როგორ ხედავს მომავალი დედა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ხედავს მომავალი დედა

ვარ 8 კვირის ორსული. ბავშვობიდან მაქვს მიოპია. რამდენ ხანში ერთხელ უნდა ვეჩვენო ორსულობის დროს თვალის ექიმს?

რა ხდება გაურთულებელი ორსულობის დროს?

გაურთულებელი ორსულობის დროს, როგორც წესი, ამ ცვლილებებს ორგანულ ცვლილებებამდე, ბადურა გარსში სისხლჩაქცევების გაჩენამდე და, მით უმეტეს, მის აშრევებამდე არ მივყავართ, მაგრამ ოფთალმოლოგის კონსულტაცია მაინც საჭიროა. თუ ორსულს მხედველობის პრობლემები აღმოაჩნდა, მშობიარობისთვის განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოემზადოს. თვალების მდგომარეობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ორსულთა ტოქსიკოზმა და ორსულობის სხვა გართულებებმა. ამ დროს მთავარი ბადურას მდგომარეობაა. მოსალოდნელია მისი დისტროფია, ნახეთქების გაჩენა, აშრევება. თუ ბადურა თხელია და გაწელილია, როგორც მიოპიის დროს, ნახეთქების გაჩენისა და აშრევების რისკი იმატებს, ამიტომ თანამედროვე მეანობაში მაღალი ხარისხის მიოპია (ზოგჯერ - საშუალო ხარისხისაც) საკეისრო კვეთის ჩვენებად განიხილება. გარდა ამისა, როდესაც მშობიარე არასწორად იჭინთება, თვალებზე დატვირთვა განსაკუთრებით იმატებს.

რა ქნას ორსულმა, რომელიც ლინზებს ატარებს?

ქალები, რომლებიც კონტაქტურ ლინზებს ატარებენ, ორსულობის დროს ზოგჯერ დისკომფორტს უჩივიან, ამიტომ ჯობს სათვალე გაიკეთონ, მშობიარობის შემდეგ კი ლინზებს დაუბრუნდნენ.

როგორ ავიცილოთ თავიდან გართულება?

ამისათვის აუცილებელია, წინასწარ შეფასდეს მხედველობის ორგანოს, განსაკუთრებით კი ბადურას მდგომარეობა. ოფთალმოლოგები გვირჩევენ, კონსულტაცია გავიაროთ ორსულობის მე-10-14 კვირას. გარდა ზოგადი გამოკვლევისა, აუცილებელია თვალის ფსკერის დათვალიერება გაგანიერებული გუგით. თუ გამოკვლევამ არავითარი გადახრა არ აჩვენა, განმეორებითი კვლევა უნდა ჩაიტაროთ ორსულობის ბოლოს - 32-36-ე კვირას. ახლომხედველებს კი ოფთალმოლოგები ურჩევენ, ყოველთვიურად გაიარონ კონსულტაცია. დიაგნოსტიკის დროს განისაზღვრება არა მარტო რეფრაქციის ხარისხი, არამედ ბადურას მდგომარეობაც - ხომ არ არის მასზე დეგენერაციული ცვლილებები ან ნახეთქები. გარდა ამისა, ექიმები აუცილებლად ათვალიერებენ ბადურას ფსკერს და ზომავენ თვალშიგა წნევას.

როგორ ჩაივლის მშობიარობა?

ეს აღელვებს ყოველ ქალს, რომელსაც კი მხედველობის ესა თუ ის დარღვევა დაუდასტურდა. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია, რადგან ის, თუ როგორ ჩაივლის მშობიარობა, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: თვალის ფსკერისა და ბადურას მდგომარეობაზე, ქალის საერთო მდგომარეობაზე, ასაკზე და სხვა. გახსოვდეთ, საკეისრო კვეთა ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც დედის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ზიანის რისკი 12-ჯერ მეტია, ვიდრე მშობიარობის დროს, ამიტომ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ოპერაცია, საკეისრო კვეთაც მკაცრი ჩვენებით ტარდება.

როდის ტარდება საკეისრო კვეთა?

საკეისრო კვეთა ტარდება მაშინ, როდესაც დამოუკიდებლად მშობიარობა შეუძლებელია ან საფრთხეს უქადის დედისა და ნაყოფის სიცოცხლეს. საკეისრო კვეთის ერთ-ერთი ჩვენებაა ბადურას დისტროფიული ცვლილებები. თუ ქალი ახლომხედველია ან თვალის ფსკერზე ცვლილებები აქვს, მშობიარობის დროს წნევის მკვეთრი ცვალებადობის გამო ბადურას აშრევების რისკი იმატებს. თუ მიოპიას გართულებებიც ახლავს თან, მაგალითად, ბადურას დეგენერაციული ცვლილებები, რისკის გაწევა არ ღირს, ჯობს მაინც საკეისრო კვეთა ჩატარდეს. მშობიარობა რეკომენდებული არც მაშინ არის, თუ ქალს თვალის ბადურა გარსზე ოპერაცია აქვს გადატანილი. თუმცა ბადურას მდგომარეობა ყოველთვის ახლომხედველობას არ უკავშირდება. ხშირად მაღალი ხარისხის ახლომხედველობის დროს ბადურა სტაბილურად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, მასზე არ შეინიშნება ნახეთქები, პროგრესირებადი დისტროფიული ცვლილებები. ხდება პირიქითაც - მსუბუქი ახლომხედველობის დროს, რომელიც არ აღემატება 1-3 დიოპტრს, თვალის ფსკერზე დისტროფიული კერები ჩნდება. მშობიარობის მეთოდის არჩევა უნდა მოხდეს ორსულობის ბოლოს, მეანსა და ოფთალმოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე.

როგორ ავიცილოთ თავიდან?

თანამედროვე მედიცინაში ბადურას გავრცობილი დისტროფიული ცვლილებებისა და აშრევების რისკის დასაქვეითებლად პროფილაქტიკურ ლაზერულ კოაგულაციას მიმართავენ. ამ დროს ხდება ბადურას "მიდუღება" სუსტ ადგილებზე და ნახეთქების მიდამოში. ბადურას კოაგულაციის წერტილებში ხდება დანაწიბურება. ამის შედეგად ბადურა მჭიდროდ უკავშირდება სისხლძარღვთა გარსებს.


როდის შეიძლება ჩატარდეს პერიფერიული პროფილაქტიკური ლაზერული კოაგულაცია?

ლაზერული კოაგულაცია შეიძლება ჩატარდეს:

  • დაორსულებამდე ნებისმიერ დროს;
  • ორსულობის 35 კვირის შემდეგ;

რა მიგვანიშნებს ბადურას ჩამოფცქვნაზე?

  • პირველი - თვალებზე ლიბრის გადაკვრა. ბევრი ამაოდ ცდილობს მის მოცილებას ჩაის ნაყენით ან სხვა სითხეებით. ამ დროს მნიშვნელოვანია დაიხსომოთ და ექიმს შეატყობინოთ, რომელი მხრიდან დაიწყო დაბინდვა, რადგან დროთა განმავლობაში ის შეიძლება გაიზარდოს და მხედველობის მთელი ველი დაიკავოს.
  • მეორე - თვალებში ნათებისა და ნაპერწკლების გაჩენა.
  • მესამე - ასოებისა და საგნების გამრუდება ან მათი ზოგიერთი ნაწილის მხედველობის არიდან გაქრობა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბადურას ჩამოცლამ ბადურას ცენტრი დაიკავა.

ზოგიერთი პაციენტი ახალგაღვიძებულზე მხედველობის რამდენადმე გაუმჯობესებას აღნიშნავს. ეს იმით აიხსნება, რომ წოლისას ბადურა უბრუნდება პირვანდელ ადგილს, ხოლო ადგომისას იგი კვლავ ჩამოეფცქვნება სისხლძარღვოვან გარსს და მხედველობის დეფექტებიც აღდგება.

ბადურას გახლეჩა

ბადურას გახლეჩას ხშირად იწვევს ის ზეწოლა, რომელსაც ბადურა მინისებური სხეულისგან განიცდის მათი ერთმანეთთან მჭიდროდ მიმაგრების ადგილებზე. ბავშვის თვალის მინისებური სხეული ერთგვაროვანი კონსისტენციისაა და მყარად არის მიმაგრებული თვალს. ბიოლოგიურ დაბერებასთან ერთად მინისებური სხეული თხიერდება. ამ მოვლენას მინისებური სხეულის ჩამოცლას, ჩამოფცქვნას უწოდებენ. მინისებური სხეულის ჩამოფცქვნა, ჩვეულებრივ, გართულებების გარეშე მიმდინარეობს და მხოლოდ თვალწინ მფრინავი წერტილების გაჩენით ვლინდება. ზოგჯერ დაძაბვამ შესაძლოა ბადურას გახლეჩა გამოიწვიოს. ამ დროს წარმოქმნილი ხვრელის გავლით მინისებრი სხეულიდან ბადურაში იჟონება სითხე, რომელიც ბადურასა და სისხლძარღვოვან გარსს შორის გროვდება და ბადურას ჩამოფცქვნას იწვევს.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა

ბადურას ჩამოფცქვნის დიაგნოსტიკისთვის განისაზღვრება:

  • მხედველობის სიმახვილე, რომელიც გვიჩვენებს ბადურას ცენტრალური ნაწილის მდგომარეობას;
  • გვერდითი მხედველობა (პერიმეტრია) პერიფერიაზე ბადურას განსაზღვრისთვის;
  • თვალშიგა წნევა (ტონომეტრია) - ბადურას ჩამოფცქვნის დროს იგი შეიძლება ნორმაზე დაბალი იყოს (ნორმა - 16-25 მმ ვწყ. სვ);
  • სპეციალური ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ ბადურასა და მხედველობის ნერვის ნერვული უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა;
  • თვალის ფსკერის დათვალიერება (ოფთალმოსკოპია) - ამ გზით შეიძლება ზუსტად განისაზღვროს ბადურას გახლეჩის ადგილები და მათი რაოდენობა, ასევე გამოვლინდეს გათხელებული ნაწილები, რომლებმაც შესაძლოა დაავადების ახალი კერების გაჩენა გამოიწვიოს;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა - ის წარმოდგენას გვიქმნის ჩამოფცქვნილი ბადურას ზომებსა და მდგომარეობაზე.

- ორივე თვალში მხედველობა მაქვს -9. მაქვს შანსი, ვიმშობიარო დამოუკიდებლად თუ საკეისრო კვეთის ჩატარება აუცილებელია?

- თანამედროვე მეანობაში მძიმე ფორმის მიოპია შეიძლება განხილული იქნეს როგორც საკეისრო კვეთის ჩვენება, მაგრამ არა აბსოლუტური. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს მძიმე გართულების განვითარება, მაგალითად, ბადურას აშრევება ჭინთვების დროს, მოსალოდნელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მიოპიას თან ახლავს გართულებები, მაგალითად, დეგენერაციული ცვლილებები ბადურა გარსზე, რეტინოპათია. ამ შემთხვევაში გარისკვა არ ღირს. დაბოლოს:

  • თუ დაორსულებას გეგმავთ ან უკვე ორსულად ბრძადებით, აუცილებლად უნდა გაიაროთ ოფთალმოლოგის კონსტულტაცია თვალის ფსკერის დათვალიერებით. გახსოვდეთ, რომ დროულად ჩატარებულმა ბადურას გამყარების მარტივმა პროცედურამ შეიძლება თავიდან აგაცილოთ საკეისრო კვეთის აუცილებლობა.
  • მშობიარობამ კარგად რომ ჩაიაროს, უნდა ისწავლოთ სწორად ჭინთვა. ამისთვის უნდა მიმართოთ სპეციალურ კურსებს. გამოცდილი ბებიაქალი გასწავლით, როგორ გაიჭინთოთ და საერთოდ, როგორ მოიქცეთ მშობიარობის დროს.