როგორ ვუმკურნალოთ კონიუნქტივიტს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ კონიუნქტივიტს

დაუცველი რჩება მხოლოდ თვალის კაკლის წინა ზედაპირი, რომელიც დაფარულია ლორწოვანი გარსით. გამოდის, რომ თვალი „კონიუნქტივით ეხება სამყაროს“ და, აქედან გამომდინარე, კონიუნქტივა მოქცეულია მავნე (ინფექციური, მექანიკური, ქიმიური, თერმული, ალერგიული) ფაქტორების ქრონიკული ზემოქმედების ქვეშ. როდესაც აღნიშნული ფაქტორი ძლიერია, ვითარდება კონიუნქტივიტი.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს დაავადება და როგორია მისი კლასიფიკაცია?

- გამომწვევი (ეტიოლოგიური) ფაქტორების მიხედვით განირჩევა რამდენიმე სახის კონიუნქტივიტი:

  • ინფექციური: ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციითა და პარაზიტული ინვაზიით გამოწვეული;
  • ალერგიული;
  • ტრავმული: მექანიკური, ქიმიური, თერმული ზემოქმედებით გამოწვეული;
  • საცრემლე სისტემის პათოლოგიით გამოწვეული.

მიმდინარეობის მიხედვით კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, ხოლო გავრცობის მიხედვით - ცალმხრივი და ორმხრივი.

- როგორია კონიუნქტივიტის გამოვლინება?

- ნებისმიერი ფორმის კონიუნქტივიტის შემთხვევაში პაციენტი უჩივის თვალების გაღიზიანებას, წვას, შეშუპებას, უცხო სხეულის შეგრძნებას, სიწითლეს, ცრემლდენას, თუმცა დაავადების სხვადასხვა კლინიკური ფორმის დროს ჩივილები სხვადასხვა ინტენსივობისაა. ბაქტერიული კონიუნქტივიტის შემთხვევაში აღწერილ სურათს ემატება უხვი ჩირქოვანი გამონადენი, გაღვიძებისას შეწებებული ქუთუთოები, საგრძნობი შეშუპება. ვირუსული კონიუნქტივიტის შემთხვევაში გამონადენი არც ისე უხვია, მოთეთრო ან გამჭვირვალე. ჰერპესულ კონიუნქტივიტს ხშირად თან ახლავს სხვადასხვა ლოკალიზაციის ნევრალგიური ტკივილი (ტკივილი ნერვის გასწვრივ), ხოლო რქოვანას გაღიზიანების შემთხვევაში - ძლიერი ცრემლდენა, სინათლის შიში, ბლეფაროსპაზმი (ქუთუთოების სპაზმური შეკუმშვა). ალერგიული კონიუნქტივიტის დროს წამყვანია თვალების ქავილი, ხოლო ტრავმის შემთხვევაში ლორწოვან გარსზე ან რქოვანაზე შეიძლება აღმოჩნდეს მიკროსკოპული ზომის უცხო სხეული.


- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- კონიუნქტივიტის დიაგნოსტირება ხდება ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში კვალიფიციური, სერტიფიცირებული ოფთალმოლოგის მიერ პაციენტის ჩივილების, სუბიექტური და ობიექტური მონაცემების გათვალისწინებით. პაციენტს უტარდება: ვიზომეტრიული, ბიომიკროსკოპიული (ფლიუროსცეინით შეღებვის ფონზე), ოფთალმოსკოპიური, ლაბორატორიული (კონიუნქტივის ნაცხის ბაქტერიული კვლევა და ანტიბიოტიკებზე ინდივიდუალური მგრძნობელობის განსაზღვრა) გამოკვლევები. პაციენტების საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, რომ დაუშვებელია თვითდიაგნოსტიკა და თვითმკურნალობა, რადგან სხვადასხვა კლინიკური ფორმის შემთხვევაში მკურნალობა დიამეტრალურად განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავია.

- როგორ მკურნალობენ კონიუნქტივიტს?

- კონიუნქტივიტის დროს აქტუალურია ანტიბიოტიკებით მკურნალობა (სასურველია, ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე). ანთების კლინიკური ფორმის გათვალისწინებით, მკურნალობის სქემაში შეიძლება ჩართული იქნეს ანტიალერგიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული და არასტეროიდული პრეპარატები, ვიტამინები, მკვებავი, აღმდგენი მედიკამენტები, ბუნებრივი ცრემლის ანალოგები. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ კონიუნქტივიტის დროს მკურნალობა ექიმმა ოფთალმოლოგმა უნდა დანიშნოს.

- როგორია პროგნოზი?

- დროულად და სწორად დიაგნოსტირებული და კორექტულად ნამკურნალევი კონიუნქტივიტის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა, ხოლო არასწორი მკურნალობის ფონზე შესაძლოა სერიოზული გართულებები მივიღოთ, რომლებიც ზოგჯერ თვალის კაკლის დაკარგვითაც კი სრულდება.

- პროფილაქტიკის და ჰიგიენის თაობაზე რას ურჩევდით მკითხველს?

- კონიუნქტივიტის პროფილაქტიკის საუკეთესო გზა პირადი ჰიგიენის დაცვაა. პაციენტებს მინდა ვურჩიო:

  • ხშირად დაიბანონ ხელები, გამოიყენონ თავის მოვლის ანტისეპტიკური საშუალებები, რომლებითაც გაჯერებულია საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი;
  • ერიდონ დაუბანელი ხელებით თვალთან კონტაქტს;
  • ვირუსული დაავადების სეზონური მძვინვარების დროს ერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და გამოიყენონ პირბადე.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი, აქტიური წესი საგრძნობლად ამაღლებს ადგილობრივ და ზოგად იმუნიტეტს და ამცირებს კონიუნქტივიტის განვითარების რისკს.  თუ კონიუნქტივიტი მაინც დაგემართათ, დაავადების პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმ ოფთალმოლოგს.