გამონადენი თვალიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გამონადენი თვალიდან

- თვალიდან გამონადენი უმთავრესად თვალის წინა ნაწილის ანთებითი დაავადებების დროს ჩნდება. ამ დაავადებათაგან ყველაზე მეტად კონიუნქტივიტი - თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის ანთებაა გავრცელებული. არსებობს მისი ბაქტერიული, ვირუსული, ალერგიული და შერეული ფორმები. შერეული ფორმის დროს ვირუსული ანთების ფონზე ვლინდება ბაქტერიული ფლორაც. ბაქტერიული და ალერგიული კონიუნქტივიტი შესაძლოა ერთად მიმდინარეობდეს. საზოგადოდ, ალერგიული ფონი კონიუნქტივიტის სხვადასხვა ფორმის დროს მძაფრდება.

- როგორია გამონადენი კონიუნქტივიტის ცალკეული ფორმების დროს?

- გამონადენი შეიძლება იყოს სეროზული, ჩირქოვანი, სეროზულ-ჩირქოვანი. სეროზული გამონადენი უმთავრესად ალერგიულ კონიუნქტივიტს ახასიათებს, ჩირქოვანი კი ბაქტერიული და შერეული ფორმებისთვის არის დამახასიათებელი. ამ დროს პაციენტები გამონადენთან ერთად უჩივიან ქავილს, წვას, უცხო სხეულის შეგრძნებას, თვალის შეწითლებას. ალერგიული კონიუქტივიტის დროს შესამჩნევად არის შეშუპებული თვალისა და ქუთუთოს ლორწოვანი გარსი.

- სტაფილოკოკები ხომ ზოგჯერ სეროზული გამონადენის შემთხვევაშიც ამოითესება. როგორ ტარდება ამ შემთხვევაში დიფერენციული დიაგნოსტიკა?

- დიფერენციული დიაგნოსტიკა და კონიუნქტივიტის ფორმის განსაზღვრა მეორეული ნიშნების საფუძველზე ხდება. მართალია, სტაფილოკოკები სეროზული გამონადენის დროსაც ამოითესება, მაგრამ ალერგიულ კონიუნქტივიტს, ბაქტერიულისაგან განსხვავებით, ძლიერი ქავილი და შეშუპება ახასიათებს. ქავილი მოსალოდნელია საცრემლე პარკის ანთების დროსაც. წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად აქვთ ჩირქოვანი გამონადენი, რისი მიზეზიც უმეტესად საცრემლე პარკის ანთებაა. საქმე ის გახლავთ, რომ ზოგიერთ ჩვილს საცრემლე წერტილი დაბადებისთანავე არ ეხსნება. ჩვეულებრივ, ცრემლი საცრემლე არხის საშუალებით ცხვირის ღრუში ჩაედინება. ამას თვალის შიგნითა კუთხესთან არსებული საცრემლე არხის სანათური (საცრემლე წერტილი) უზრუნველყოფს. მისი დაცობის შემთხვევაში ცრემლის ფიზიოლოგიური დინება ფერხდება, თვალის ნაპრალში ცრემლის ხანგრძლივად დგომა (ჩაგუბება) კი მის ინფიცირებას იწვევს, რითაც დასაბამი ეძლევა საცრემლე პარკის ანთებას. ამ დროს, ჩვეულებრივ, ყვითელი გამონადენი ჩნდება, რაც ინფექციაზე მიუთითებს. ანალოგიური პრობლემა ხშირია ხანდაზმულებს შორისაც. ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთების ფონზე იხშობა საცრემლე წერტილი, ცრემლი ნორმალურად ვეღარ ჩაედინება ცხვირის ღრუში და საცრემლე პარკის ანთება ვითარდება. ეს უკანასკნელი უმეტესად ჩირქოვანია.

- კიდევ რომელ პათოლოგიას ახასიათებს გამონადენი?

- გამონადენი ასევე თან სდევს კერატიტს - თვალის რქოვანა გარსის ანთებას. ეს უკანასკნელი უმეტესად კონიუნქტივიტის გართულებას წარმოადგენს. დაავადების არასათანადო მკურნალობის ან ანთებითი პროცესის ქრონიკული მიმდინარეობის ფონზე ზოგჯერ ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია კონიუნქტივიდან რქოვანა გარსზე ვრცელდება.

- ბევრი ქიმიურ მედიკამენტებს ხალხურ მეთოდებს ამჯობინებს (ვგულისხმობ სხვადასხვა ნაყენით თვალის ამორეცხვას, საფენების გამოყენებას), ბევრიც საერთოდ არ მიმართავს ექიმს და შინ, დამოუკიდებლად მკურნალობს. ამ ალტერნატიული მეთოდებიდან რომლის გამოყენებას ურჩევთ მკითხველს, რა არის ასეთ დროს უსაფრთხო და პირიქით, რის გაკეთება არ შეიძლება თვალიდან გამონადენის დროს?

- პირველი, რაც ადამიანმა უნდა გაააკეთოს, არის ანტისეპტიკური სითხით (მაგალითად, ჩაის ნაყენით) თვალის ამობანა, დამუშავება, საფენების დადება, დასაწყისში შესაძლებელია ლევომიცეტინის ან ალბუციდის წვეთებით თვითმკურნალობაც, მაგრამ თუ თვალიდან გამონადენი 2-3 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, აუცილებელია სპეციალისტთან მისვლა და მასთან კონსულტაციის შემდეგ სათანადო მკურნალობის ჩატარება.

- რას გვეტყვით თვალის ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკასა და, საზოგადოდ, ჰიგიენაზე?

- ალბათ, ზედმეტია იმის შეხსენება, რომ პირსახოცი და ჰიგიენის სხვა საგნები ყველას საკუთარი უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება დაუბანელი, ჭუჭყიანი ხელებით თვალთან შეხება, უსუფთაო ცხვირსახოცით თვალის სრესა და სხვა. გამონადენის ან თვალთან დაკავშირებული სხვა ჩივილების გაჩენისთანავე აუცილებელია სპეციალისტთან მისვლა.

- რას ურჩევთ ჩვენს ერთ-ერთ მკითხველს, რომელმაც შემდეგი კითხვით მოგვმართა: "ორი წლის წინ გამიკეთეს თვალის ნაცხის ანალიზი. აღმომაჩნდა სტაფილოკოკი (ოდნავ მომატებული). დამინიშნეს ჩასაწვეთებელი პრეპარატები, მაგრამ არ ვიმკურნალე. ახლა მსურს ვიმკურნალო. მაინტერესებს, ისევ თავიდან უნდა გავიკეთო ანალიზი თუ შეიძლება იმ პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც მაშინ გამომიწერეს?"

- სასურველია, მკითხველმა თავიდან გაიკეთოს ნაცხის ანალიზი ფლორასა და მგრძნობელობაზე - ორი წლის განმავლობაში მონაცემები შესაძლოა შეცვლილიყო. განმეორებითი გამოკვლევის შემდეგ ექიმი მას დაუნიშნავს მკურნალობას, რომელიც ყველა მითითებული წესის დაცვით აუცილებლად უნდა ჩაიტაროს.