ასტიგმატიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასტიგმატიზმი

- ასტიგმატიზმი თანდაყოლილი მანკია?

- თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. ეს უკანასკნელი ხშირად თვალის ოპერაციის ან რქოვანა გარსის დაავადების შედეგად ვითარდება, თანდაყოლილი ფორმა კი გენეტიკურად არის დეტერმინირებული და ბავშვობაშივე ვლინდება. ისიც უნდა ითქვას, რომ პედიატრიულ ასაკში არაკორეგირებულ ასტიგმატიზმს ხშირად თან სდევს თვალის გაზარმაცება (ამბლიოპია). რეფრაქციული (ოპტიკური) მახასიათებლების მიხედვით ასტიგმატიზმი ხუთი სახისაა:

  • მარტივი მიოპიური: ერთი ოპტიკური ღერძი ნორმალურია, ხოლო მეორე - ახლომხედველობითი;
  • რთული მიოპიური: ორივე ოპტიკური ღერძი ახლომხედველობითია, მაგრამ სხვადასხვა სიდიდისა;
  • მარტივი ჰიპერმეტროპიული: ერთი ოპტიკური ღერძი ნორმალურია, მეორე - შორსმხედველობითი;
  • რთული ჰიპერმეტრიული - ორივე ღერძი შორსმხედველობითია, მაგრამ განსხვავებული სიდიდისა;
  • შერეული: ერთი და იგივე თვალი ერთდროულად შორსმხედველიც არის და ახლომხედველიც.

ოპტიკური ღერძის დახრილობის მიხედვით განასხვავებენ სწორ და არასწორ ასტიგმატიზმს, ხოლო ხარისხის მიხედვით - სუსტს, საშუალოს და მაღალს.

- როგორ სვამენ ასტიგმატიზმის დიაგნოზს?

- ასტიგმატიზმის დიაგნოსტირება ხდება თვალის კლინიკური რეფრაქციის გამოკვლევის შედეგად. ბოლო ხანს ამ გამოკვლევის ჩასატარებლად იყენებენ სხვადასხვა სახის რეფრაქტომეტრებსა და აუტორეფრაქტომეტრებს. არცთუ იშვიათად მიმართავენ გამოკვლევას სარკიანი ან ელექტრონული სკიასკოპით (რეტინოსკოპით). მიღებული მონაცემების მიხედვით ხდება ოპტიკური კორექციის საშუალების - სათვალის ან კონტაქტური ლინზების შერჩევა. დანიშნული სათვალისა და კონტაქტური ლინზების ტარება აუცილებელია.

- შეიძლება თუ არა ასტიგმატური თვალების მქონე ადამიანისთვის კომპიუტერთან მუშაობა?

- რა თქმა უნდა, შეიძლება, ოღონდ მუშაობა და არა მონიტორთან დღედაღამ გასართობად ჯდომა. მუშაობაც - მხედველობის დამზოგველი რეჟიმით, რაც ნიშნავს:

  • 3-4-წუთიან შესვენებას ყოველი 20-30 წუთის შემდეგ და ნახევარსაათიანს ყოველი 3 საათის შემდეგ.
  • დროდადრო მცირე ხნით მხედველობის კონცენტრირებას შორეულ საგნებზე.
  • თვალებიდან 15-დიუმიან მონიტორამდე მანძილი 35-40 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო 17 და 19-დიუმიან მონიტორამდე - 50-60 სმ-ზე ნაკლები. თვალებსა და მონიტორის ცენტრს შორის უნდა იქმნებოდეს საშუალოდ 10-15-გრადუსიანი კუთხე, რათა თავიდან ავიცილოთ ზედა ქუთუთოების იძულებითი მაღლა დგომა.
  • მონიტორის ირგვლივ ფონური განათება არ უნდა იყოს თვალებისთვის უსიამოდ ძლიერი ან მეტისმეტად სუსტი. დაუშვებელია კომპიუტერთან მუშაობა ცუდი განათების ან მაგიდის ნათურით განათების პირობებში.
  • მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სხვა სინათლის წყაროს (ფანჯარას, ნათურას და ა.შ.).
  • მონიტორის კონტრასტი და ნათება მკვეთრად არ უნდა გამოიყოფოდეს ფონისგან.

6-7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კომპიუტერთან ჯდომა არასასურველია. 7-დან 12 წლამდე ასაკის ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებისთვის კომპიუტერთან მუშაობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 40-60 წუთია, ხოლო 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის - დღეში არა უმეტეს 2-2,5 საათისა. ამ წესების დაცვა აუცილებელია არა მხოლოდ ასტიგმატიზმის მქონე ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის. აქვე გეტყვით, რომ "კომპიუტერის სათვალე" და "დამცავი ეკრანი" სინამდვილეში არაფერს იცავს.

- როგორ მკურნალობენ ასტიგმატიზმს?

- ასტიგმატიზმის მკურნალობის თერაპიული მეთოდი არ არსებობს. ცნობილია რეფრაქციული ოპერაციების რამდენიმე ნაირსახეობა. ოფთალმოქირურგი რომელიმე მათგანს ინდივიდუალურად ურჩევს პაციენტს. ასტიგმატიზმის დროს ცილინდრული ლინზები ინიშნება. გარეგნულად ისინი თითქმის არაფრით განსხვავდება სათვალის ჩვეულებრივი ლინზებისგან, მაგრამ სინამდვილეში მათი ოპტიკური სტრუქტურა სრულიად სხვაგვარია. სათვალის მოხსნა შეიძლება მხოლოდ ზრდასრულ ასაკში და მხოლოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ. თუ ბავშვს ერთდროულად აქვს ასტიგმატიზმი და ზარმაცი თვალი - ამბლოპია, ამ შემთხვევაში ვმკურნალობთ ზარმაც თვალს ცნობილი, აპრობირებული მეთოდებით, დადებითი შედეგის მიღებამდე.

- რას ურჩევთ ბავშვის მშობლებს დღის რეჟიმისა და კვების თაობაზე?

- აუცილებელია ეკრანული დატვირთვის მკვეთრი შეზღუდვა. ტელევიზორის ყურება შეიძლება დღეში მაქსიმუმ 1 საათი, მინიმუმ 2 მ დისტანციიდან. მობილურ ტელეფონზე შეიძლება მხოლოდ საუბარი. არავითარი თამაში, SMS, MMS და ასე შემდეგ. მეცადინეობის დროს მანძილი წიგნიდან თვალებამდე 35სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. არ შეიძლება მხედველობის დატვირთვა (კითხვა, ტელევიზორი) მწოლიარე მდგომარეობაში. სასარგებლოა ბავშვის გაკაჟება, სპორტის ისეთი სახეობებით დატვირთვა, სადაც ნაკლებმოსალოდნელია თავის ტრავმა. სასურველია სირბილი, მაგიდის ჩოგბურთი, ცურვა. რაციონში უნდა შედიოდეს თვალებისთვის სასარგებლო პროდუქტები: მაწონი, კეფირი, ხაჭო, მოხარშული თევზი, ინდაური, კურდღელი, საქონლის ხორცი და ენა, კომბოსტო, სტაფილო, ოხრახუში, ნიახური და ტარხუნა, შავი მოცვი, მაყვალი და აუცილებლად - დღეში ერთი ვაშლი.