ჯადოსნური ლინზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯადოსნური ლინზები

დიახ, დილით ისინი იხსნიან კონტაქტურ ლინზებს და მთელი დღის განმავლობაში ყოველგვარი სათვალისა და ლინზის გარეშე შესანიშნავად ხედავენ. ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ კონტაქტური ლინზების მომხმარებელთათვის ეს ოცნება იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში რამდენიმე წამყვანმა ოპტიკურმა ფირმამ მრავალწლიანი ერთობლივი კვლევის შედეგად ორთოკერატოლოგიური (OK) ლინზები შექმნა, ვითარება კარდინალურად შეიცვალა.

ვინ უნდა ატაროს OK ლინზები

ამ ლინზებზე გადასვლა შეუძლია პრაქტიკულად ყველას, ვინც ატარებს სათვალეს ან ნებისმიერი სახის ჩვეულებრივ კონტაქტურ ლინზებს. OK ლინზები გამოიყენება როგორც მიოპიის (ახლომხედველობის),  ასევე ჰიპერმეტროპიის (შორსმხედველობის) და ნებისმიერი სახის ასტიგმატიზმის დროს. OK ლინზები შეუცვლელია ანიზომეტროპიის (ორ თვალს შორის დიდი ოპტიკური სხვაობის) და ამბლიოპიის (ზარმაცი თვალის) შემთხვევაში. OK ლინზები განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვისაც სათვალის ან ჩვეულებრივი კონტაქტური ლინზების ტარება გარკვეულ უხერხულობას უქმნის, ასეთი პაციენტების ნუსხა კი საკმაოდ მრავალფეროვანია.

  • პირველ რიგში, ბავშვები და მოზარდები. OK ლინზები აფერხებს მიოპიის პროგრესირებას (ანუ აჩერებს მინუსის მატებას). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ახლომხედველობა ძირითადად 5-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებში პროგრესირებს, ამ ასაკში კი რეფრაქციული ოპერაციის ჩატარება უკუნაჩვენებია. გარდა ამისა, ბავშვებისა და მოზარდების საკმაო ნაწილს ხშირად ავიწყდება ჰიგიენის წესების დაცვა ჩვეულებრივი კონტაქტური ლინზების ტარების დროს. OK ლინზების ტარებისას ეს პრობლემა თავისთავად იხსნება, რადგან დღისით ბავშვს თვალებზე არაფერი უკეთია.

    მშენებლები, ბარმენები, ოფიციანტები და სხვა იმ სპეციალობის ადამიანები, რომელთაც დიდხანს უწევთ მტვრიან ან კვამლიან გარემოში ყოფნა. Aლ მსახიობები, კასკადიორები, სპორტსმენები.

  • მყვინთავები, ღია (მოტოციკლის, ველოსიპედის) ან ჩქაროსნული ტრანსპორტის მძღოლები და ექსტრემალური სპორტის მიმდევრები (სერფინგისტები, პარაშუტისტები და ა.შ.).
  • ადამიანები, რომელთაც უწევთ კომპიუტერთან მუშაობა არანაკლებ 5-6 საათისა დღეში.

მოქმედების პრინციპი და შერჩევა

OK ლინზების მოქმედების მექანიზმი საკმაოდ რთულია, ამიტომ მის დაწვრილებით აღწერას არ შევუდგებით. პოპულარული ენით რომ ვთქვათ, ღამის განმავლობაში ლინზა ცვლის თვალის ოპტიკურ მახასიათებლებს და დილისთვის თვალი უკვე მზადაა კარგი მხედველობისათვის მთელი დღის განმავლობაში. ამისთვის ლინზას აქვს სპეციალურად გაანგარიშებული კონფიგურაცია, რომელსაც ექიმი ოფთალმოლოგი ინდივიდუალურად ურჩევს ყოველ პაციენტს. OK ლინზების შერჩევა ძალზე შრომატევადი პროცესია. საჭიროა მხედველობის ორგანოს სრულყოფილი გამოკვლევა - დაწყებული მხედველობის სიმახვილის განსაზღვრით, დამთავრებული კორნეალური (რქოვანას) ტოპოგრაფიით. უშუალოდ ლინზების შესარჩევად 10-14 დღეა საჭირო.

დადებითი მხარეები

ცნობილია, რომ ჩვეულებრივი, დღისა და სადღეღამისო რბილი ლინზები, რაც უნდა კარგი მასალისგან იყოს დამზადებული, მაინც აფერხებს რქოვანაში ჟანგბადის შეღწევას, რის გამოც ვითარდება რქოვანას ნეოვასკულარიზაცია (დამატებითი სისხლძარღვების ჩაზრდა რქოვანა გარსში) და ჩნდება რქოვანასა და კონიუნქტივის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი. რაც შეეხება OK ლინზებს, აქ ეს პრობლება მოხსნილია, რადგან დღისით თვალზე ლინზა არ არის.

  • ცრემლის ცვლა თვალისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. საკმარისია აღინიშნოს, რომ ცრემლი გამოდევნის თვალიდან მცირე ზომის უცხო სხეულებს (მტვრის, კვამლის ნაწილაკებს) და უვნებელყოფს მიკროორგანიზმების დიდ ნაწილს. ჩვეულებრივი ლინზების ტარების დროს ეს პროცესი ირღვევა, რადგან ცრემლის ფენა განთავსდება არა რქოვანა გარსზე, არამედ ლინზაზე. OK ლინზების ტარებისას ეს პრობლემაც მოხსნილია და თვალზე ცრემლის ცვლა ნორმის ფარგლებში ბრუნდება.
  • ჩვეულებრივი (დღისა და სადღეღამისო) რბილი ლინზების ზედაპირზე ხშირად ჩნდება ცილოვანი და სხვა ტიპის დანალექები, რაც შემდგომ ანთებითი პროცესის მიზეზი ხდება. OK ლინზებზე მსგავსი დანალექები მინიმალურია.

გარდა ამისა, ღამის, OK ლინზების მქონე პაციენტები თავისუფლები არიან რბილი ლინზების ტარებისთვის დამახასიათებელი შეზღუდვებისგან.

უკუჩვენებები

მათ განსაზღვრავს ექიმი ოფთალმოლოგ-ორთოკერატოლოგი, თუმცა რამდენიმე მათგანის ჩამოთვლა ახლავე შეიძლება. ესენია თვალის მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები, კატარაქტა, გლაუკომა, ასევე გამოხატული დიაბეტური ცვლილებები თვალზე.

რამდენად უსაფრთხოა

OK ლინზები მზადდება სპეციალური, ძალზე მაღალი აირგამტარობის მქონე მასალისგან, ხოლო დამზადების ტექნოლოგია ძალზე ზუსტია. ამის გამო ლინზების ადეკვატური გამოყენების შემთხვევაში თვალის გაღიზიანების, მით უფრო - დაზიანების საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. საბედნიეროდ, უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი ამ ჯადოსნური ლინზებით სარგებლობა. კვალიფიციური ოფთალმოლოგები პაციენტს ინდივიდუალურად შეურჩევენ OK ლინზებს და ბევრ პრობლემასაც მოუხსნიან.