გლაუკომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გლაუკომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ყოველწლიურად გლაუკომით ავადდება 40-45 წლის პირთა 0,1%, 50-60 წლის პირთა 1,5-2%, 60-70 წლის და ამაზე უფროსი ასაკის პირთა 10%. სადღეისოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გლაუკომით დაავადებული 100 მილიონამდე ადამიანია. საქართველოში, სავარაუდოდ, 30-40 ათასი კაცია დაავადებული.

- რა უწყობს ხელს და ამძიმებს ამ პათოლოგიას?

- დღესდღეობით გლაუკომა განიხილება არა როგორც დამოუკიდებელი დაავადება, არამედ როგორც ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის, ნეიროვასკულარული პროცესების დარღვევის შედეგი. ის ყოველთვის ასოცირდება მეტ-ნაკლებად გამოხატულ სისხლძარღვოვან პათოლოგიასთან: ჰიპერტონიულ დაავადებასთან, ჰიპოტონიასთან, ათეროსკლეროზთან, ენდოკრინული სისტემის დარღვევებთან, მაგალითად, შაქრიან დიაბეტთან, და სხვა.

- რას უნდა ერიდოს გლაუკომით დაავადებული პაციენტი? რა არის მისთვის უკუნაჩვენები, განსაკუთრებით საშიში, რა წესები უნდა დაიცვას, როგორ გაუფრთხილდეს თავს?

- გლაუკომით დაავადებულს, პირველ რიგში, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობა სჭირდება. ის რეგულარულად უნდა იწვეთებდეს დანიშნულ სამკურნალო წვეთებს, ზედმიწევნით ასრულებდეს ექიმის რჩევებს, რომლებიც ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურია.

- რა პრინციპებს ეფუძნება გლაუკომის დიაგნოსტიკა? რა სიახლეებია ამ კუთხით?

- გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკის მიზანია გლაუკომის გამოვლენა მანამდე, ვიდრე მხედველობის ნერვის დისკოში, ბადურაზე და ბადურას განგლიურ უჯრედებში ატროფიული პროცესები განვითარდება. შეიძლება გამოიყოს დიაგნოსტიკური გამოკვლევების მინიმალური და ვრცელი ნუსხა: მინიმალური - პოლიკლინიკის ექიმებისათვის და ვრცელი მინიმალურთან ერთად სტაციონარისთვის, გლაუკომის კაბინეტებისა და ცენტრებისთვის. მინიმალური დიაგნოსტიკური ნუსხა მოიცავს დღე-ღამის ტონომეტრიას (თვალის წნევის გამოკვლევას), ბიომიკროსკოპიას, გონიოსკოპიას (თვალის წინა საკნის კუთხის სიფართის დადგენას), პერიმეტრიას (მხედველობის ველის გამოკვლევას), ბიომიკროოფთალმოსკოპიას, ვრცელ დიაგნოსტიკურ ნუსხაში კი შედის ტონოგრაფია, პაქიმეტრია (რქოვანას სისქის გაზომვა), ულტრაბგერითი გამოკვლევები, კომპიუტერული პერიმეტრია, რეტინოტომოგრაფია (HRT), ოკულოკოჰერენტული ტომოგრაფია (OCT) ანუ ბადურა გარსის შრეობრივი გამოკვლევა.

- რას ითვალისწინებს მკურნალობა? რა მეთოდებს იყენებს გლაუკომის სამკურნალოდ თანამედროვე ოფთალმოლოგია? რა შეიცვალა, დაიხვეწა ამ თვალსაზრისით? რა უპირატესობა აქვს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს?

- გლაუკომის მკურნალობის მიზანია პაციენტის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება ხელმისაწვდომ ფასად. მოგეხსენებათ, ცხოვრების ხარისხს მხედველობის ფუნქციასთან მჭიდრო კავშირი აქვს. მკურნალობის გვერდითი ეფექტები, დოზირების განრიგი და მხედველობის გაუარესებით განპირობებული მუდმივი ნერვიულობა ცხოვრების ხარისხს აუარესებს. გლაუკომის მკურნალობის პოტენციური მეთოდებიდან გამოირჩევა თვალშიგა წნევის შემცირება, თვალშიგა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და პირდაპირი ნეიროპროტექცია. ამჟამად ერთადერთი დამტკიცებული ეფექტური მიდგომა მხედველობის შესანარჩუნებლად არის თვალშიგა წნევის შემცირება. დამტკიცებულია, რომ სისხლის მიმოქცევის დარღვევა შესაძლებელია თვალშიგა წნევისგან დამოუკიდებლადაც არსებობდეს ღიაკუთხიანი გლაუკომით დაავადებულ პაციენტებში. თვალშიგა სისხლის მიმოქცევა არის მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ გლაუკომის მკურნალობის ისეთი პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების შესაფასებლად, როგორიც არის ნეიროპროტექცია. ნეიროპროტექცია გულისხმობს განგლიური უჯრედების დაცვას ადრეული, ენდო- და ეგზოტოქსინებით და იშემიით გამოწვეული სიკვდილისაგან. გლაუკომის მკურნალობის მეთოდის არჩევისას მხოლოდ მკურნალობის მიზნების გაგება კი არის მნიშვნელოვანი, - ასევე გასათვალისწინებელია მოქმედების წესი, გვერდითი ეფექტები და თითოეული პაციენტისთვის უკუჩვენებები. გლაუკომის სამკურნალო პრეპარატების არჩევანი დიდია. მკურნალობის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს  ცხოვრების ხარისხი და პაციენტის თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ თვალშიგა წნევის კონტროლისთვის საჭიროა ორზე მეტი ადგილობრივი მედიკამენტი, უმჯობესია მკურნალობის სხვა მეთოდი - ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა ან ქირურგიული ჩარევა გამოვიყენოთ. ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯში“ ფართოდ იყენებენ გლაუკომის მკურნალობის ლაზერულ მეთოდს - სელექციურ ლაზერულ ტრაბეკულოპლასტიკას (SLT). ლაზერული მეთოდი ეფუძნება სელექციურ ფოტოთერმოლიზისს, რაც იმას ნიშნავს, რომ შLთ-ისთვის არჩევით სამიზნეს წარმოადგენს ტრაბეკულურ ზონაში მდებარე მელანინის შემცველი პიგმენტური უჯრედები. თერმული ენერგია არ ვრცელდება მიმდებარე ქსოვილებზე - არაპიგმენტირებულ უჯრედებზე, რაც მინიმუმამდე ამცირებს მათ დაზიანებას. თუ მედიკამენტური მკურნალობა და ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა უეფექტო აღმოჩნდა, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, რაც სინუსტრაბეკულექტომიას - ტრაბეკულური ქსოვილის ამოკვეთას გულისხმობს.

- რას ითვალისწინებს გლაუკომის პროფილაქტიკა? რას ურჩევთ ამ კუთხით მკითხველს?

- გლაუკომის პროფილაქტიკა მის პრევენციას გულისხმობს. 40 წელს გადაცილებული ყველა ადამიანი წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა იზომავდეს თვალშიგა წნევას ოფთალმოლოგიურ კაბინეტში. წნევის მომატების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობის შედეგი უფრო ეფექტურია, ვიდრე დაგვიანებულ შემთხვევებში. დაავადების დროულად აღმოჩენა მხედველობის შენარჩუნების საწინდარია.