თვალი - მხედველობის ორგანო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალი - მხედველობის ორგანო

კაკლის წინა ნაწილი რქოვანაა, რომელიც თვალის ოპტიკური აპარატის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ის გამჭვირვალეა და ძალიან ჰგავს საათის მინას. ძლიერ მგრძნობიარეა, ამიტომ მასზე პაწაწინა უცხო სხეულის მოხვედრაც კი ტკივილს იწვევს. თვალის კაკლის კედლის შუაში თვალის ფერადი გარსი - ირისი მდებარეობს, მის ცენტრში კი 2-4 მმ დიამეტრის ხვრელი - გუგა, რომელმაც თვალში სინათლე უნდა გაატაროს. გუგას ბადურა გარსი მოსდევს.

ბადურა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბადურას უკანა, ოპტიკური ნაწილი, რომელიც მხედველობის აღმქმელ სპეციალურ ნერვულ უჯრედებს: კოლბებსა და ჩხირებს შეიცავს. კოლბები სინათლეზე რეაგირებენ და იწყებენ მუშაობას, ჩხირები კი სიბნელეში უკეთ მუშაობენ. ბადურას ერთი ნაწილი გაცილებით მდიდარია ნერვული უჯრედებით. ეს მხედველობის ყველაზე აქტიური უბანი - ყვითელი ხალია. ის კოლბებითაა სავსე, ამიტომ მასში საუკეთესო ხილვადობაა. გარემოდან თვალის კაკალში შესულმა სხივებმა წინააღმდეგობის გარეშე უნდა გაიარონ გამჭვირვალე გარემოში და ისე გარდატყდნენ, რომ გამოსახულების ფოკუსირება ზუსტად ბადურაზე მოხდეს და არა მის წინ ან მის უკან, ამას კი ორგანიზებას ბროლი უწევს.

ბროლი

თვალის ბროლი ბიოლოგიური ლინზაა, ორმხრივ ამოდრეკილი, დისკოს ფორმის მკვრივი, გამჭვირვალე სხეული, რომელიც წყლის, ცილებისა და მინერალური ნივთიერებებისგან შედგება. ბროლი  განუწყვეტლივ იკვებება თვალშიგა სითხით. ის ხახვის ბოლქვის მსგავსი ფენებისგან შედგება. განასხვავებენ ცენტრალურსა და გარეთა ფენებს, რომლებიც უშუალოდ გარდატეხენ სხივებს სხვადასხვა კუთხით: ცენტრალური ფენები - უფრო ძლიერად, გარეთა - შედარებით სუსტად. ბროლი ადამიანს საგნების მკაფიოდ დანახვის საშუალებას აძლევს, რადგან სინათლის სხივების ფოკუსირება და სუფთა გამოსახულების წარმოქმნა მასზეა დამოკიდებული.

როგორ ვხედავთ

ნორმალური მხედველობისთვის აუცილებელია თვალში სათანადო დონეზე და სათანადო ხარისხით ხორციელდებოდეს მრავალი ფიზიოლოგიური პროცესი, რომელთა შორისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალის აკომოდაცია, რეფრაქცია, გუგის რეფლექსი, თვალის მოძრაობა, თვალის ადაპტაცია. გარდა ამისა თვალს უნდა ჰქონდეს მხედველობის ნორმალური სიმახვილე და მხედველობის ველის მაჩვენებლები. აკომოდაცია თვალის შეგუებაა - უნარი, დაინახოს და გაარჩიოს სხვადასხვა მანძილით დაშორებული საგნები, რაც ბროლის სიმრუდის ცვლილებით ხორციელდება. ამაში გადამწყვეტი როლი აკისრია თვალის სააკომოდაციო კუნთებს. ისინი ბროლის ორივე ბოლოებზე არიან მიმაგრებულნი და მოთხოვნისამებრ იკუმშებიან და დუნდებიან, რის გამოც იცვლება ბროლის ამოზნექილობის ხარისხი: ახლოს მყოფი საგნების დათვალიერებისას იგი უფრო ამოზნექილი ხდება, შორს მყოფებისას კი ბრტყელდება. ახალგაზრდა ადამიანის ნორმალური თვალის ნათელი მხედველობის უშორესი წერტილი უსასრულო მანძილზე მდებარეობს. რაც შეეხება აკომოდაციის უნარს, ის 65 სმ-ის დაშორებით მდებარე საგნის ასახვიდან იწყება. თვალის აკომოდაციური უნარი გუგის სიდიდეზეა დამოკიდებული: ახლომდებარე საგნების დათვალიერებისას გუგა ვიწროვდება, შორს მდებარეთა დათვალიერებისას კი ფართოვდება. რეფრაქცია თვალში სხივების გარდატეხაა. ნორმალური ანუ ემეტროპული რეფრაქციის დროს თვალის ოპტიკურ ნაწილში სხივები ისე გარდატყდება, რომ გამოსახულება ზუსტად ბადურაზე მიიღება და არა მის წინ ან უკან. მდგომარეობას, როცა სხივების გარდატეხის შედეგად გამოსახულება ბადურა გარსის წინ მიიღება, სიბეცე ანუ მიოპია ეწოდება, როცა უკან - შორსმხედველობა ანუ ჰიპერმეტროპია. რეფრაქციის დარღვევის ერთ-ერთი სახეა ასტიგმატიზმიც - სხივები არათანაბრად, სხვადასხვა მიმართულებით გარდატყდება და ბადურაზე დამახინჯებული გამოსახულება მიიღება. გუგის რეფლექსი. გუგა ხვრელის დიამეტრის ზომის ცვლილებით არეგულირებს თვალში გამავალი სინათლის სხივების რაოდენობას. როცა გარემოში საჭიროზე მეტი სინათლეა, გუგის ხვრელის კუნთები იკუმშება, ავიწროებს მის დიამეტრს, არასაკმარისი განათებისას კი ეშვება და გუგის დიამეტრს ზრდის, რათა მასში საგანთა დასანახად საჭირო რაოდენეობის სხივმა გაიაროს. გუგის დიამეტრს ცვლის ზოგიერთი ჰორმონიც: ატროპინი მას აფართოებს, ადრენალინი კი, პირიქით, ამცირებს. თვალის კაკლის მოძრაობა. თვალის კაკალს 6 კუნთის დახმარებით ნებისმიერი ღერძის გარშემო მოძრაობა შეუძლია. თვალს პირვანდელი მდებარეობიდან (როდესაც ის პირდაპირ და წინ იყურება) შეუძლია მობრუნდეს გარეთ 420-ით, შიგნით 450-ით, ზევით 540-ით და ქვევით 570-ით. თვალი ყოველთვის შეთანხმებულად მოძრაობს, ყოველი საგნის დათვალიერებისას ჩვენთვის შეუგრძნობელ განუწყვეტელ ნახტომებს აკეთებს, რის შედეგადაც გამოსახულება ბადურაზე განუწყვეტლივ გადაადგილდება ერთი წერტილიდან მეორეზე, თითოეული ნახტომის ხანგრძლივობა წამის მეასედს გრძელდება, ხოლო ზომა 2000/წმ-ს არ აღემატება.


ნახტომის სიჩქარე წამში 200-დან 400 გრადუსამდე მერყეობს, ხოლო ნახტომებს შორის ინტერვალის ხანგრძლივობა, ე.ი. დასათვალიერებელ საგანზე ან განათებულ წერტილზე თვალის მიპყრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 0,2-0,5 წამს უდრის, თუმცა არის შემთხვევები, როცა ის გაცილებით მეტია, 10-ჯერ მეტიც კი. ადაპტაცია. სხვადასხვა განათების პირობებში თვალის მხედველობით შეგუებას ადაპტაციის უნარი განაპირობებს. თვალის მგრძნობელობას ყოველთვის განსაზღვრავს საწყისი განათება. ამის მიხედვით განასხვავებენ თვალის ადაპტაციას სინათლისადმი და სიბნელის მიმართ. მხედველობის სიმახვილე. მისი დახმარებით საგნების სივრცობრივი დამოკიდებულების - მათი სიდიდის, ფორმის, მოძრაობისა და მიმართულების - განსაზღვრა ხდება. მხედველობის სიმახვილე ორ წერტილს შორის ის უმცირესი მანძილია, რომელსაც თვალი არჩევს. მხედველობის ველი. წერტილთა ერთობლიობას, რომლებსაც ერთდროულად ვხედავთ თვალის ერთ წერტილში მზერის დროს, მხედველობის ველი ეწოდება. უფერო საგნებისთვის მხედველობის ველის საზღვრები ასეთია: ქვემოთ - 700, ზემოთ - 600 და გარეთ 900. ადამიანის ორივე თვალის მხედველობის ველი ნაწილობრივ ემთხვევა ერთმანეთს, რასაც სივრცის აღქმისას დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვადასხვა ფერის თვალებისთვის მხედველობის ველი ერთნაირი არ არის. ის ყველაზე დიდია უფერო საგნებისთვის. ლურჯი და ყვითელი ფერებისთვის იგი გაცილებით ნაკლებია, კიდევ უფრო იკლებს წითლისთვის, ხოლო ყველაზე მცირე მწვანე ფერისთვისაა.

ბინოკულარული მხედველობა

ადამიანს ორი თვალი აქვს. აქედან გამომდინარე, მისი მხედველობა ბინოკულარულია, რაც მას საშუალებას აძლევს, გარესამყარო რელიეფურად აღიქვას, განსაზღვროს საგნების ურთიერთგანლაგება, მოცულობა, იმსჯელოს მათ დაშორებაზე.

თვალის დამცავი აპარატი

თვალის კაკლის მთავარი დამცავი ორგანო მის ზემოთ და ქვემოთ არსებული ქუთუთოებია. თვალის ქუთუთოების რიტმული, შეთანხმებული დახურვა, რომელსაც თვალების ხამხამს უწოდებენ, უდიდესი დამცავი რეფლექსია, რომლის წყალობითაც თვალის კაკალი გარეგანი მავნე ფაქტორებისგან საიმედოდ არის დაცული. იგივე რეფლექსი უზრუნველყოფს რქოვანა გარსის წინა ზედაპირის დასველებას. თვალების ხამხამი ყოველთვის ერთნაირი არ არის: ის ძლიერდება კაშკაშა სინათლეზე, რქოვანა გარსის, კონიუნქტივის ან წამწამების გაღიზიანებისას. დამცავ ღონისძიებათა რიცხვს მიეკუთვნება ცრემლდენაც - თვალის ლორწოვანი გარსის დასველება თვალის ზედა ნაწილის გარეთა კუთხეში მოთავსებული საცრემლე ჯირკვლების სეკრეტით.

მხედველობის ორგანოს ასაკობრივი ცვლილებანი

ასაკთან ერთად მხედველობა უარესდება: თვალს სიმახვილე აკლდება, სწორი ხაზები ტალღისებური ხდება, კითხვისას გაცილებით მკვეთრი და ძლიერი სინათლეა საჭირო. ეს ორგანიზმის ბიოლოგიური დაბერების პარალელურად მიმდინარე პროცესია, რომელიც ქალებში მამაკაცებზე გაცილებით ადრე იჩენს თავს. თვალის ასაკობრივ ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

1. ბროლის სითხეში გროვდება ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტები, რომლებიც არღვევენ ბროლის კვებას და მას გამჭვირვალობას უკარგავენ;

2. ბადურას ყვითელი ლაქის ინერვაციის მოშლა. მხედველობის სიმახვილის განმსაზღვრელ უბანში ირღვევა ნერვული უჯრედების კვება და თვალს უსუსტდება გამოსახულების მკვეთრად აღქმის უნარი.

მხედველობის ასაკობრივი დაქვეითების ზუსტი ზღვარი არ არსებობს. ზოგი მხედველობის დაქვეითებას 35 წლის ასაკში უჩივის, ზოგი კი 60 წლისაც შესანიშნავად ხედავს. მხედველობის ასაკობრივი დაქვეითების მიზეზებია:

  • გადატანილი ტრავმები;
  • თვალის ინფექციური და ანთებითი დაავადებები;
  • სხვა ეტიოლოგიის პათოლოგიები, რომლებიც არაპირდაპირ აზიანებს თვალს;
  • ბადურას კაპილარულ ქსელში სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  • თვალის სკლეროზული ცვლილებები.

გარდა ამისა:

  • მწეველებს მხედველობა არამწეველებზე სამჯერ უფრო სწრაფად უქვეითდებათ;
  • მხედველობის მტერია სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონეც;
  • თვალის დაბერებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია მავნე მოლეკულებს, ე.წ. თავისუფალ რადიკალებს, რომელთა რაოდენობაც ორგანიზმში ასაკის მატებისა და ნივთიერებათა ცვლის ტემპის შენელების კვალდაკვალ იზრდება.