ფორმისაა, თვალბუდეშია მოთავსებული და, როგორც ყველა სფერულ სხეულს, აქვს წინა და უკანა პოლუსები.

ნაჩვენებია მე-6 გვერ 11 - დან